Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მკვლელობა რედისონთან

მკვლელობა რედისონთან
კარგახანია განთიადს არ შევხვედრილვარ ზღვაზე და ისიც კი დამვიწყებია თუ რა ლამაზია ჯერ კიდევ ჩამუქებული მთების კალთების მიღმა ამომავალი მზე. თუ რა კარგია ღამით ცურვა და ... პრინციპში კიდევ ბევრი რაღაცის მოყოლას ვაპირებდი მკვლელობის თვითმხილველი რომ არ გავმხდარიყავი.

მკვლელობის. დიახ. მართალია ამ მკვლელობას არც პოლიციის სირენები, ყვითელი ლენტით შემოვლებული ტერიტორია და ცარცით შემოხაზული გვამის სილუეტი არ მოჰყოლია. მაგრამ მკვლელობა იყო. თოფმა ორჯერ გაისროლა. ერთხელ დაჭრა, მეორე- საკონტროლოთი კი საიქიოს გაისტუმრა.



მკვლელი ადამიანი
მსხვერპლი - ძაღლი

ხო, მოკლეს ძაღლი და საბედნიეროდ არა ადამიანი. მაგრამ მოკლეს და თან როგორ. დილის 6 საათზე, სასტუმრო რედისონთან, თოფით. მოკლეს, ჩაცხრილეს როგორც მაფიოზური კლანის წარმონადგენლებს ცხრილავენ ხოლმე ფილმებში. დაჭრეს, ჩააკლეს, შემდეგ გვამს ხელი დასტაცეს, პიკაპზე შეაგდეს და გაქრნენ.


ვიღაცა იტყვის "ძუნკალი ძაღლი მოკლეს, დიდი ამბავი"-ო. არადა ადრე იმაზე ვდარდობდით, საწყლებს იჭერენ, მიათრევენ და ევთანაზიასაც კი არ უკეთებენ იმის გამო რომ წამალი ძვირი ღირს, უბრალოდ მაშების უჭერენ კსერში სანამ ძვლებთან ერთად ხორხიც არ გადაემსხვერავა და არ დალევს სულსო. ახლა ეტყობა ეს ძალიან შრომატევადი საქმე დარჩა... უფრო მარტივია, დაინახე? ესროლე და გააგორე. ძაღლია.
მერე რა რომ შერატონთან, ქალაქის ცენტრში. მერე რა რომ დაჭერა შეეზარათ. მერე რა რომ დილის 6 საათზე 2 ჯერ აქუხეს თოფი. მერე რა რომ ეს სხვებმაც დაინახა. მთავარია ძაღლი ვინც მოკლა იმან გადაათრია - მისია შესრულებულია. ობიექტი ლიკვიდირებულია. სივრცე თავისუფალია....

არადა ფეისბუქის ფოტოების შემხედვარე ვიფიქრე - აი, იჭერენ, მიჰავთ, სტერილიზაციას უკეთებენ, აცრებსად, მერე ბირკებს უმაგრებენ და უშვებენთქო. მაგრამ ეს ეტყობა ძალიან თავზეხელაღებული ვინმე იყო. შეაგინა დასაჭერად მისულთ და იმათმაც ესროლეს... ხო, შეიძლება ცოფი ქონდა, შეიძლება ნერვოზი ან კიდე ბანკის პროცენტი... მაგრამ ქუჩაში?! ძაღლებისთვის 90 იანები დაიწყო ?!


2 comments:

  1. ბათუმში სად ნახეს უპატრონო ძაღლი რომ მოკლეს კიდეც?

    ReplyDelete
  2. პრინციპში ალბათ რომ კლავენ იმიტომაც ვერ ვხედავთ

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]