Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Black Sea Jazz festival 2012 - დღე პირველი + ფლეშმობის ვიდეო

Black Sea Jazz festival 2012 - დღე პირველი + ფლეშმობის ვიდეო


ცხელი დღე იყო, ძალიან ცხელი. ჩახუთული, უჰაერო. ქალაქს თითქოს უჩინარი ტომარა ჩამოაცვეს და მაგრად მოუჭირეს. არ შველოდა არც ცივი სასმელი, არც ვინტილიატორი და არც გამოღებული ფანჯრები. ერთადერთი რაზეც ლოცულობდა მთელი სამსახური ეს მისი აღმატებულება კონდენციონერი იყო ესოდენ ლაღად რომ აგრილებდა სტუდიას. აი სად იყო "სამოთხე". ეს ისე, დღის და კლიმატური პირობების მოკლე და შეძლებისდაგვარად ხატოვანი აღწერა. ისე კი დღეს ჯაზ ფესტივალი დაიწყო და ეს, ზემოდან დაწოლილი სიცხე რომ არა ალბათ სხვა ხალისით ავღწერდი ამ ყველაფერს.


სიმართლე გითხრათ, რაც კი ჯაზ ფესტივალები მინახავს (ბათუმში) თითქმის ყველა ერთნაირად, არც თუ ისე დიდი ზარზეიმითა და ვაი ვიშით იწყება. ისე, უბრალოდ. გახსნა რომ არ ერქვას და თან ჯაზ ფესტივალი, იტყოდი რიგითი კონცერტია ბათუმის კოლონადებთანო. 


მაგრამ ფაქტია რომ დაიწყო ( ისე და, ეს ფეერვერკებიც რომ არ აფრინეს?! არადა წარამარა მარტის წვიმასავით, თითქმის ყოველღამე ამონათდება ხოლმე ცა ხან სად და ხან სად. ჯაზს ნწ?!) 

რა გითხრათ. დღეიდან კვირის ჩათვლით ჯაზს ვუმასპინძლებთ ბათუმში. კარგია რომ ეს ფესტივალი უკვე ბათუმთან ასოცირდება და თავისი მსმენელ-მაყურებელიც + სტატუსიც დაიმკვიდრა და მოიპოვა. ერთია, რაც არ უნდა ვუწიოთ ჯაზს პროპაგანდა და "ვაყვაროთ" ის მასებს, ის ვერასდოს იქნება სახალხო აღტკინების ობიექტი. მაგრამ გამორჩეული მუსიკალური გემოვნების ადამიანებისთვის ასეთი ზეიმი მაინც კარგი რამაა. თარკან-წაღვერა-ლეღვის მურაბის ფონზე ნამდვილად ააქვთ უფლება მოისმინონ და მიიღონ ის "ბღუჯა სუფთა ჰაერი".

ხოდა სწორედ ეს მუსიკალური "სუფთა ჟანგბადის ბალიში" ჩახუთულ ბათუმში კვირის ბოლომდე გაანოყიერებს "ჟანგბადით" ჯაზის მოყვარულებს. 


ხოდა იმას ვამბობდი. პირველი დღე ყოველთვის ძალიან უნიათოა (მხოლოდ დამსწრეთა რაოდენობას ვგულისხმობ). სიმართლე გითხრათ ფესტივალის გახსნაზე დღეს უფრო მეტი ფოტომოყვარული იყო მოსული ვიდრე ჯაზის მოყვარული. მაგრამ რაც მთავარია დაიწყო და ეგ კაი რამაა.

სიცხის გადამკიდე ყველა ცდილობდა რაც შეიძლებოდა ნაკლები ემოძრავათ. მათ შორის მეც, ამიტომაც ფოტომასალაც ძალიან ცოტა მაქვს. სამაგიეროდ მოძრაობას, ცეკვას და როკვას არ მოერიდნენ ეს გოგონები. ჯაზის რიტმებზე ჩემს ზურგს უკან უეცრად წამოწყებული ცექვის წყალობით სცენისკენ მიტრიალებული მაყურებელი რამოდენიმე წუთით მოსტაცეს ბენდს და მათი ფლეშმობის ლამის თანამონაწილე გახადეს.


ხოდა ასე. დღეისთვის შეპირებული ხანმოკლე წვიმა ელჭექით გადაიდო. ხანმოკლე, მაგრამ ჯაზის მოყვარულთათვის ძალზედ საამო დღეები კი... დაიწყო. ვნახოთ რას გვიმზადებს Black Sea Jazz festival 2012

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]