ჩვენ როგორც წესი გვიყვარს მონუმენტურობა, ტრაგიზმი და ყვერებიან ცხენებზე ამხედრებული მეფეები. ამის მიღმა რატომღაც არ გვევასებოდა არაფერი ... არადა რა კარგია როცა მონუმენტურობაშიც კი იგრძნობა სიმსუბუქე...
ხოდა ჰაეროვნებაზე გამახსენდა. არის ასეთი პოლონლი მოქანდაკე ჯერზი კოძირა (Jerzy Kedziora). ეს ადამიანი ცნობილია თავისი ჰაეროვანი, ჰაერში მოფარფატე ქმნილებებით. მისი სკულპტურები თითქოს თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი მოწყვეტილნი არიან ფედისტალს, საყრდენს, მიწას და ჰაერში ლივლივებენ. ბევრს ამის აღწერაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ მინდა განახოთ თუ როგორ შეუძლია სკულპტურას იყოს ჰაეროვანი და მონარნარე...
ჰა.. როგორია ?!
კარგი იდეებია,მომეწონა :)
ReplyDeleteხო, ნაღდად ჯობია იმას რასაც აკეთებენ :)
ReplyDelete