მიყვარს ეს... ღია აივანი, ყავა, ზღვა და სადღაც შოოორს შეჯგუფულ ღრუბლებში მორბენალი ელვა. კარგი მისიკა, გრილი საღამო, გემრიელი პიცის მოლიდინი და გვერდით მაგიდიდან არაქართულუ დიალოგი.
პატარა გოგომ ხატები მოიტანა, იყიდეო. უკვე მაქვს მეთქი. გვერდით მაგიდას მიადგა- იყიდეთო. უცხოელები გაკვირვებული შესცქერიან. არ იციან ქართული დაანებე თავითქო. მიუბრუნდა და "ბიძია, გივ მი უან დოლარ "ო...
მუსიკა ჩართეს. ისე ეს ორლარიანი, ქურდბაცაცა მისიკალური აპარატები მაგარი რამაა. გინდა კარგი მუსიკა? გადაიხადე. არ გინდა ცუდის მოსმენა? გადაიხადე. თუ არა და უსმინე სანამ ნერვები არ დაგაწყდება და ისევ არ გადაიხდი ორ ლარს თუნდაც იმაში რომ სიჩუმე იყოს. მაგრამ ამჯერად მიმართლებს. კარგ მუსიკას ყიდულობენ ჩემს გვერდით მაგიდასთან მსხდომი რუსები.
ჩვენ არ გიყვარვართ ადამიანო? :უსერ:
ReplyDeleteროგორ არა?! როგორ არა?! ზაფხული ესესაა დაიწყო. დასაწერი ჯერ კიდევ ბევრია ;)
ReplyDelete