Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მეოცნებე ივანნა მელაი. иванна мелай

მეოცნებე ივანნა მელაი. иванна мелай
როდესაც დილით დამირეკეს და მძინარეს მითხრეს „დღეს საღამოს ივანნა მელაი გეყოლება ეთერში სტუმრად“-ო, ავტომატურად ვუპასუხე „ მმ, ღამის ეთერი...სტუმარი.. კარგია“ და რამოდენიმე წამით ისევ ჩავთვლიმე. მხოლოდ შემდეგ , როცა მიმდინარე სიზმრების და მიღებული ინფორმაციის შეუთავსებლობამ ძალიან შეაწუხა ჩემი ტვინის ლოგიკური სექცია. გამომეღვიძა და ეს საუბარი ფრაზა- ფრაზა გავიხსენე. ცოტა ხნის შემდეგ ივანნას პროდიუსერის ზარმაც გაამყარა ჩემი ვარაუდი - კი, ნაღდად დამირეკეს, არ დამსიზმრებია.

„ივანნა ბათუმშია და თავისი ახალი სიმღერის პრეზენტაცია გვინდა თქვენს ეთერში გავაკეთოთ“ ... კი ბატონო. გელით - მოვიპატიჟე მეც და ძილისპირულს საბოლოოდ გამოვემშვიდობე.

ვინაიდგან „წუხანდელი ღამენათევის“ პირობებზე დილა უკვე კარგახანია წარსულის კუთცვილება იყო, საღამომდე არც თუ დიდი დრო მრჩებოდა. წამოვდექი და რადიოსკენ გავსწიე.

გზადაგზა ნელნელა ვალაგებდი იმ ინფორმაციას რაც მის შესახებ ვიცოდი.
ივანნა, ამ ქერათმიანი ლამაზმანის გამოჩენა ქართული ნაცრისფერი შოუების ტელე სივრცეში კაშკაშა მზის სხივის შემოჭრას გავდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა სტუდიაში ის საპატიო (ან ვიპ, ან სულაც საგანგებო) სუტმრის სტატუსით გვევლინებოდა. რა როლი არ მოარგეს, რა ისტორია არ შეუთხზეს, სად არ ატარეს და რაში არ ჰკითხეს რჩევა დარიგება. 


ზოგი ამბობდა რომ როგორც იქნა საინტერესო, ქართულ კომპლექსებს მოკლებული ნიჭიერი ადამიან გამოჩნდა რომლის ყურებაც და მოსმენაც სასიამოვნოაო.

ზოგიც იმას იძახდა „ რა გახდა ეს გოგო სადაც გადავრთავთ დუტასავით ყელა არხზე რომ გვხდებაო“

ზოგიც ეჭვიანობდა - „დაინახეს ლამაზი გოგო და რაღა ქნან არ იციან“-ო

ზოგიც არაფერს ამბობდა - უბრალოდ ტკბებოდა ქერათმიანი ლამაზმანის ცქერით და სმენით.

მჰ... ესეიგი საინტერესო სტუმარი მეყოლება... ვფიქრობდი ჩემთვის. მაგრამ ვნახოთ რამდენად გაიხსნება. გამოცდილებიდან ვიცი, ძალიან ძნელია ვარკვლავად აღიარებულ, უფრო სწორედ გავარსკვლავებულ ადამიანებთან თავისუფალი საუბარი. არა, საუბარი შეიძლება, მაგრამ როგორც კი მიკროფონს ჩართავ რაღაც ემართებათ, იცვლებია. თუმცა ზოგი იმდენადაა ვარსკვლავურ როლში შესული რომ ძილშიც არ გამოდის როლიდან.


ჰმ... როგორი აღმოჩნდა?!

ლაღი, გახსნილი და საინტერესო თანამოსაუბრე. იმდენად ჩვეულებრივი და გულღია რომ ლამის მეკითხა „ რას შვები, როგორახარ?“.. აი ისე, ძველ ნაცნობს რომ ჰკითხავ ხოლმე. სანამ ეთერში შევიდოდით ჩვენებური ყავა შევთავაზე და ასე ვთქვათ „მოთელვითი“ საუბარი გავაბით. ყოველ ჯეზე ვრწმუნდებოდი რომ ეს ადამიანი არანაირად არ ერგებოდა იმ ზეაღმატებული უკარებლობის და ცხვირაბზეკილობის ვარსკვლავურ შაბლონს რომელიც ასე ფართოდაა გავრცელებული და რომელსაც ასე ჯიუტად ირგებენ.

მიკროფონი ჩაირთო :


...... 

„ -მაინც რატო საქართველო?!

-არ ვიცი, სიმართლე გითხრა არც მიფიქრია რომ ოდესმე აქ ჩამოსვლა მომინდებოდა. ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვა.

-აბა როგორ მოხდა რომ აქ ხარ?

- სვანეთში მიმიწვიეს კონცერტზე გამოსასვლელად, თავიდან არც მინდოდა, მაგრამ რამოდენიმეჯერ დამირეკეს და ბოლოს ვიფიქრე - წავალ ვნახავ რა ხდებათქოჩამოვფრინდით. ჩავატარეთ ეგ კონცერტი და შემდეგ სვანეთის მთებიდან პირდაპირ ბათუმში ჩამოვედით. თოვლიანი მთების შემდეგ ზღვა, + 17 გრადუსი სითბო და ეს ულამაზესი, პატარა  ქალაქი. ეს კონტრასტი იმდენად მომაჯადოვებელი იყო ჩემთვის რომ მივხვდი. მე საქართველოში კიდევ უნდა ჩამოვსულიყავი.

- ანუ სვანეთის კონცერტს უნდა ვუმადლოდეთ შენს საქართველოში გამოჩენას?
- ხო, გამოდის რომ ასეა.

- ძნელი არ იყო კიევიდან, სადაც ყველა გიცნობს და გაღიარებენ როგორც მომღერალს, სრულიად უცხო ქვეყანაში ჩამოსვლის გადაწყვეტილების მიღება?

- ძნელი იყო. მაგრამ მე მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ეს  ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. კიდევ ერთი ეტაპია რომელიც ახალი ფურცლიდან დავიწყე. ხო, ახალი ფურცლიდან, არაფერი ძველი, ყველაფერი ახალი.

- საკმაოდ ძლიერი ადამიანი უნდა იყო რომ ასე გარისკო. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გიყვარს რისკი და თავგადასავლები.

- რათქმაუნდა მიყვარს. მაგრამ ყველაფერთან ერთად რწმენაც მაქვს რაც მაძლიერებს. ჩემი ბაბუა მღვდელი იყო. ბავშვობიდან ვმღერი და ვერც კი ჩამოვთვლი რამდენ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ყველგან, სადაც კი მიწევდა გამოსვლა მამაჩემი დამყვებოდა და ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი სწორედ ის იყო.

- ოჯახში მხოლოდ შენ მღერი თუ ეს ერთგვარი ტრადიციაა და გენში გაქვთ?

- ბაბუა მღეროდა, ბებია ახლაც მღერის საეკლესიო გუნდში. დედამ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. მამაჩემი კი ამბობსბაბუაშენის შემდეგ ბუნებამ ჩემზე დაისვენა და შენ დაგაფერთხა ნიჭი. ( იცინის ) მამა არ მღერის, მე კი  როგორც ხედავ კი. ბავშვობიდან სცენაზე ვარ და ჩემეული, საკუთარ შეცდომებზე და წარმატებებზე აგებული სკოლა გავიარე. იცი? არ მიყვარს როცა ვიღაცა გეუბნება რა გააკეთო და როგორ. არ მიყვარს შაბლონები. მსმენელები შენში ინდივიდუალიზმს აფასებენ და არა იმას თუ ვის მიბაძავ ხმით ან ვისგან გადმოიღებ სიმღერის შესრულების მანერას. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა და გემოვნებიანი ადამიანები. სხვათაშორის მინდა გითხრათ რომ თქვენ წარმოუდგენლად ნიჭიერი ხართ ამ მიმართულებაშიც, ბლუზს და ჯაზს ისე როგორც თქვენთან იშვიათად თუ ასრულებენ.

- ამ მხრიდანაც მოასწარი უკვე ჩვენი გაცნობა?

- კი, და ძალიან მოხიბლული ვარ. როცა რომა რცხილაძე გავიცანი აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. წარმოუდჰენლად ნიჭიერი ადამიანია. ის მიუჯდა როიალს და დაიწყო მუზიცირება, მე ავმღერდი და აი ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა. მუსიკოსისთვის და მომღერლისთის ხომ სავიზიტო ბარათი და ურთიერთობის საუკეთესო საშუალება ისევ და ისევ მუსიკაა. საღამოს კი რომამ აი ასეთი ფრაზა მითხრა : „ ივანნა, მე შენზე უფროსი ვარ ასაკით, მაგრამ შენ ჩემზე უფროსი ხარ მთელი ნახევარი წლით“ -. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო და მე ამ ადამიანთან მეგობრობით ძალიან ვამაყობ.

- ანუ შესაძლებელია სულ მალე თქვენი ერთობლივი სიმღერა მოვისმინოთ? რომას მუზიცირებით და შენი შესრულებით?

- არ არის გამორიცხული

- სხვათაშორის. მინდა გკითხო. როცა შენს სიმღერაზე გადაიღეთ კლიპი დათუნა მგელაძისა და ნოდიკო ტატიშვილის მონაწილეობით..

- ძალიან მიყვარს ეს ბიჭები, უნიჭიერესები არიან და თავად ეს სიმღერაც ძალიან მიყვარს

- არა მაგაზე არ ვსაუბრობ, რათქმაუნდა მართლაც ნიჭიერები არიან და სიმღერაც ძალიან კარგი გამოვიდა. მე კონკრეტულად კლიპი მაინტერესებსროცა ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება დამრჩა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და შესაძლოა ვცდებოდე კიდეც. მაგრამ შენი თამამი კოსტიუმებისა და სიმალაზის ფონზე ისინი რატომღაც შებიჭილები ჩანდნენ.... შენ სექსუალურობას ანათებდი. ისინი კი ამ შენი ნათების წყალობით ცოტათი ჩრდილშიც კი მოექცნენ. ასეა?



- არა ( ციცნის ) თავიდან შესაძლოა ცოტათი კი იყვნენ შებოჭილები. მაგრამ ისე როგორც შენ ამბობ არა. ძალიან კარგები არიან და ნიჭიერები. ის კი არა გადაღების მესამე დღეს ისე შემეჩვივნენ რომ გეგონებოდათ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ძალიან კარგები არიან.

- ხო, კარგი. ეგ მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ეგეც სიმართლეა რომ კლიპი კარგი გამოვიდა. საერთოდ გაგიადვილდა კიევის შემდეგ საქართველოში მუშაობა?

- როგორ გითხრა, კიევი მეგაპოლისია, იქ სხვა კანონებია, საკუთარი კლანებით, წესებით და შოუბიზნესის არსებითათ სხვა ხარისხით. აქ კი მხოლოდ ახლა იწყება ყველაფერი. კარგად გამიგე, მე არ ვამბობ რომ თქვენ მომღერლები და ვარსკვლავები არ გყავთ. გყავთ და უნიჭიერესები. მაგრამ ერთია ვარსკვლავი და სულ სხვაა შოუბიზნესისაქართველოში ის ნელინელ ვითარდება. თუ ქვეყნის განვითარების ტემპებს გავითვალისწინებთ, მალე ამ სფეროშიც იქნება გარკვეული პროგრესი.

- დაიპყარი კიევი, დაიპყარი თბილისი, ახლა რომელიმე სხვა სახელმწიფოს დედაქალაქი ხომ არ გაქვს მიზანში ამოღებული? ხომ არ აპირებ სხვაგან წასვლას?

დავიპყარი?! (იცინის) წინასწარ არ მიყვარს შორს მიმავალ გეგმებზე საუბარი. საქართველოში ერთი კარგი ანდაზა მოვისმინეგინდა გააცინო ღმერთი მოუყევი მას შენი გეგმები“-. არა. არამგონია ჯერ რაიმე მასეთი გადაწყვეტილება მივიღო, მითუმეტეს რომ საქართველო ძალიან შემიყვარდა. როცა ბუბა კიკაბიძეს შევხვდი იცი რა მითხრა? ქართველები ძალიან უჩვეულო ხალხი ვართო, ჩვენ ან გვიყვარს ვინმე, ან არაო. შენ კი იმდენი მოახერხე ამ მცირე დროში რომ თითქმის ყველას შეაყვარე თავიო. მე ამას ვგრძნობ და ვამაყობ ამით. და როცა უცხო ხალხმა ხალხმა ასე გაგიღო გულის კარები და შეგიყვარა, ამ სიყვარულის მიტოვება არანაირად არ ივარგებს და არც მე გავაკეთებ ამას.

- შენი ბათუმში ყოფნის ამბავი შენმა პროდიუსერმა მამცნო. ისიც მითხრა ახალი სიმღერაც თან ექნება და იქნებ რაიმენაირად ეთერში პრეზენტაცია გაუკეთოთო. ასე ჩუმად ჩამოდი ბათუმში? გამოიპარე?

- ხო, ასე გამოდის. მაგრამ ვერ გამოვპარულვარ. მინდოდა დამესვენა, გამომეძინა. ძალიან მიყვარს ბათუმი. ამ ქალაქს ააქვს რაღაცნაირი ხიბლი. მართალია წვიმა დამხვდა, მაგრამ ამ წვიმამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩემს განწყობაში. სანამ აქ მოვიდოდი, დაახლებით ორი საათით ადრე სიმღერა დავწერე ...

- სიმღერა? ანუ ბათუმურმა წვიმამ კიდევ ერთი სიმღერა დაგაწერინა?

- ხო, აი ასე უეცრად მეწვია მუზა და სიმღერაც დაიბადა, უმალ გადავურეკე ჩემებს და ვუკარნახე. ყველას ძალიან მოეწონა. ახლა ერთი სული მაქვს როდის ჩავალ და მივხედავ. ბათუმს რაც შეეხება როგორც გითხარი ძალიან მიყვარს. იმდენად მოხიბლული ვარ რომ ყველგან მასზე ვყვები. ჩემე მეგობრებს იმდენს ვესაუბრები ბათუმზე რომ  მოვდივართ და საკუთარი თვალით უნდა ვნახოთ რა არის ნეტა ასეთიო - ამბობენ. მეტსაც გეტყვი, მე ყოველთვის ვოცნებობდი რომ ჩემს მშობლებს ქონოდათ სახლი ზღვის პირა, სადაც ისინი დასასვენებლად ჩამოვიდოდნენ. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა.

- და ეს ოცნება მალე ახდება?

- ვნახოთ. აბა რა ოცნებაა თუ არ ახდა?!

- მოდი შენს სიმღერებს დავუბრუნდეთ. შენი პირველი სიმღერა мама, я люблю грузина   იყო. საკმაოდ კარგად გათვლილი პიარ სვლა და თავად სიმღერაც როგორც ვთვქი ძალიან კარგი გამოვიდა. შენი ახალი სიმღერა კი, ის კი არა ბათუმურმა წვიმამ რაც დაგაწერია და რასაც მერე რაღათქმაუნდა აუცილებლად ავაჟღერებთ კიდეც ჩვენთან. აი ეს, რაც ახლა მოგვიტანე, სულ სხვანაირად ჟღერს. - не грузи меня грузин - რას ნიშნავს ეს? უკვე დაიწყოგრუზვისმომენტი?

- არაა, არანაირად ( იცინის ) შენ ხომ ხმოლოდ სათაური იცი. სიმღერა კი სულ სხვაა не грузи меня грузин, ты самый лучший из мужчин ... და ყოველივე ამის შემდეგ შენ ისევ იტყვი რომ ტექსი არ მოგწონს? (იცინის)

- არა, უკვე მომწონს, ასეთი ტექსტი მომწონს.

- ხოდა სწორეთ ასეთივეა ეს სიმღერაც, კარგი.

- ძალიანაც კარგი, მაშინ იქნებ ისიც მითხრა როდის იქნება შესაძლებელი შენი მოსმენა ბათუმში?

- ამ ზაფხულს უკრაინელი მომღერლების მონაწილეობით ძალიან საინტერესო პროექტს ვგეგმავთ . ასე რომ საინტერესო ზაფხული გველის წინ.

- მშვენიერია. მაშინ დროებით აქ შევჩერდეთ და ზაფხულამდე არც თუ ისე დიდი დროა. იმედია მალე ისევ გიმასპინძლებთ

- აუცილებლად. მე ძალიან მომწონს რადიო და მალე კიდევ ერთი, ოღონდ ამჯერად რადიოპროექტის ჩაშვებას ვაპირებთ. ასე რომ მალე კოლეგებიც ვიქნებით.

- ძალიანაც კარგი. ეგ კიდევ უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის. თუმცა იმასაც დავამატებ რომ შენი სილამაზის რადიო ეთერს მიღმა დამალვა უბრალოდ დანაშაულია. ბატონებო და ქალბატონებო. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ ივანნა მელაი. არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი მომღერალი რომელმაც უკვე დაიპყრო კიევი და თბილისი. ახლა კი ჯერი ბათუმზეა. ივანნა, ბათუმი გელის. „

როცა ინტერვიუ დასრულდა და სტუმარიც გავისტუმრე სტუდიასთან ჩემი ორი თანამშრომელი დამხვდა ატუზული. აი ისე, შთაბეჭდილების ქვეშ რომ ხარ და სახეზე ღიმილი დაგთამაებს. თითქმის ორთავემ ერთხმად - რა კარგი გოგო ყოფილა ივანნა ?!

ეს ტექსტი რომ გადავიკითხე მივხვდი რა ძალა აქვს რადიოს და ხმას. სულ სხვაა ამის რეალში მოსმენა და სულ სხვა მშრალი სიტყვების ამოკითხვა

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]