Такие пилоты как Вы, на улице не валяются, О! - მაღალი, გამხდარი, მხრებში ოდნავ მოხრილი, ულვაშა, წარბებამდე ჩამოფხატული კეპკა და ძალიან სევდიანი თვალები. В красной рубашке - профессор Хачикян ... თუმცა ეს მანამდე ერეოდათ სანამ მიმინოს არ გაიცნობდნენ. სანამ პოპულარობა, ცნობადობა, დიდი სიყვარული და აღიარება მოვიდოდა.
დღეს ბუბა კიკაბიძე იუბილარია. რადიოს გადაცემისთვის, რომლის პროდიუსერიც ვარ, ინერვიუ მონდოდა მასთან. ჩემდაბედად გონიოში ვარო მითხრა და მეც გონიოსკენ გავეშურე. სულ სხვაა როცა ადამიანს, მის შემოქმედებას შორიდან სცემ თაყვანს და სულ სხვაა როცა მასთან პირისპირ დგეხარ და ასობით დაგროვილი კითხვა და ათასობით კომპლიმენტი ერთად გიტრიალებს თავში. ბევრ ცნობილ ადამიანთან ჩამიწერია ინტერვიუ. მაგრამ ასეთი ლაღი მოსაუბრე როგორიც ბატონი ბუბა აღმოჩნდა ძნელად მახსედება. საუბრობ და ისეთი შეგრძნება გაქვს რომ ამ კაცს მართლა დიდი ხანია უკვე იცნობ. თან ძალიან კარგად.
დავსხედით მაგიდასთან, სიგარეტს მოუკიდა, ნაპასი დაარტყა და გვკითხა "აჭარის რადიოა ეგა? მაშინ დავიწყოთ!" და დაიწყო...
სულ რამოდენიმე კითხვა დავუსვით, მეტი არც დაგვისვამს. რატომ? იმიტომ რომ თავად ყვებოდა საოცრად კარგად, უბრლოდ სიამოვნება იყო მისი ისტორიების მოსმენა. კითხვა აქ ზედმეტია, აქ მთავარი თქხრობაა. რადიოთი ეგ გადაცემა უკვე გავიდა. მინდა თვქნც მოგასმენინოთ. გადაცემა არა, ბატონი ბუბას მიერ მოთხრობილი ისტორიები.
ხოდა მოდით, მოგვისხედით გვერდით და დავიწყოთ.
დავიწყოთ სულ თავიდან.სულ...
გახსოვთ სიმღერა "მეფაიტონე". რაღათქმაუნდა გახსოვთ. მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ამ სიმღერას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად.
კიდევ ბევრი საინტერესო ისტორია დარჩა მონტაჟს იქეთ. ქრომონეტრაჟი ძალიან ვერაგი რამაა. მაგრამ მიმინოს და არ დაიდარდოს გარეშე აბა როგორ!?
საინტერესო ფაქტია. სომხეთში უფრო მეტი ძეგლი დაუდგეს მიმინოს ვიდრე საქართველოში. სანუგეშოდ ის შემიძლია ვთქცა რომ ჩიტო-გვრიტოს აქ უფრო ხშირად მღერიან ვიდრე სომხეთში. ხოდა სწორედ ამ სიმღერის შექმნის ამბავი მინდა მოგასმენინოთ. სიმღერის იდეა თავად გია დანელიას მოუვიდა და ბატონ ბუბას დაურეკა:
სიმართლე გითხრათ ძალიან გაგვიძნელდა ბატონ ბუბასთან ინტერვიუს დასრულება, წერტილის დასმა. ძალიან მინდოდა კიდევ მოეყოლა რამე. მაგრამ გვახსოვდა რომ ჩვენს გარდა კიდევ ათასი საქმე ქონდა. დაბადების დღის მოლოცვა და მისი ხილვა იმდენ ადამიანს სურდა რომ მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა. ჩვენც იძულებულნი გავხდით ინტერვიუ დაგვესრულებია და წამოვსულიყავით.
გარდა ამ ჩანაწერისა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ათას რამეზე, გავიხსენეთ და განვიხილეთ მრავალი რამ. ბოლოს კი აღმოვაჩინე რომ კიდე ძალიან ბევრი დარჩა ბატონი ბუბასათვის სათქმელიც და საკითხავიც. იმედს ვიტოვებ რომ კიდე ერთხელ მომეცემა მასთან საუბრის საშალება.
რადიო გადაცემაში ეს უკვე გავაკეთეთ. ახლა კი აქაც კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ვახტანგს დაბადების დღეს. ჯანმრთელობას გისურვებთ ბატონო ბუბა. დიდხანს სიცოცხლეს თქვენი ოჯახისა და მილიონობით თაყვანისმცემელთა გულის გასახარად. ჩვენ ისევ ველით თქვენს მიერ შესრულებულ ახალ როლებსა და სიმღერებს. ბოლოს კი ბატონი ბუბას მიერ ნათქვამ ერთ ძალიან საინტერესო ფრაზას გავიხსენებ. ერთ ინტერვიუში სადაც ის თავის საყვარელ თბილისს ეტრფოდა, ძალზედ საყურადღებო რამ თქვა
“მინდა ჩვენი ქალაქის ზნეობრივი კონსტიტუცია, საუკუნეების წინ რომ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მისხლითაც არავის უკადრებია შესწორება, ახალგაზრდობამ მარადიულ ფასეულობად აღიაროს. მაშინ კი, მგონი, მართლაც მშვენიერი იქნება ცხოვრება-ო „
დიდხანს იცოცხლეთ ბატონო ბუბა.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!