|
ჭოროხის შესართავთან |
მშვენიერი დღე იყი. ზომიერად ცხელი და ისეთი, კარგი განწყობის შემყურეს მოყეჭებული სამოძრაო მარშრუტი რომ აღარ გაკმაყოფილებს. ველო ბილიკი შემომელია. აეროპორტისკენ მიმავალ გზას გავყევი და ... ცოტა ხნის შემდეგ ჩემს წინ ჭოროხი იწვა.
|
ჭოროხის შესართავი |
თუ ეგვიპტელები ნილოს აღმერთებდნენ, ხოლო ინდოელები განგს, ბათუმელებმა და არა მხოლოდ ქალაქელებმა სათანადო პატივი უნდა მიაგონ ჭოროხს. რომ არა მის მიერ საუკუნეების განმავლობაში მთებიდან ჩამორეცხილი სილა და ქვაღორღი, დღეს ბათუმი ყოფილი "ლენინგორის" ქვემოთ დამთავრდებოდა. ძლიერია ჭოროხი, ძლიერი და ლამაზი
|
აქ უერთდება ჭოროხი ზღვას
|
იყო დრო როცა პონტოს ქვინოსი ჯერ კიდევ მოუწვდომელი სივრცე იყო ბერძენთათვის და ბოსფორის ყელი არც აპირებდა გახსნას.. ჯერ კიდევ მაშინ მიერეკებოდა ქვაღორღსა და მტკნარ წყალს მტკნარ "შავ ზღვაში". მაგრამ ეგ როდის იყო. ახლაც მიედინება ჩვეულად, მაგრამ ამ ნირშეცვლილ მარილიან ზღვას დიდი ხალისით ვეღარ ერწყმის.
|
ჭოროხის და შავი ზღვის შეხვედრის ადგილი |
შორს შავი ზღვა ჭირვეულობს. ქვემოდან ჭოროხი არ თმობს. მათ ჭიდილში კი იქმნება ნაპირი... თუ ზღვა დათმობს ნაპირი დიდდება. თუ ჭოროხი - ზღვას მიაქვს წამში წლობით ნაზიდ-დაჯაფი ნაპირი და ის რაც ნაპირზეა
|
ერთ-ერთი კუნძული. როგორ ვოცნებობდი ბავშვობაში ასეთ პატარა კუნძულებზე...
შენი პატარა კუნძული რომ გექნება, ერთი დღით, მაგრამ მაინც. შენ თავად რომ იქნები ამ კუნძულის გუბერნატორიც, მეკობრეც, კოვბოიც, ინდიელიც და რავიცი კიდე რას გასწვდებოდა ბავშვური ფანტაზია...
|
|
ზაფხულია ცხელა ცხელა |
მართალია ახლა ძალიან გართულნი არიან წუწაიბით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამათაც ექნებათ საკუთარი კუნძული და ესენიც იქნებიან ამ კუნძულების გუბერნატორ, ინდოელ, კოვბოი, მეკობრეები...
შადრევნების თამაშიც ცქერაში ისე გავერთე რომ შემომაღამდა კიდეც. ჩამავალი მზის შუქზე აცეკვებულ შადრევანს კი სულ სხვა ხიბლი აქვს.
|
მზის შუქზე ათამაშებული შადრევნები |
დღის ბილიც მოახლოვდა. რას იზამ. კარგი ღოღიალი გამოვიდა. დიდი მადლობა ჩემს ბორბლებიან ცხენს, ჩემს ველოს. რაღაცნაირად ბავშვობაშიც ვიმოგზაურესავით.
|
დიდი, კაშკაშა, მხურვალე
|
|
მე ...... დაისი. ესეც დღე დასრულდა ... |
ძალიან მომეწონა ფოტოები! :)
ReplyDelete