Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბოლო გაჩერება

ბოლო გაჩერება
დღეს მატარებლით ვიმგზავრე. ვერ გეტყვი რომ სასიამოვნო იყო ეს. ვერც იმას გეტყვი რომ მზად ვიყავი ასეთი მგზავრობისთვის. არა, მართალია ნებისმიერი მგზავრობა რაღაც თავგადასავალს თავისთავად გულისხმობს. მაგრამ ... ჩემთან ერთად მგზავრობდნენ უცხო ადამიანები, თავიანთი დარდით, სიხარულით, ტკივილითა და თავიანთი ისტორიით. ჩვენ უბრალოდ ერთ სადგურზე მოვხდით, ერთ ბაქანზე და ერთ ვაგონში...




რამდენჯერ ყოფილა, როცა სხვის ისტორიას ვისმენთ და აღშფოთებულებს გვითქვამს " რაო? ეს როგორ... მე რომ მანდ ვყოფილიყავი...", ხო, აი ეს ფრაზა "მე რომ მანდ ვყოფილიყავი". ამ ფრაზას ათასი ვარიაცია მოყვება, ათასი სცენარი. თუმცა შედეგი ამ მომეტში რაღათქმაუნდა სულ სხვაა ვიდრე ვიღაცის მიერ მოთხრობილი ამბის. "მე რომ იქ ვყოფილიყავი ასე არ მოხდებოდა".


არც ახლა მოხდებოდა რაიმე განსხვავებული. ამ ვაგონის, თავისივე სამყაროში ჩაკეტილი, ყველა მგზავრი ალბათ თავიანთ ბოლო გაჩერებამდე ასე მშვიდად და წყნარად იმგზავრებდნენ რომ არა ის ორი ... ის ორი, რომელბმაც ამ პატარა ვაგონის ეს მთელი, მშვიდი და ნეტარი სამყარო თავდაყირა დააყენა...


ყველაფერი თითქოსდა უკბილო ხუმრობით დაიწყო. ვაგონის კუთხეში მიმალული, მძინარე ბომჟის "პისტონით" გამოფხიზლება სცადეს... არ გამოუვიდათ ... ოინი არ გამოვიდა... მოდი კიდევ ერთხელ... ოღონდ ამჯერად ეს "პისტონა" ყურში, ცხვირში და თითებში გავურჭოთ და ვნახოთ გაიღვიძებს თუ არა როცა ისინი აფეთქდებიან...


და აი შეკითხვაც რომელზეც უკვე შენ უნდა უპასუხო. რას იზამდი შენ ამ ყველაფრის შემხედვარე?! ჩაერეოდი? შეაჩერებდი? ხელს შეუშლიდი? რათქმაუნდა პასუხი იქნება კი... "კი" ხო?! ხომ "კი"?! ეს ხომ არც შენი ნათესავია, არც მოკეთე, არც მეგობარი... მაინც "კი"? ... სამწუხაროდ ასე ამ ვაგონში მხოლოდ ერთი ფიქრობდა და ისიც მანამ, სანამ ამ ორმა არ შეაცვლევინეს აზრი... არადა სხვასაც რომ ასე ეფიქრა... სხვასაც რომ დაევიწყა სხვისი ჭირის ღობეს ჩხირობა ეს ამბავიც აქვე დასრულდებოდა ... მაგრამ რაკი ეს ჩვენ არ გვეხებოდა... ზრვავი დაიძრა და ნელინელ იკრებდა ძალას ...


"არაფერია, იუზრდელებენ და წავლენ", "მე რატომ უნდა ჩავერიო, კისერიც უტეხიათ", "ამას მე ვერ გამიბედავენ, ან რატომ უნდა გამიბედბედონ. მე ხომ ჩემთვის ვზივარ". " მე მათთან რა ხელი მაქვს, ან კიდე იმათ ჩემთან". "არავის საქმეში არ ვერევი .....

მაგრამ ის რაც არ გეხება, არ ნიშნავს რომ არ შეგეხება... და მერე უკვე შენს თავში სულ სხვა კითხვა იბადება ... " რატომ არავინ იღებს ხმას?!", "რატომ ხართ ჩუმად? რატომ არაფერს ამბობთ?"  და სულ გავიწყდება რომ ეს ყველაფერი "მათ არ ეხება!"


ხო, შენ ეს არ გეხება. ეს სხვისი ისტორიაა, სხვისი ცხოვრება, სხვისი პრობლემა, სხვისი ომი და ბოლოსდაბოლოოს... რა შუაშუ ხარ აქ შეეენ?!


შენი სიმამაცე, შენი თეთრი რაში და შენც ახლა ერთნაირად თავჩაღუნული ძოვთ ბალახს და თავის აწევაც კი არ გინდა ... ბალახი, ბალახი... მწვანე... ძოვე წყნარად...


ესენი? ესენი ხომ არაადამიანები არიან... ამათ რა უნდა ელაპარაკო... მაიც ვერაფერს შეაგნებინებ და შარის დროა? იმაიმუნებენ და წავლენ... როცა ხომ წავლენ?!


სანამ შენ არ გეხება ეს შენი საქმე არ არიის არაა... რა დროს გმირობაა... რა დროს თავგანწირვაა. არ ჯობია ჩუმად იყო. აი ისე, როგორც ქარის დროს.. ქარი იქროლებს და ჩადგება... არა? მერე რა რომ შენი გმირის ხატება შენს ფეხებთან ყრია ნამსხვრევებად. ეს უბრალოდ ცუდი სიზმარია... ეს უბრალოდ დროებითი მოვლენაა... ქარი ჩადგება და მერე შენ ისევ "გმირი" იქნები...სინდისს ეშველება, სინდის დაამშვიდებ - სამაგიეროდ თავი არ გექნება გატეხილი


მაგრამ ზვავი წამოსულია, ვაგონი მიქრის და მადაც ნელინელ მოდის. ნაბიჯი გადადგმული უკან შენს მიერ... სხვის მიერ წინ გადმოდგმულ ნაბიჯს ნიშნავს... ა, ხო. შენ ეს არ გეხება და არც მე ... ეს მათი ომია.


მაგრამ შუბლის ძარღვი თუ ბოლომდე არ გაქვს გაწყვეტილი... რაც არ უნდა არწმუნებინო საკუთარ უსუსურობასა და შიშს შენს მიერ, შენივე პირში ძალად ჩატენილი დუმილის აუცილებლობა... რაღაც, განწირული კივილით მაინც იხუვლებს შენში...
იხულვებს...
უნდა იხულვოს..
ისე არ შეიძლება...
უნდა იხულვოს თორემ შენც არაფრით იქნები განსხვავებული იმ ბოროტებისაგან რისი თანამონაწილეც ხდები შენივე უმოქმედობის გამო.


ბოლო ამოგფრქვევა, ბოლო გაბრძოლება, ბოლო გაჩერება ...


დღეს მე მატარებლით ვიმგზავრე. ვერ ვიტყვი რომ დიდად ნასიამოვნები დავრჩი ამ მგზავრობით. ჩემთვის არ იყო ეს ბოლო გაჩერება. თუმცა ეს ის გაჩერება იყო, ბაქანზე გადმოსული რომ ისევ იმ ავბედით ვაგონში მომხდარ ამბავზე იფიქრებ... და შეპარულად იგივე კითხვით როცა მიმართავ საკუთარ ვაჟკაცობას ის უკვე ოდნავი დაგვიანებით, დაფიქრებით და რაღაცნაირი სევდით. მაგრამ მაინც გიპასუხებს: " არაა, ეს ასე არ მოხდებოდა".
ღმერთმა ქნას...
მშვიდობით იმგზავრეთ!

2 comments:

  1. "მე რომ მანდ ვყოფილიყავი" igive sityvebi mitrialebda spektaklis msvlelobis dros. da martla mainteresebda me rom msgavs situaciashi agmovcheniliyavi ris gaketebas shevdzlebdi.

    ReplyDelete
  2. სამწუხაროდ რეალობა ყოველთვის სხვაა

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]