მუსიკა, მეგობრები, კარგი გარემო და კარგი ამინდი. აი ის კომპონენტები რომლებსაც ძალიან ადვილად შეუძლიათ ერთი რიგითი საღამო მშვენიერ საღამოდ აქციოს. ბათუმის პიაცა - აქ როცა ხარ რაღაც დროის მოკლე, მაგრამ სასიამოვნო მომენტში გავიწყდება რომ შენ საქართველოში, ბათუმის ცენტში სვამ ყავას (ან ლუდის). სანამ ბიჭები უკრავდნენ ჩემი ყურადღება შორიახლოს მობანცალე მტრედმა მიიპყრო. მონაცრისფრო მტრედი მთვრალივით დაბარბაცებდა და სულაც არ ლამობდა ფრთის გაშლას (ეტყობოდა რომ მთლად ჯანზეც ვერ იყო) რამოდენიმე წამში მობარბაცე მტრედს კვალად მოყვა სამი ბიჭი (დაახლოებით 10 წლის) .
ერთს (ყველაზე გაბედულს) ხელში ცელოფნის პარკის ნაგლეჯი ეკავა და მტრედის დაჭერას ლამობდა. საწყალი ყოველნაირად ცდილობდა თავის დაღწევას, გაქცევაც კი სცადა (ფრენაზე არც უფიქრია), მაგრამ ამაოდ. ნუ აწვალებთ მეთქი გავსძახე. არა, არ ვაწვალებთო მიპასუხეს დამაჯერებლად. ამასობაში ჩემი შეკვეთილი ჩაიც მოვიდა და ყურადღება მასზე და მოზომილად მოტანილ შაქარზე გადავიტანე. მაინც რა იციან ეს - მოიტანენ ერთ ლიტრ ჩაის და მონუსკულ, ორ შეკვრა შაქარს. სანამ ოფიციანტს დამატებით მოვატანინე შაქარი აღარც მტრედი ჩანდა და აღარც ბავშვები...
ერთს (ყველაზე გაბედულს) ხელში ცელოფნის პარკის ნაგლეჯი ეკავა და მტრედის დაჭერას ლამობდა. საწყალი ყოველნაირად ცდილობდა თავის დაღწევას, გაქცევაც კი სცადა (ფრენაზე არც უფიქრია), მაგრამ ამაოდ. ნუ აწვალებთ მეთქი გავსძახე. არა, არ ვაწვალებთო მიპასუხეს დამაჯერებლად. ამასობაში ჩემი შეკვეთილი ჩაიც მოვიდა და ყურადღება მასზე და მოზომილად მოტანილ შაქარზე გადავიტანე. მაინც რა იციან ეს - მოიტანენ ერთ ლიტრ ჩაის და მონუსკულ, ორ შეკვრა შაქარს. სანამ ოფიციანტს დამატებით მოვატანინე შაქარი აღარც მტრედი ჩანდა და აღარც ბავშვები...
გემრიელია ცეილონის ჩაი ... ვფიქრობდი ჩემთვის და ნება ნება ვიყნოსავდი მართლაც მშვენიერ არომატს რომელიც ცხელი ჩაიდანიდან ამოდიოდა. ამ დროს ყურთან შხუილით ჩამომიქროლა იმ ნაცრისფერმა მტრედმა და დაახლოებით ორ მეტრში მიწაზე არც თუ ხეირიანად დაეშვა. გვერდულად გამომხედა, წაიგულგულა რაღაც და წაბარბაცდა. რამოდენიმე წამში ხვეულ კიბეს ხრიგინით ის სამი ბიჭუნკელა ჩამოყვა და "აქ არის, აქ არის" ძახილში დაედევნენ მტრედს.
-რას შვებით ბიჭო რატო აწვალებთ მტრედს - გავსძახე მე.
-არა არ ვაწვალებთ - გამომეპასუხნენ ისევ
-აბა მისით გადმოვარდა მეორე სართულიდან?
- არა, კი არ გადმოვარდა ჩვენ გადმოვუშვით!- შემისწორეს შეცდომა
- ხოდა რომ გადმოუშვით იმიტომ გეკითხებით. რატომ?!
- იმიტომ რომ ფრენა არ იცის და ვავარჯიშებთ ! - ეს ფრაზა ისეთი დამაჯერებლობით მითხრეს რომ აშკარა იყო დარწმუნებულნი იყვნენ მათმიერ წამოწყებული მტრედის ფრენითი ოსტატობის ასამაღლებელი ვარჯიშების აუცილებლობაში. საიდანღაც იქვე პატარა თეთრი ძაღლი გამოქუცქუცდა და მტრედი დაყნოსა. მტრედმა - ერთი შენღა მაკლდიო და სიჩქარეს მოუმატა.
- შეეშვით მაგ მტრედს. დაანებეთ თავი. ფრენა არც მაგ ძაღლმა არ იცის და ბარე მაგას ასწავლეთ. მტრედი გამოჯანმრთელდება და გაფრინდება მისით - გავძახე მე. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ეს მტრედის ფრენის გაკვეთილებს კიდე ჩაგვიშლისო და თითქმის ერთდოულად მიაბჯინეს მზერა პატარა, თეთრ ძაღლს. ძაღლმა მგონი იგრძნო რომ რაღაც სასიკეთო არ ხდებოდა მის თავს და გაიქცა. გაიქცნენ ბიჭებიც და ბიჭების კვალდაკვალ, ჩემდა გასაოცრად წაბარბაცდა მტრედიც...
რამოდენიმე ხანი ვიჯექი მშვიდად და ვუსმენდი მუსიკას. აღარც მტრედი ჩანდა და აღარც ბიჭები. სხვათაშორიც არც იმ თეთრ ძაღლს არ "ჩამოუფრენია". მაგრამ მოვიდა სოლომონი. თუმცა სოლომონზე მერე მოგითხრობთ. ეს სულ სხვა თემაა.
ვიჯექით აი ასე და ვუსმენდით მუსიკას, ვუსმენდით ერთმანეთს, ვუსმენდით იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენს გარშემო სხვა მაგიდებთან ისხდნენ და სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ, ვუსმენდით საათის გონგს და დროც მიდიოდა ნელინელ წინ.
შემდეგ წამოვიშალეთ და წამოვედით ყველანი ჩვენ-ჩვენს სახლებში.
არა, მართლა კარგი საღამო იყო.
და დღის ბოლოს რაღათქმაუნდა ინტერნეტი...
რამოდენიმე დღის წინ მითხრეს "მოვა ახლა ზაფხული და ისევ დაიწყებ ზღვაზე, ლუდზე და ზღვის პირას სეირნობაზე წერასო". ზაფხული კი მოვა, მაგრა არ ვიცი იქნება თუ არა განსხვავებული ჩემი შარშანდელი პოსტები წლევანდელი სასეირნო სავოიაჟო პოსტებისაგან. იმედია იქნება. კი... იქნება... ხოდა მოვა მალე და მეც არ დაგზარდებით. მანამდე კი ერთ ანეგდოტს მოგიყვებით რომელიც მე დიდის ამბით დღეს მომიყვეს
გურულების ჯგუფს წაიყვანენ ამერიკაში. დაატარებენ აქეთ-იქეთ ექსკურსიაზე. ბოლოს მიადგნენ ნიაგარას. გავიდნენ გემით ახლოდან სანახავად და გიდი უყვება გემზე შეკებილთ:
-ეს გაქლავთ ნიაგარას ჩანჩქერი. მისი სიმაღლიეა ... მისი სიგანეა ...., ის წამში ..... ტონა წყალს გადმოისვრის, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია და თუ ამ გურულებს გააჩერებთ ეგება ნიაგარას ჩანჩქერის ხმაც გაიგონოთო ...
ხოდა... სავარაუდოდ ვერ გაიგონეს ;) აბა კარგად !!!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!