Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კიდევ ერთი "მშენებლობა" და კიდევ ერთი (ნეტავ ეს ის არის?!) აჩრდილი

კიდევ ერთი "მშენებლობა" და კიდევ ერთი (ნეტავ ეს ის არის?!)  აჩრდილი
ბათუმში მშენებლობების, მიშენება-დაშენება-გამოქუთვნა- ჩამონგრევების დიდი ბუმია.
ყოველ დღე ვხდები რაღაცას რაც არ იყო და ვეძებ იმას რაც იყო და აღარ არის. თუმცა ამ ბოლოს თვალი მალევე ეჩვევა, უბრალოდ მერე თუ გაგახსენდება " უი, ეგ.. აქ რომ იყო.. სად არის?!", ან კიდევ "ვაა, ეს აქ როდის მერე?".
დღეს, როცა სამსახურში მივდიოდი ერთი ჩვეულებრივი რიგითი დღე იყო. მდელოზე ბავშვები თამაშობდნენ ფეხბურთს. ვიღაცა ძაღლს ასეირნებდა, ვიღაცა უბრალოდ ბოლთას სცემდა. მაგრამ არაფერი არ ხდებოდა განსხვავებული იმ მდელოზე სადაც რამოდენიმე ხნის წინ ხან აზიზიეს მეჩეთის აჩრდილი დაქროდა, ხან მართლმადიდებლური ეკლესიის და ხანაც მაღალსართულიანი სასტუმროს. იქ, სადაც ბათუმის განთავისუფლებისთვის ომში დაღუპულ გმირთა საფლავების აღმოჩენიდან ლამის დღემდე მოყოებული "იდგმება" ხან ძეგლი, ხან ობელისკი და ხანაც ორთავე ერთად (თუმცა საბოლოოდ იქ აღმართეს ჯვარი(?). ) დღეს სულ სხვა სურათი დამხვდა.



სიმართლე გითხრათ ამ ღობემ ცოტათი გზა-კვალიც კი ამირია. ვერ მივხდი სად ვიყავი, სად მოვხვდი და რა უნდოდა ამ ღობეს იქ სადაც სამსახურიდან "ავტოპოლოტით" მომავალს მდელო მხვდებოდა. ახლა კი მდელოს ნაცვლად გალავანი ...


მე არ ვიცი რა და როგორ  დამხვდება აქ ხვალ. თუმცა ამ დროისთვის აქ აი ასეთი სურათია. იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია რა ახალი "ქმნილება" წამოიმართება იქ სადაც მშენებლობა (ნებისმიერი ობიექტის) არანაირად არ არის მიზანშეწონილი.

ისეთი შეგრძნება მრჩება რომ ბათუმი ნელინელ 90-იანი წლებში საბაჟოზე ნათესაობით ახლად მოწყობილი "ტამოჟნიკის" ათასი ზიზილ-პიპილო, რენესანს-როკოკოებით ბზინავ მრჭყვინავ ნივთებით გამოტენილ სახლს ემსგავსება... აი ის მომენტი - ფული რომ არის და გემოვნება (აკუსტიკასავით) არ იყიდება....

ხო...  წინ ნათელი მომავლისკენ ... წიიინ

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]