ძნელია ამ არსებას უბრალო ძუძუმწოვარი უწოდო. ის საოცრად მომხიბვლელი, ჭკვიანი და საზრიანია. ძუძუმწოვართა შორის ალბათ ძაღლის და კატის შემდეგ (მათ წინ თუ არა) სწორედ ის იკავებს "ადამიანის მეგობრის" ნიშას. რამდენჯერ მოვხიბლულვართ მათი, რამდენჯერ მივსულვართ დელფინარიუმში, რამდენჯერ გაგვივლია კიდეც გულში რომ ის იმდენად ლამაზი და ჭკვიანია რომ გარკვეულწილად სასჯელიც კია მისი აუზში ტყვეობაც ჩვენდა გულის გასახარად და თვალსეირად. თუმცა მათი "მომღიმარი" სახის და ოინების შემყურეს გიხარია კიდეც რომ გაქვს შანსი მათთან ახლოს ყოფნის. არ ვიცი თქვენგან რამდენს გქონიათ შანსი ღია ზღვაში მათი ხილვის ან კიდე მათთან ცურვის. ეს ენით აუღწერელი რამაა. დელფინი. არსება რომელსაც ძალიან ადვილად შეუძლია ჩვენი მოჯადოება. ლურჯი ზღვიდან ამოცურებული დელფინი - მშვენიერია.
იცით თუ არა რომ დელფინის ემბრიონი, როცა დედის მუცელში იმყოფება, ძალიან წააგავს ადამიანის ნაშიერს. იქნებ ისიც გაგიგიათ რომ არსებობს ლეგენდები, რომლის მიხედვით დელფინები ადამიანთა წინაპრები არიან, რომლებმაც უარი განაცხადეს დედამიწაზე ამსვლაზე. თუმცა ადამიანებთან კონტაქტი მაინც არ გაუწყვეტიათ. მაგრამ დღეს არა დელფინებზე, არამედ დელფინების ყველაზე კარგ და დიდ მეგობარზე ადამიანზე მინდა მოგითხროთ.
გრინდები, ასე უწოდებენ ამ ჯიშის დელფინებს. რომლებიც დანიის ნაპირებთან ბინადრობენ. დელფინებს რომლებიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან ადამიანებთან მეგობრობას...
მომაკვდავი, ალესილი კავებით დაფატრული დელფინები კუდს განწირულად ურტყამენ წყალს, ცდილობენ თავის დაღწევას. მაგრამ ამაოდ. ზურგიდან ყოველ ამოსუნთქვაზე ჰაერის ნაკადს წითელი შადრევანიც მოყვება. სასოწარკვეთილნი სიკვდილის წინ კი ისეთ საზარელ ხმას გამოცემენ... რომელიც თვითმხილველთა თქმით ძალიან წააგავს პატარა ბავშვის განწირულ ყვირილს. მათი სისხლით გაწითლებულ ზღვაში კი წელამდე შესული ვაჟები ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ მეტს, ვინ უფრო სწრაფად და ვინ უფრო ოსტატურად მოუსწრაფებს სიცოცხლეს. თუ ადრე ეს ჭაბუკის მამაკაცად ქცევისადმი მიძღვნილი ინიციაციის გარკვეული რეტუალი იყო. დღეს ეს უბრალოდ სისხლიანი სასაკლაოა. სადაც ბუნების გვირგვინი, ზნეობის მწვერვალი ადამიანი წელამდე სისხლში დგას და ეს მას უხარია. სისხლითაა გაბრუებული და მთვრალი. სხვა არაფერი შეიძლება უწოდო ამ სანახაობას....
araa es delfini, veshapia
ReplyDeleteTundac veshapi da zvigeni iyos, tavis garemoshi arian da isev chven vuvardebit, tviton xom ar modian chventan saxlshi.
Deleteდელფინია.Калдеронски дельфин (Гринд).
ReplyDeleteღმერთო, რა საშინელებაა!
ReplyDeleteსად არიან ცხოველთა უფლებების დამცველები? სად არის საზოგადოება? ეს ადამიანები ხომ არ მალავენ სახეებს. რატომ არ სჯიან? მათი ამოცნობა ადვილია. რატომ არ კრძალავენ.
რატომ.
არანაკლები სისასტიკით ვუსწორდებით სხვა ცხოველებსაც. სპილოდან დაწყებული სელაპის ნაშიერით დამთავრებული, რომელსაც დაბადებიდან 3 კვირის თავზე თავში დარტყმით კლავენ მისი თეთრი ბეწვის გამო.
ReplyDeleteამ ფაქტთან დაკავშირებით კი აი აქ შემოდით
http://www.thepetitionsite.com/1/ban-whale-slaughter-in-faroe-islands/
დავით, ეს რომ სისასტიკე და ამაზრზენია, საუბარიც ზედმეტია! თუმცა, დელფინარიუმით რომ ვამაყობთ, არც ის მგონია მე მართებული - ადამიანის გასართობად წყვეტენ თავისუფლებას და საკვების გამო ამაიმუნებენ და აპამპულებენ!!!
ReplyDeleteეგ მეც ვთქვი და დავწერე კიდეც. მითუმეტეს ისეთი პატარა დელფინარიუმი როგორიც ბათუმის დელფინარიუმია. ჩვენ უბრალოდ მისი არსებობის ფაქტი გვახარებს თორე დელფინებისთვის ის ძალიან პატარაა. მითუმეტეს 7 თუ 8 დელფინია უკვე. ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მაგალითზე რომ იყოს აშენებული - სადაც დელფინებს ვეება აუზები აქვთ კიდე ჰო. თუმცა მაინც დელფინი არარის აკვარიუმის თევზი. ისევე როგორც მეცვხარე თორმეტსართულიანის აივანზე დასამბელი ძაღლი (ცუდი შედარებაა, მაგრამ ახლოა)
ReplyDeleteსაერთაშორისო ორგანიზაციები რას აკეთებენ ამ დროს???
ReplyDeleteროგორც წესი - აღშფოთებულები არიან
ReplyDeletemoosaaklavebi ariian .. araadaamianeebii !!! fuuuf : (((((
ReplyDeleteau nervebi meshleba raa
ReplyDeletefuu magatii....
ReplyDeleteEgec diadi evropa. Barbarosebi.
ReplyDeleteVinc cxovelebc ase eqceva, is adamianad ar sheizleba chaitvalos. Ginda ususuri bavshvebi da moxucebi dauxocavt da ginda daucveli cxovelebi.