19.02.2010

არსება, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია აღშფოთება.


ადამიანი. როგორ განვმარტოთ ეს სიტყვა? პირველ რიგში რაღათქმაუნდა ის არსებაა, ძუძუმწოვარა. მაგრამ მოდით ეს განმარტებები ბიოლოგებს დავუტოოთ. ჩვენთვის უფრო მისაღები სხვა განმარტებებია, რაც სხვა არსებებზე უფრო მაღლა დაგვაყენებს: ადამიანი გონიერი, საზოგადოებრივი არსებაა რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე პოროვნებად, ინდივიდან ჩამოყალიბდა. რომელიც ეძიებს თავის ადგილს და როლს ამ ქვეყანაზე. საკუთარი მეს ძიაბაში ჩაღრმავებულმა, რელიგიაშიც და კულტურაშიც საკმაოდ დიდ შედეგებს მიაღწია, მაგრამ მიუხედავად მიღწევებისა ხშირად უჭირს მიღწეულის გაზიარება, შემენეცნება და გამოყენება.

დაბადებისთანავე ის დაჯილდოვებულია მეხსიერებით, თუმცა ამ შემთხვევაში სიტყვა მეხსიერება ათასჯერ უფრო აღემატება მის უბრალო განმარტებას. ის მიკრო კოსმოა. 
და ასე შემდეგ... გაუთავებლად. სანამ არ დავტკბებით საკუთარი თავის ქება დიდებით...
მაგრამ... მიუხედაად ამ ყველაფრისა. საკმაოდ მოკლე მეხსიერება გვაქვს. თუმცა არა! გვაქვს უნარი დავივიწყოთ ის რაც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად არასასურველი, არასასიამოვნო და ცოტა არ იყოს არაკომფორტულია. უბრალოდ იგნორირება.
ვიცით!მაგრამ არ ვიხსენებთ, შესაბამისად არ გვახსენდება, შესაბამისად არ არსებობს სანამ არ გაგვახსენებენ ან არ გაგვახსენდება.
მშვენიერი გამოთქმაა. სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. რაც კონკრეტულად მე არ მეხება მასზე რატო უნდა ვინაღვლო. ქვეყანაზე ყოველთვის ხდება რაღაც ცუდი და ყოველ "რაღაცას" თუ გადავყევი... ხო დაახლოებით ასეა. მაგრამ ის ხო კარგად გამოგვდის. უცებ შეცხადება და მერე ყველაზე მეტად რო ჩვენ გვტკივა...მერე კი," ა, ხო ეგ? კი, შოკში ვარ". და წყნარად ვართ სანამ ჩვენ თვითონ არ შეგვემთხვევა რაღაც, მერე კი ვბრაზდებით როცა "ჩვენი შემთხვევისადმი" ინტერესი ნელ ნელა ქარწყლდება... ახლა ისინი ამბობენ.. აბა ხომ არ გადავყვებიო...
არადა რამდენჯერ გვითქვამს.. ადამიანი რგორ უნდა უყურებდეს ამას და როგორ არ უნდა აღშფოთდეო.. ხოდა ეგ აღშფოთება რჩება ბოლოს ადამიანური თანაგრძნობის რეალურ გამოვლინებად.
ომი იყო და აღშფოთდა მსოფლო. ახლაც შფოთავს დრო და დრო. ისიც მაშინ ჩვენ რო შევახსენებთ.
მაგრამ კარგი, ვთქვათ ეს პოლიტიკაა და მეტ ნაკლებად სხვა განზომილებაა. მაგრამ როცა საქმე ადამიენების სიცოცლეს ეხება?
13 იანვარი. უძლიერესი მიწისძვრა კუნძულ ჰაიტზე. ქვეყანა სოდომსა და გომორს ჰგავს. ათიათასობით დაზარალებული და ჯერ კიდევ დაუთვლელი გარდაცვლილი. ხო, კი დახმარებები მაშინვე აფრინეს ყველა მხრიდან. სასწრაფორ კონცერტიც კი ჩაატარეს და იმღერეს ცრემლიანი სიმღერები. მაგრამ მალე ეს ყველაფერი დანგრეული მიწის ოკუპირების კარიკატურას დაემსგავსა. მისი აღმატებულება პოლიტიკა და ინტერესები... ისევ და ისევ ადამიანების მხრიდან. აღშფოთება ჩაცხრა. პრესა დადუმდა. ჩადგა მტვერივით. სამაგიეროდ დარჩა ლამაზი სიმღერა




ეს ყველაზე კარგად გამოგვდის. ლაზად აღშფოთება. მერე კი ისევ განვაგრძნობთ საკუთარი მე-სა და ადგილის ძიებას კოსმოსში. თუმცა რა, მეც მასეთი არა ვარ? არც მახსოვდა სანამ ინტერნეტში, კუნძულების ძიებაში განადგურებულ ჰაიტს არ წავაწყდი, არ გამახსენდა რო ასეთი ძველით ახალი წელი გათენდა სადღაც. რომ ახლა იშვიათად ისმის იქედან ამბები იმიტომ რომ უკვე აღარაა რეიტინგული ეგ ინფო და მეც აღვშფოთდი. მაგრამ ესეც მტვერივით ჩაწვება. ამათ ცხოვრებაში კი არასოდეს.



ადამიანი, არსება რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია აღშფოთება.


Комментариев нет:

Отправить комментарий

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!