როცა ტელევიზორი მხოლოდ იმაზე სუბრობს თუ როგორ შენდება
და ლამაზდება ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ის ქალაქი რომელშიც შენ ცხოვრობ. რაღათქმაუნდა
იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს სხვა ქალაქში ისმენენ და უყურებენ, სურვილი უჩნდებათ
საკუთარი თვალით იხილონ და დატკბენ ამ დიდებული სანახაობით. სტუმრობისთვის საუკეთესო მომენტი
კი რაღათქმაუნდა (ზაფხულის გარდა) ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ზეიმებია.
რათქმაუნდა, თუ არ გეზარებათ შეგიძიათ გაჰყვეთ, დაათვალიერებინოთ,
მოუთხროთ, ანუ გაუწიოთ გიდობა. მაგრამ ეს კეთილი ნების გიდობა მეოთხე და მეხუთე ჯერზე
არც ისეთი მომხიბვლელი და მიმზიდვეი ხდება შენთვის. სულმ მალე შემცირდება საექსკურსიო
მარშრუტი მოსანახულებელი ადგილებით და მალე
მხოლოდ ქუჩების მისამართებამდე და „ეს იმის გვერდითაა“მდე დავა.
ხოდა სწორედ აი ამ ბოლო მომენტზე მინდა მოგითხო. ანუ
იმის თაობაზე თუ როგორ შეიძება დაათვალიერებინო შენს სტუმარს ბათუმი სახლიდან გაუსვლელად.
თუ ნაკლებად გაგიმართლა და ბათუმის იმ უბანში ცხოვრობ
სადაც პიაცაზე მხოლოდ გადმოცემით ყვებიან ეს „ექსკურსია“ გაცილებით იოლად მოეწყობა.
ტრადიციული
მიღება-გადახვევნა-გადაკოცნა-მოკითხვა-შეცხადიება-ჩამოჯექი-ეპატარა ვჭამოთ -ამაზე დიდხანს
გაჩერება არ შეიძება-მოდი გაკოცო,ხო იცი როგორ მიხვარხარს შემდეგ დგება მომენტი როცა
სტუმარს სახლში ჯდომა დიდად აღარ ხიბლავს, ბათუმი კი იმდენად ლამაზიაო ამბობეენ.
- სტუმარს ძალიან დააინტერესებს ძველი ბათუმის მოკირწლული ქუჩების ნახვა. არარის პრობლემა. ზალიდან გაიყვანე შენს სამზარეულოში, სადაც სიდედრის და სიდედრის დაქალის დიზაინით გაგიკეთა ცოლმა რემონტი. სამოძრაოდ ძალიან ვიწროა მაგრამ როგორც ცნობილია სამზარულოში, ისევე როგორც ძველი ბათუმის ქუჩაში ერთის ადგილია. რა მოხდა თუ მეორე მხოლოდ დახლზე გადაძრომით გავა ბოლომდე. სივიწროვეა, მაგრამ დახლები ფართოა და სავსეა ათასი, თურქეთიდან გადმოზიდული ხარახურით.
- რაკი „ძველ ბათუმში ხართ“ იქვე შეგიძლია პიაცას აჩვენო. გაიყვანე შენი სახლის აივანზე, რომელიც იტალიურ ეზოში გადის და დააცადე სტუმარს... დატკბეს სილამაზით. ქვედა სართულზე მცხოვრები გიტარის მასწავლებლის და მისი მოსწავლეების ერთხმად შესრულებულ-აბღავლებულ უცხოურ სიმღერების და ლუდის ერთჯერადი ჭიქების გროვის შემყურეს ქკითხე თუ როგორ მოსწონს პიაცას პაბი. დაათვალიერებინე აივნის იატაკზე საბჭოთა მეთლახის ნამტვრევებით გაკეთებული „იტალიური მოზაიკა“. ცოლმა აივანზევე მოართვას სუმბათას ყავისაგან გაკეთებული „ამერიკანო“ და მეზობლის 12 წლის ბავშვის მიერ გუაშის საღებავებით მოთითხნილ კედელზე, სადაც ტიტლიკანა ქალები და კაცებია დახატული, უთხარი რომ ეს ბუღაძისაა (ნახატი თუ არა, ბავშვი მაინც) მოეწონება. ამასობაში წინა მეზობლის გუგულიან საათზე ცხრა საათიც შესრულდება, აივნის კარები გაიღება და თავწაკრული, გრძელტოტა ნიფხვით და ხალათზე შემოკრული შალით შემოსილი ლამზირა დეიდა (სიმღერა „ბათუმს ქათქათას“ ღიღინით) და ხუსეინ ბიძა გამობრძანდებიან... პაბში აბღავლებულთ გადასძახებენ „ენეევ, გასკდა ჯო თავი, გეყოთ ახლა და გეეთრიეთ სახლებში ჯოო“. დემოსტრაციულად მოავლებენ ეზოს თვალს და ისევ დაბრუნდებიან სახლში. სავარაუდოდ ღამის 12 საათამდე.
- რაკი „ძველ ბათუმში“ ტრიალებთ, სტუმარი ნებისმიერ შემთხვევაში გთხოვთ „ალის და ნინოს“ მონახულებას. ნუ დაიზარებთ მიიყვანეთ თქვენი საძინებლის ფანჯარასთან და გაახედეთ მოპირდაპირე მხარეს, თქვენი მეზობლის, ნინოს საძინებლის ფანჯრისკენს. სადაც, თვალთვალის მოყვარულთა გულის გასახარად, უკვე ერთი წელია ვითომ ქირით ცხოვრობს უვიზო რეჟიმით კმაყფილი ვინმე ალი. საღამოს დადგომისთანავე იწყებენ ერთმანეთის გარშემო ტრიალს და ... მეზობლების ათასგზის თხოვნის მიუხედავად ვერაფრით ისწავლეს ფარდების ჩამოშვება. თუმცა მათი ყურება მალევე ბეზრდება ყველას. რაღაც ძალიან უემოციოდ "ტრაიელებ".
- თუ არ დაიზარებ სტუმარი ევროპის მოედნისკენს წაიყვანე. გზად შვილის ოთახი გაიარე სადაც ბავშვის მიერ ლეგოს კონსტრუქტორებიდან დისნეის ციხეკოშკად აწყობილ-მორთულ-მოკაზმული ბაბუაშენის ძველი „პისმენი მაგიდა“ შეგხდება რომლის უჯრაშიც ადრე წითელ თუმნიანებს ინახავდნენ. მაგიდა მაგიდად მაინც აღარ ვარგოდა და გაერთოს ბავშვი. აქვე, ფანჯრიდან რომელიც უკვე ქუჩაზე გადის, ძალიან კარგად მოსჩანს მეზობლად დასახლებული, საბერძნეთში განათხოვარი და მერე მომვლელად ნამუშევარი, მსუბუქ ყოფაქცევაში შენიშნული ქუთაისელი მედიკო, რომელიც კლიენტებს აღმართულ ხელში მარჯვედ დაჭერილი ტაბურეტით ემუქრება.
- დრამატული თეატრით თუ დაინტერესდა, ცოტაც გადაიზნიქეთ ფანჯარაში ცოტა გვერდით გაახედე შეიძლება ნაძვისხესავით მორთული ტამოჟნიკის სახლიც დაანახო. ისიც ასეა ოქროში და კოლანადებშია. მასაც ორი გაკრეჭილი პუდელი ყავს სახლის წინ და მასაც წელიწადში მხოლოდ სამჯერ ყავს სტუმრები. მის წინაც თუ გაგიმართლად შეგიძიათ გაპათოლოგებული ალკაში ბერძენი მეზობლის დანახვაც. რო დათვრება თივის საზვინით ხელში დედიშოილა გამორბის ტამოჟნიკის სახლის წინ, ზურგს შეაქცევს და „ზღვის მბრძანებელი ნეპტუნი ვარ არ მომეკაროთ და რისი ღირსიც ხარ იმას უყურეო“ უძახის. არადა სიფხიზლეში და ჩაცმული ოქრო კაცია.
- თუ ძალიანაც მოინდომებს გალამაზებული ბათუმის სხვა საოცრებების ხილვას. გხაიყვანე ისევ ზალაში. ამოუტრიალე მის მიერვე ბოლომდე გამოცლილი გომის არყის ბოთლი, ჩაურჭვე მისმიერვე მოტანილ „ტკბილი ქვეყნის“ ტორტში და უთხარი რომ ეს ახლად შენებული იუსტიიის სახლია. გამოაღე მაცივარი, გამოღე კვერცხები, დაადე ზემოდან ფლოსტი და უთხარი რომ თქვენ უკვე ახალ ბულვარში ხართ. მერე რა რომ შენი მაცივარი თითქმის ცარიელია, არც ახალ ბულვარია გამოტენილი. თუ სილამაზით ტკბობის პროცესი კიდე უფრო ღრმად შეიტყუებს, დასვი მაცივრის წინ, გამოაღე საყინულე, შუაში დადე გაყინული ქათმის ბარკლები და ელენე გედევანიშვილის სახელობის ყინულის სახლის შეფასებას დაელოდე.
- თუ კიდე უფრო მოიწადინებს მაღალ ხელოვნებასთან ზიარებას. გადაინაცვლეთ ისევ ზალაში, შენი უჯახის კულტურულ ცენტრში. ავტომობილის საყიდლად დაგროვილი შენი ფულით სიდედრის მიერ ჩეხური ბროლის უზარმაზარი ჭაღის ქვეშ დასვი და ცოლის გარე ბიძაშვილის ქეთოს და ზაურას ბიჭის, კოტეს ქორწილის კასეტა ჩაურთე რომელიც შენ უკვე მეათასედ გაქვს ნანახი და შენი სიდედრის მიერ მას „ქორწილის ახალი ჟანრის და ფასონის“ ტიტული აქვს მინიჭებული. სადაც ისეთივე წარმატებით იმღერებენ იცეკვებენ და იხალისებენ მოწვეული სტუმრები მეფე დედოფლითურთ. თუ გაგიმართლად და კაი ღამით არ გაგიწვიმდათ სტუმარი ვერ შენიშნავს რომ ოთახის რემონტზე და ჭაღზე დახარჯული ფულის ნახევარი სახურავის შეკეთებაზე რომ დაგეხარჯათ სახლში არ იწვიმებდა
- ექსკურსიის ბოლოს კი, როცა სტუმარი დაიღლება და საახალწლო ნაძვის ხის კონცერტის ყურებას მოიმიზეზებს. შემოაბრუნეთ ოთახში აბჟღვიალებული ნაძვისხისკენ. ჩართეთ თქვენი ახალგაზრდობის დროინდელი ხულიო იგლესიასის ან ალა პუგაჩოვას ტედეკა კასეტაზე ჩაწერილი სბორნიკი, აუწიეთ „სვეტამუზიკიან“ პანასონიკს და აფეთქებული შამპანიურების ფონზე მიულოცეთ მობრძანებული დღესასწაული თქვენს სტუმარს. მაგრამ აქაც ზომა წონაა საჭირო, ბევრი არ მოგივიდეთ თორემ მალე მომღერალ შადრევნებთან გელით გასეირნება.
მეორე დღეს კი აუცილებლად ჰკითხეთ .... "როგორ მოგეწონა ბათუმი ძამა!?"
კინაღამ ცოდვაში ჩადგი ფეხი იმდენი ვიცინე :) შენი მედიკოა ამხელა ფილარმონია ქალი?! ალკაში ნეპტუნიო?! ვაი, თუ გაგიგოო მერე ნახე მაგ ზღვის გაშავება :))) მოკლედ, მაგარია, პრინციპში როგორც ყოველთვის :)
ReplyDeleteმოფერებით ვუწოდე მედიკო, განა აგდებით :) ამხელა გასტროლები ქონდა .. ნაღდად არაა ასაგდები :)
ReplyDeleteგაიხარე!!! :) ნეპტუნს ერთი პოლლიტრა მოაშუშებს :)
:დდდდდდ რომ ვკითხულობდი შენი ხმა ჩამესმოდა ყურებში :დ
ReplyDeleteვაიმე დავით, მე რომ/თუ ახალ წელს მანდ ჩამოვედი არ გაბედო და მსგავსი ექსკურსია არ ჩამიტარო :დ ძველი, მამაპაპური მირჩევნია მაინც :დ
კარგი, დავუშვებ მაგ გამონაკლისს :)))
Delete