28.06.11

აჭარული ხაჭაპური 2015

აჭარული ხაჭაპური ვის არ უყვარს. განსაკუთრებით მაშინ როცა ზღვიდან მოდიხარ და ძალიან გშია. ყველაზე აქტუალური კითხვა ასე ჯღერს : "სად ცხვება ყველაზე კარგი აჭარული". ათას პასუხს მოისმენთ. იქ არა აქ, აქ არა იქ. ყველას თავისი საზომი აქვს და საყვარელი ადგილი.

20.06.11

"აპოლო" ბრუნდება

უკინოთეატრო ბათუმი მალე საავტორო ფილმების კინოფესტივალს უმასპინძლებს.  კინოფესტივალი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იხვეჭს სახელს. ქალაქში კი ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ მარილზე ჯერ კინოთეატრი "ინტერნაციონალი", შემდეგ კი "თბილისი". თუმცა ბოლოსაგან განსხვავებით "ინტერნაციონალს" აღადგენენ. უფრო სწორედ კი ინტერნაციონალამდელი აპოლოს, საქართველოში არსებული პირველი სამი კინოთეატრიდან ერთ-ერთის რეიკანრაცია მოხდება.

ძმები ლუმიერების მიერ 1895 წელს საფრანგეთში, თეთრ ტილოზე ნაჩვენები მოძრავი საოცრება, რომელმაც აღაფრთოვანა კაცობრიობა. 1896 წელს უკვე თბილისს აოცებდა. ცოტა არ იყოს მშურს კიდეც. საფრანგეთში ჯერ არ "გაციებული" სენსაცია სულ რაღაც ერთ წელიწადში უკვე ქართველ მაყურებელს აკვირვებდა და ეს 115 წლის წინ.

18.06.11

ერთი დღე და ნორმალურად.

მოკლედ... ვნახე და... ცოტათი მეწყინა კიდეც. სარეკლამო რგოლმა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა ვიდრე საათზე მეტი ხნის ლოდინმა.. "ჰე, ახლა იქნება ის... აის ის რაც აქამდე ნანახს გადაწონის და ამოქაჩავს"... მაგრამ ამაოდ.  თუ რამოდენიმე "საკვანძო" მომენტს არ ჩავთვლით, მაგალითად :

16.06.11

ნაშუადღევს დაწყებული პოსტი

ბიკინები, სტეინგები, "რაზნიცა"- "ბეზ რაზნიცა". ტეკილა, ლუდიში "ჩაკიდული" არაყი და მკლავზე გადაკიდებული თავი. ბურბონი, ზოლიანი ზვიგენი, ბიანკო, ბაკარდი, სისხლიანი მერი, დაელამებული მარი და მოკისკისე ლენა. დინამიკებიდან ბასების ნაკადს გამოყოლილ მუსიკას აყოებული მადიანი თეძოები და ორ თითშუა მოქცეული მხრჩოლავი სიგარეტი.



"ვაა, შენ მთვრალი რა კაი ტიპი ხარ!? - ხო მთვრალი რომ ვარ შენც კაი ტიპშა ხარ!"

ზაფხული. თუ გაზაფხული სიყვარულისთვის, შემოდგომა რომანტიკისთვის ხოლო ზამთარი სევდისთვის შეიქმნა. ზაფხულში არის რაღაც უაზრობის, დროებითი უპასუხისმგებლობის, თავისუფლების, "ერთი მაგის დედაც ვატირე, რატომაც არა"-ს საკმაოდ გაურკვეველი ნაზავი.

12.06.11

ბათუმში ცოფიანი ფასების სეზონი იწყება !!!

ისე გემრიელად წვიმს... ამ ხმაზე ჩაძნება დიდი სიამოვნებაა. მაგრამ ამ ხმის ავტორის გამო დღეს არც მწვანეში ლუდის სმა, არც ზღვა და არც ველოსიპედით გასეირნება შედგა. ხოდა შესაბამისად ჩაძინება ის ერთად ერთი სასიამოვნო პროცესია რომელიც მისი თანხლებით მოსახერხებელია. ( წვიმაში სირბილი, სიმღერა და გუბეებში ტყაპუნი? - მაგას ან ალკოჰოლური, ან ემოციური, ან კიდევ სხვა რამ მამოძრავებელი მიზეზი უნდა. ასე რომ ჯერ პას). ისე მშვიდი დღე იყო. სამსახურშიც შედარებით სიწყნარე. მეც დრო ვიხელთე და ბლოგების თვალიერება დავიწყე. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ამ სასიამოვნო პროცესისთვის არ მიმიმართავს. სამსახურრრ. ხოდა მივმართე. ყოჩაღ თქვენ. კარგი რამეები გიწერიათ. (როგორც ყოველთვის). ბოლოს ბაბისას ბლოგს შევუარე. ვერ შემდგარი უიკენდის ამბავი დამხვდა. სიმართლე გითხრათ უიკენდი ჩემი სამსახურის გრაფიკის შემხედვარე უკვე 8 წელია არ არსებობს. არის უბრალოდ თავისუფალი დღე (ჰა ჰა დღეები). შესაბამისად ასე საშაბათ-კვირაოდ გასვლა არასდროს დამიგეგმავს. უფრო სწორედ იცოცხლე იმდენჯერ დამიგეგმავს.. უბრალოდ არ გამოდის. არა, ვერა, ნწ. ზოგი იტყვის ახლა "რა გენაღვლება, ბათუმში ხარ. გადი ზღვაზე და ეგარი"სო.  მართლა მხოლოდ ეგ რომ იყოს კარგი იქნებოდა. ცოტა მეტი მრავალფეროვნება-ც კარგია ჯანმრთელობისთვის.

10.06.11

ლუდი მწვანეში, დაბ.დღე ჰამბურგში, ვაშლი სირბილში და მზეც ჩავიდა


ხოდა, ისევ მწვანე ბარი. ჰორიზონტზე მზე ჩადის. ჩემში ცივი ლუდი იღვრება. ყურში წყნარი მუსიკა. ბულვარის გაღმა  ნაპირზე ექსკურსიით ჩამოსული, მზისგან აწიფინებული ბავშვები დატანტალებენ ტრუსებში. ჩემს მზის ქოლგას გვერდზე მაგიდასთან მსხდომი საკმაოდ ჩაპუტკუნებული ოჯახის არანაკლებ ჩაპუტკუნებული ბავშვი ეჯაჯგუნება ხაჭაპურით ხელში. მშობლებს არ სცალიათ. დედა ირუჯება მამა ჭამს. ვერა და ვერ შემოვდენე ჩემს ნოუთბუკში მაგთინეტი. ეტყობა ჯეოსელობას აქაც არ თმობს. ქვემოთ ვიღაცის დაბადების დღეა. მღერიან... სავარაუდოდ ტორტი შემოუტანეს. ოო დაბადების დღე. გამახსენდა ამასწინანდელი ამბავი

08.06.11

Орёл и решка

მიყვარს მოგზაურობა, ხეტიალი, აღმოჩენები და მითუმეტეს ასეთი ტიპის გადაცემები სადაც ყოველივე ამაზე საუბრობენ. მითუმეტეს ვინტერესდები  თუ საქართველოზე იღებს ვინმე რამეს. ეგრევე დიდ გამადიდებელ ლუპას ვიღებ და აბა... მიდი მომიყევი რა ნახე და როგორ შეაფასე!? ეს იმას გავს - საკუთარ შვილზე რომ უყვებიან მამას, ქათინაური სიამოვნებს. ოდნავ გადაბრუნებულ სიტყვაზე კი ცეცხლივით ინთება... მაგრამ მერე ეგ აფეთქება გადის და დასკვნების კეთების დრო მოდის. ყოველ შემთხვევაში ამ მსუფუქ. ცოტა არ იყოს უგზოუკვლოდ მოხეტიალეებზე გაკეთებულ გადაცემას მაინც დავდებ აქ. რა ვიცი. იქნებ თქვენც დაგაინტერესდეთ.



06.06.11

გარეცხილი ბალი და ორი ბორბალი.

ფრთხილად. გარეცხილი არარის!!!
დღე იყო ჩვეულებრივი. თუმც რამოდენიმე მნიშვნელოვანი დელატი, როგორც მამიდაჩემის გამომცხვარ კექსს ქიშმიში, მაინც ერია. მაგალითად ის რომ რენე ჰარლენმა130 ცალი ხინკლით ჩასკდა დილის 4 საათზე. შერონ სტოუნმა თბილისის ძველი უბნები დაიარა, ხილით მოვაჭრესთან მივიდა, ბალი აიღო და ის გააკეთა რამაც მთელი ქართული მასმედია აღაფრთოვანა... ჰოი საოცრებავ, სტოუნმა ბალი ჭამის წინ გარეცხა ხალხოო, წარმოგიდგენიათ? აი თურმე რა გვაკლდა, აი თურმე რატომ არ გვიღებენ ნატოს კარს. ბალს ჭამის წინ გარეცხვა უნდა? არა რაა, რა უცნაური ახირებები აქვთ ამ ვარსკვლავებს... საწყალი ენდი გარსია კი სადღაც დაჩანჩალობდა. არადა არც არავინ დაინტერესებულა სად დადის ეს კაცი, რას შვება, ეგებ გაურეცხავს ჭამს რამეს.. თუმცა ვის ახლოსვდა გარსია როცა ბალის მრეცხავი სტოუნი დადიოდა ქუჩებში... ისე ეგ ისეთი ტუტუცია ჭამის წინ ხელების დაბანასაც იკადრებდა... მაგრამ სტუმარია მაინც და ბოლომდე არ ჩაეძიეს ჟურნალისტებმა...

04.06.11

საღამო


მშვენიერი ამინდი. სწორედ ისეთი - მისი სათანადოდ არ გამოყენება დანაშაულის ტოლფასი რომ შეიძლება იყოს. მზით გამთბარი ტერასა და ზღვა. სიმართლე რომ გითხრათ, როცა ასე, ყოველდღიურად ხარ მის სიახლოვეს, რაღაცნაირად ეჩვევა თვალი. ისიც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება როგორც სახლში, კედელზე თქვენი საყვარელი სურათის ხილვა. იცით რომ ძალიან მაგარი ნახატია, ძალიან გიყვართ, მაგრამ ის აქარის უკვე 20 წელია და დარწმუნებული ხართ რომ კიდევ დიდხანს იქნება... თუმცა ამაზე არც ფიქრობთ. ის უბრალოდ არის. ისე, ზოგჯერ თუ მიაჩერდებით და გაგახსენდებათ... უფრო სწორედ კი გაიხსენებთ. ან სულაც ვინმეს დაიმოწმებთ. ხოო.. მართლა რა ლამაზია არა!?..

01.06.11

ნაგავი!? გვაქვს არ გვინდა !!!


კომუნიზმი დუღს. გურული ქალაქშია ჩასული სტუმრად. მასპინძელმა- გავალ პურს ვიყიდი და მოვალ-ო. მასპინძლის არყოფნაში "ნაგვის მანქანამ" ჩამოიარა, ეზოში გააჩერა და „ნაგავიიი“ დაიძახა. გურულმა გამოაღო ფანჯარა და გასძახა „არ გვინდა ძამა, აქვენ აგენს კაი გაყოლააა!!!
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...