Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"უდღეური დღეობა" + "ჭაჭა" = კარგ საღამოს

"უდღეური დღეობა" + "ჭაჭა" = კარგ საღამოს
კარგია როცა სამსახურიდან სახლში მოსული, ტრადიციულად მოადუღებ ჩაის, დაისხამ დიდ ჭიქაში, მიუჯდები კომპიუტერს და აღსარების ჩამბარებელ პირწიგნაკის ველში შეგიძლია თამამად ჩაწერო "დღეს კარგი საღამო იყო". მითუმეტეს რომ საღამო მართლაც კარგი + საინტერესო + სასიამოვნოდ საინტერესო გამოდგა.

გამომდინარე იქედან რომ ბათუმში თეატრალური ცხოვრება ოთახის კაქტუსის ყვავილობას ჰგავს და სავსებით შესაძლებელია ისე "აყვავილდეს" რომ გამოგეპარს კიდეც,
დიდის რუდუნებით ვადევნებდი თვალს შეპირებული პრემიერის მოახლოებას, ხომ არ გადასწიეს, გააუქმეს, გადაიფიქრეს ან უკვე მოახერხეს. გამომდინარე იქედან რომ დიდად მოწადინბული ვიყავი , არც გამომპარვია. გამოდინარე იქედან რომ საღამოს შვიდზე იყო დრო დათქმული და გამომდინარე იქედან რომ სამსახურიც ექვსისთვის მოვრჩი გამომდინარე იქედან რომ პლეილისტი წინასწარვე შევადგინე გამომდინარე იქედან რომ ვიცოდი წასასვლელი ვიყავი... სწორედ დანიშნულ დროს მოვხდი თეატრში. გამომდინარე იქედან რომ გამარჯობა მქონდა ბილეთის ნაცვლად და გამომდინარე იქედან რომ ჩემს "გამარჯობას" რიგის და სკამის ნომერი არ ეწერა და გამომდინარე იქედან რომ მათ ბილეთს ვინც ჩემს მერე მოვიდა სწორედ ის რიგი და ადგილი ეწერა რომელზედაც მე ვიჯექი, ბარე სამჯერ მომიწია სხვადასხვა სკამის თბობა. გამომდინარე იქედან რომ დარბაზი მოსალოდნელზე მეტად შეივსო და გამომდინარე იქედან რომ ზარმაც სამჯერ დარეკა და გამომდინარე იქედან რომ სკამებიც აღარ დარჩა თავისუფალი, იქვე კიბის საფეხურებზე ჩამოვჯექი და გამომდინარე იქედან რომ ჩამობნელდა, ფარდა განათდა და სპექტაკლიც დაიწყო ფოტოაპარატი შევმართე და ...


დაახლოებით სწორედ ასეთი "გამომდინარე აქედა"-იდან დაიწყო რასმუს ლინდბერგის პიესის მიხედვით დადგმული სპეკტაკლი "უდღეური დღეობა". როცა მსახიობთა უმეტესობას იცნობ, თავიდან უბრალოდ გიხარია მათი სცენაზე დანახვა. აკვირდები როგორ თამაშობენ, როგორ მოძრაობენ, მაგრამ არა როგორც მსახიობებს, არამედ როგორც ნაცნობს დააკვირდები ხოლმე მისთვის (შენთვის უფრო) უჩვეულო ამპლუაში ყოფნისას. მაგრამ მერე ეს ზღვარი სადღაც ქრება. შენს წინ უკვე უცხო ადამიანია და ახლა უკვე მის, შენთვის უცხო ცხოვრების პატარა ფრაგმენტებს აკვირდები... მიჰყვები... კითხულობ.


საინტერესო პიესა+კარგად მორგებული, შესრუებული, გათავისებული როლები+კარგი რეჟისურა+სათანადო დეკორაცია = ისევ ხილვის სურვილს.


კარგები იყვნენ, ყოჩაღ. მესიამოვნა. ხო, ასეა. მართლა სასიამოვნოა როცა ყოველგვარი გადათამაშების, გადამლაშების და ზედმეტი მიმიკა ჟესტიკულაციის გარეშე თამაშობს მსახიობი თავის როლს.

ყველაზე დასამახსოვრებელი მონოლოგი. თუმცა დინოზავრებზე და მაიუმუნებზეც კარგი იყო!

სპექტაკლი დასრულდა. აპლოდისმენტები, ყვავილები, მადლობები, დამსახურებული მადლობები და დაშვებული ფარდა... სპექტაკლი შედგა.

დარბაზი დაცარიელდა, ხალხი დაიშალა. ზიხარ კაფეში და მეგობრებთან ერთად თავიდან ატრიალებ ყველაფერს: "აუ ის? ხოო... და ის რა მაგარი იყო?... არა, არ მეგონა ასეთი სპექტაკლი თუ იქნებოდა". კარგია ასეთი საღამოები.

მით უფრო რომ საღამო ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვინილში, გზად ჩამოვლილი ორი უცხოელი აკრობატი სანახაობას გვირდებოდა. გვპირებოდა, გვპირდებოდა და ქართული წესის თანახმად 9-ზე დასაწყები "საინტერესო სანახაობა" ათი საათისთვის დაიწყო. დაიწყო და დაიწყო.. გაინტერესებთ რა შეუძლია ქართულ ჭაჭას!?


ხოდა ასეთი იყო 15 ნოემბრის საღამო. კარგი საღამო!

ხო მართლა. "ქუჩის თეატრსაც" გაგახსენებთ. ჩვენთან ასეთებიც ხდება

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]