Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

უცხოპლანეტელები მოფრინავენ. დაიჭირეთ თადარიგი. ან რამე მაინც დაიჭირეთ

უცხოპლანეტელები მოფრინავენ. დაიჭირეთ თადარიგი. ან რამე მაინც დაიჭირეთ
ნახევრად წაშლილი ისტორიული წარსულიდან დღემდე ადამიანი ყოველთვის რაღაცის, ან ვიღაცის მოლოდინშია. მანამდე რა იყო არავის ახსოვს, მერე იყო და წარღვნის, მერე მეორედ მოსვლის, დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების, შემდეგ ამ სიკეთეს უხოპლანეტელები დაემატნენ (ან ისევ დაბრუნდნენ რიგში). მოკედ ასეა თუ ისე, ვიკილიქსის მორიგმა გაფაჩუნებამ საკმაოდ დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ზოგს სწამს, ზოგს სჯერა, ზოგს სჯერა მაგრამ არ იმჩნევს, ზოგსაც არ სჯერა და რა ქნას. მაგრამ ასეა თუ ისე ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოსალოდნელი მოვლენისათვის. 2012 (ფილმი) ხომ გახსოვთ? იმ უზარმაზარი წყალქვშა ნავების აგება რამდენი ხნით ადრე დაიწყეს. ხოდა ახლა ორი (ზოგი ამბობს სამიო) უზარმაზარი ხომალდი მოგვდგომია და... დაფაცურდა საზოგადოება.


ღრმად პატივცემულ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ უცხოპლანეტელები ძალიან საყვარლები და საინტერესოები არიან. ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს რომ "საყვარლები არა ხვიშტი" დასაპყრობლად მოდიან და რა გვეშველებაო. ხოდა ამ ორომტრიალში საინტერესო ფაქტები ხდება. 

-აბა, მთვარე, დედამიწა ბახვის გადასახვევი.ორი ადგილი დარჩა და გავდივართ.


რაკი დასაპყრობად მოდიან და ორ თვეში ძაღლი პატრონს ვერ იცნობსო, მომრავლდა ბანკებში "კამიკაძე" მოანაბრეები, რომლებსაც 30 წლიანი ვადით გამოაქვთ უზარმაზარი თანხები და "ცხოვრებას ირგებენ".

რა გაიგო ეს ამბავი აფხაზეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ საგანგბო სხდომა მოიწვია, სადაც დაადგინეს რომ უცხოპლანეტელებთან აბხაზური აჯიკითა და მანდარინით ხელდამშვენებული ელჩი უნდა გააგზავნონ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. რა ნაურუ და რა უცხოპლანეტელები. რამოდენიმე ხნის წინ არც ერთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა მსოფლიომ. თუ მოლაპარაკება არ გაამართლებს და მართლა კაციჭამიები აღმოჩნდებიან მანდარინი და აჯიკა მაინც გამოადგებათ.

გავრცელდა ხმა რომ ისინი თავიანტი გვარის, გენის გადასარჩენად მოდიან და ადამიანებზე ექსპერიმენტების, მათ შორის სექსუალური ცდების ჩატარებას ისახავენ მიზნად. ფანატიკოსთა რელიგიურმა დაჯგუფებებმა უკვე გაავრცელეს მოწოდება "დანნო და ძმანნო, ნუ, ნუ და ნუ" მათ უკვე დაარიგეს ეთიოპიური კაუჩუკის ხის მერქნისაგან დამზადებული, მათმიერვე ნაკურთხი საცობები რომლებმაც უნდა იხსნან ჩვენი დედამიწური უბიწობა. თუმცა იგივე ფაქტი უზომო სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ფრაცქცია "ჩვენ ისევ ქალშვილები ვართ"-ის წარმომადგენელ ნანული მზიკაძისთვის. 75 წლის ნანულის აზრით მოსალოდნელია ფრაქციის დაშლა. 

რუსთავი ორი მათ გამოჩენას უეჭველი წინასაარჩევნო კომპანიის გასააქტიურებლად გამოიყენებს. "თბილისის თავზე უცხოპლანეტელთა ხომალდი ლივლივებს. მისცემს თუ არა ცეესკო მათ ხმის უფლებას".სავარაუდოთ მათ პირველი გამოჩენა მაინც გადაცემა ეკივოკში მოხდება. ისინი თავიანთ მოთხოვნებს ჩამოაყალიბებენ, ჩვენი ვარსკვლავები კი შეეცდებიან სამ ცდაში ამოიცნონ "ლა უნდათ ამ პატალებს ლააო". შემდეგ მოლაპარაკებაზე დიმა ობოლაძეს გააგზავნიან... გადმოსათარგმნელად(იმედია დიმას ისინი მაინც გაუგებენ). მერე რაღათქმაუნდა უცხოპლანეტელებთა ლიდერი THE ვანოს შოუშიც მივა ერთი ორი ტკბილი ხუმრობით და დემოკრატიის შუქურას თავის სიდიდეს მოუწონებს. იღბლიან ბორბალზეც დაატრიალებს დუტას..მარინა ბერიძისაგან დაშინებული დასტოვებს ჯეოსტარს და შედეგ ცხოვრების ამაოებითა და ხანგძლივი მგზავრობით დაღლილი პროფილსაც მიაშურებს, სადაც თავისდა გასაკვირად, თანამემამულეს აღმოაჩენს, რომელიც დივანზე დასვამს და სევდიანი სახით დაუამებს: "და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ჩვენთან მოხვედით"...

იმედი თავის სამზარეულოში მოხარშავს. პრეზიდენტის ვენახში ყურძენს დააკრეფინებს. დაკრეფილ და დაწურულს ნანუკას შოუში ექსკლუზიურად დააჭაშნიკებენ. შეზარხოშებული დოდოშკას აედევნება და ისეთ ფლეშმობ შოუს მოაწყობს რომ მეორე დღეს დოდოშკა ყოფილი ცოლების კლუბის სტუმარი იქნება. იმედის გმირში გაჩითული და ოთარ ტატიშვილთან გემოვნებიან მუსიკას ძალად ნასმენი დიდი სიამოვნებით გაეკიდება სადუნაშვილს თბილისი ლაივის გადაღებებზე. იმედის პროდიუსერები კი ახალ სერიალს "ბიჭუნა გარე თანავარსკვლავედიდან"-ს ჩაუშვებენ.

ოცდამეხუთე არხი მაესტროსთან ერთად გააშუქებს იმ აქციებს სადაც მოქალაქეები გმობენ სააკაშვილის ფულით ჩამოთრეულ, სოროსელ უცხოპლანეტელებს რომლებიც საბიუჯეტო სახრსების მითვისების მეტს არაფერს აკეთებენ. "ჩვენ არ გვინდა ხალხის ფულით ჩამოყვანილი, სტინგები, ხულიოები და უცხოპლანეტელები. უცხოპლანეტელი ვჭამოთ ჩვეენ!?" განაცხადებენ ლეიბორისტები და პირველსავე ხომალდზე აღმართავენ დოშას.

აჭარის ტელევიზია დიდი სიხარულით გამოაცხადებს რომ რეგიონს უცხოელი ტურისტების მემილიარდე ტურისტი ესტუმრა და ღია ეთერში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი მემილიარდე უცხოპლანეტელს გომარდულში სამდღიან საგზურს გადასცემს. ტურისტური დეპარტამენტი კი უკვე ამუშავებს სპეციალურ ტურებს უცხოპლანეტელთათვის, გონიოს ციხე, კოლხეთის ტორფნარი, ქემალ თურმანიძის სახლმუზეუმი და თანამედროვე არქიტექტურის სიამაყე, ქორწინების სასახლე და ბარბარეს ეკლესიასთან მდგარი "რაცხა".

არც კულტურული ღონისძიებები იქნება ურიგო. წავიყვანთ და ვანახებთ ბათუმის კულტურის ცენტრში ქეთოს და კოტეს. გავატარებთ შუშის იატაკზე. შემდეგ მოვასმენინებთ ანდრეა ბიჩელის, კრის დე ბურგის, ხოსე კარერასის სიმღერებს სოფო ნიჟარაძესთან ერთად. ერისიონი განდაგანას უცეკვებს და ბოლოს კონცერტს მგზავრების მიერ შესრულებული სიმღერებით დაშლიან.

მოკრძალებულად გვთხოვეს 'უცხო ხალხია და მაინც და მაინც ნუ დავაფრთხობთ. ხო იცით პირველი შთაბეჭდილება რამდენს ნიშნავსო" ხოდა ჩვენაც ნუ გადავყვებით მაინც და მაინც ქართველობას. მათვის ხინკლით კუჭის ამოყორვას, ყანწების თავზე დატეხვას და "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა"-ს ბღავილს. მართლა უცხო ხალხია და რას იტყვიან. ამდენი ინათლის წელი იფრინეს და "რაფერი პირუტყვებიც დაგტოვეთ ისეთებივე ყოფილხართ"-ო!? 

ბოლოს და ბოლოს თუ რაიმე ნორმალური დახვედრა ვერ მოვუწყეთ ასე მაინც დახვდეთ. როგორც აბორიგენები ხვდეიან მაღალგანვითარებული რასის წარმომადგენელს... 


6 comments:

  1. რა ამბავი ატეხეთ კაცო სტუმრები ვეღარ დამიპატიჟებია მეზობელი გალაქტიკიდან . ჩემთან არიან და შეეშვით მაგ ხალხს .

    ReplyDelete
  2. 11 საათის მერე არ იხმაუროთ. სტუმრები ვიცი მე..

    ReplyDelete
  3. მე უფრო უტყუარი მასალა მაქვს, ოღონდ რობოტების აჯანყების შესახებ :(
    http://paran0idandr0id.blogspot.com/2011/09/soon-humans-will-be-slaves-of-robots-c.html#comments
    უშუალოდ 'პირველი პირისგან' :O

    ReplyDelete
  4. სააკაშვილის ფულით ჩამოთრეული, სოროსელი უცხოპლანეტელები :D :D :D კარგად გავერთე

    ReplyDelete
  5. მოდიააან.. ისე ყველას ვინც ჩამოვიდა ცეკვითა და სიმრერით დავხვდით და. ამათმა რა დააშავეს!? :)

    ReplyDelete
  6. "უცხოპლანეტელი ვჭამოთ ჩვეენ!?" მაგარიაა:))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]