Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შენც !? N 1

შენც !? N 1

დღეს მეგობართან, ესპრესოს მორიგი დოზის დაგემოვნების დროს, ისევ მოეხსნა თავი ხურჯინს სახელწოდებით „გახსოვს“.  ოღონდ ამჯერად ცოტა სახეცვლილებით. იმიტომ რომ პატარა, სულელურ და შეუმჩნეველ მომენტებზე გავაკეთეთ აქცენტი. ბევრი ვიხალისე „პატარა სისულელეებით“ და გადავწყვიტე ჩამომეთვალა. აქაც იყოს რა... სისულელე აკლია აქაურობას თუ რა!? მოკლედ ასე. დავიწყეთ!
სიტუაციები და მოქმედებები რომლებსაც ლამის მექანიკურად, გაუაზრებლად ვაკეთებთ. სათაური საერთო შეიძლება იყოს. მაგალითად ასე დავარქვათ „ შენც!?“ ( ბრუტუს არა, ისე უბრალოდ)


· სახლიდან გასვლისას გამოეწყობი, კარებთან დალაგებულ ფეხსაცმელს იცმევ და მერე დადიხარ ამ ფეხსაცმლით ოთახში და შუქს აქრობ, ან ონკანს და გაზს ამოწმებ.
· სახლიდან გამოსული გასაღებს ბარე სამჯერ ატრიალებ. მერე რამოდენიმე საფეხურს ჩამოივლი, მაინც ბრუნდები და კარის სახელურს ექაჩები.
· სადარბაზოდან ქუჩაში გამოსულს უცებ ელდა გეცემა, ნელა აპარებ ხელს ჯიბიდან „ნეტა აქ იყოს“ და როცა ჯიბეზე ფათურით ხვდები რომ მობილური ჯიბეში გაქვს, გრძნობ როგორ მოდის მომენტალური შვება.
· როცა ქუჩაში ლამაზი გოგო ჩაგივლის. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ტრიალდები და უყურებ თუ გამოიხედაო!?
· კომპიუტერის პროცესორს ფეხით რთავ!?
· როცა უნიტაზზე ზიხარ, საქმურობისგან რამდენჯერ წაგიკითხავს დასასუფთავებელი საშუალების კოლოფზე დაწერილი ინსტრუქცია!? ჯერ რუსულად, მერე უკრაინულადაც გიცდია...!?
· თქვენს მეგობარსაც ქონდა მაჯის საათის ფორმის დიდი, ოქროსფერი ჩინური კედლის საათი ზალაში!?
· როცა დროის გაგება გინდა, იღებ მობილურს, რთავ ეკრანს, უყურებ, მერე ისევ ჯიბეში იდებ და ხვდები რომ დრო მაინც არ გახსოვს!?
· როცა პატარა იყავი გეგონა რომ მაგიდის ქვეშ ვერავინ გიპოვიდა!?
· როცა პატარა იყავი, დედას შენი ქურთუკის შეკვრისას ნიკაპი მოუყოლებია საღილეში!?
· გქონდა რეზინით ერთმანეთზე გადაბმული ხელთათმანები!?
· პატარაობისას ლოგინში წრიალისას შემძვრალხართ საბნისპირში!?
· როცა ღამით რაიმე საშინელება გელანდებოდა, გჯეროდა რომ საბნის თავზე გადახურვა გიშველიდა!?
· როცა ეზოში გეუბნებოდნენ „წადი რა წყალი მოიტანე“-ო, წუწუნებდი „სახლში რომ შევიდე აღარ გამომიშვებენო!?
· როცა ეზოში რაიმე არასახარბიელო თამაშს წამოიწყებდნენ ამბობდი „აუ, მე სახლში უნდა წავიდე, ხვალ საკონტროლო მაქვს“-ო!?
· როცა გაკვეთილი არ იცოდით და მასწავლებელი ქოთქოთობდა, იდექი თავჩაღუნული და ფიქრობდი „ცოტაც და დაიღლება“
· მაცივარს რომ გამოაღებ, ნატურალური წვენის ყუთს დაავლებ ხელს და  ცარიელი აღმოჩნდება, ისევ უკან აბრუნებ გაბრაზებული!?
· როცა ესემესი მოგდის მეათასეჯერ დასმული კითხვით, ხმამაღლა პასუხობ კი ან არას!?
· როცა ჭკვიანური ან მახვილგონიერი აფორიზმების საიტზე დაძვრები, წასაკითხათ იმ აფორიზმს არჩევ რომელიც ჩამონათვალში ყველაზე უფრო მოკლეა!?
· როცა კარებზე სადარბაზოს დალაგების ფულის ასაკრებად გადგება მეზობელი, ხმას უდაბლებ ტელევიზორს და შენაც არ ინძრევი... „სახლში არ ვართ“-ს პონტში!?
· ტელევიზორის პულტის ძებნაში ყველა ოთახს მოივლი, ბავშვს აბრალებ, ჯუჯღუნებ და მერე შარვლის უკანა ჯიბეში აღმოგაჩნდება!?
· დილით მაღვიძარას დარეკვამდე იღვიძებ. შეგიია ადგე, მაგრამ მაინც აგრძელებ ძილს, იმიტომ რომ მაღვიძარას არ დაურეკია... მერე კი მაინც აგვიანებ.
· როცა წვერი ოდნავ წამოზრდილი გაქვს, სარკეშ იხედები და თავს ანუგეშებ- „არც ისე გასაპარსია“
· როცა სამარშრუტო ტაქსში შორებელი ახლობელი ამოდის , დასაჯდომი ადგილი არარის და შენ ზიხარ. ზიხარ და დაჟინებით იყურები ფანჯარაში „რა ადგება ახლა!?“-ს მოტივით
· შენს ფიქრებში გართული მიდიხარ რომელიმე მაღაზიაში რაიმეს საყიდლად და მერე ამჩნევ რომ მაღაზიას გასცდი.
· როცა ამ სისულელეებს კითხულობ, შენ თავს ხედავ რომელიმეში და გეღიმება!?

ხოდა თუ კი გეღიმება და ამოიცანი შენი თავი თუგინდ რომელიმე მომენტში.. ესეიგი გვქონია რაღაც საერთო J თუ არა და ჩაჯექი შენს ხომალდში და მოკითხვა მარსს 


5 comments:

  1. ყველაფერზე გეთანხმებოდი :დ

    პროსტა წვერი არ მაქვს :დ
    და უნიტაზზე ჯდომისას დავაძრობ მობილურს და ფბ-ზე შევდივარ ხოლმე :ბის:

    ReplyDelete
  2. ოხ ეს "ფბ" ... ყველგან სუფევს :)

    ReplyDelete
  3. განსაკუთრებით ჩემს ტელეფონში :დ
    კიდევ კაი ზეროა თორემ რა მეშველებოდა :დ

    ReplyDelete
  4. რა მარსი, რის მარსი, დედამიწელი ვყოფილვარ მეც!!!
    ზოგ პუნქტზე გამეცინა კიარა, გადავკვდი ლამის სიცილით :-D

    ReplyDelete
  5. აჰა :) + ერთი შეგვემატა. ჩვენებური დედამიწელი :))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]