Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მინდა მქონდეს სახლი

მინდა მქონდეს სახლი
რამოდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მორიგი " ნეტავ" აქცია ჩავატარეთ. ამჯერად საუბარი სასურველ სახლს ეხებოდა. ანუ როგორი იქნებოდა შენი სასურველი სახლი. ზოგმა სოფლად ისურვა. აი იქ, მწვანეში ჩაფლული რომ ხარ და ღამით ციცინათელების თვლის მეტი საზრუნავი რომ არაფერი გაქვს. იკითხე წიგნები და დაისვენე გემოზე.




ზოგმაც ღია ვერანდით ზღვაზე გადმომდგარი სახლი ისურვა. დიდი, გაშლილი სივრცითა და ულამაზესი ხედით.


ზოგმაც ქალაქიდან გასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რომელიმე მაღალსართულიანის სულ ბოლო ბინა მიისაკუთრა და ღამის ქალაქის ხედებით ტკბობა არჩია.


სიმართლე გითხრათ არცერთი ვერსია არ არის ურიგო. ყველას ააქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. თუ სამთავეს არჩევა არ შეიძლება, მაშნ ორს მაინც ავირჩევდი. მაგალითად სახლი ხედით ზღვაზე, უკან კი დაბურული, მწვანე ტყე რომ იყოს. ქალაქის მაღლივს როგორმე შეველევი. რაც შეეხება კომფორტს. მიყვარს კომფორტი. როგორც ერთმა მითხრა "ბურჟუა ხარ შენ"-ო. ხოდა სადაც არ უნდა იდგეს ბატონო ჩემო ეს სახლი, შესაბამისი კომფორტი უნდა არსებობდეს. სახლის დიზაინი კი სულ სხვა, გაცილებით ღრმა, საკამათო და მსუყე თემა. ზოგმა როგორ მოიწყო, ზოგმაც როგორ. ზოგმა შუა საუკუნეების კოშკის ვარიანტი ირჩია, ზოგმაც კოსმოსური ხომალდის და გაღვივდა მოკლედ ფანტაზია.

და წორედ მაშნ გამახსენდა ერთი ამბავი. სწორედ ასე, იდეით აღტკინებულმა ბრიტანელმა წყვილმა ტოლკიენის "ბეჭდების მბრძანებლის" წაკითხვის და მერე მასზე გადაღებული ფილმის ხილსვის შემდეგ გადაწყვიტა თავისი სახლი ხობიტების მსგავსად აეგოთ. დიახ, კი არ მოეწყოთ, არამედ აეშენებინათ. გახსოვთ ალბათ ეგ სახლი. ეკრანზე საკმაოდ მყუდროდ და საინტერესოდ გამოიყურებოდა.

ხოდა, ადგნენ, უარი განაცხადეს ნებისმიერ ქიმიურნივთიერებანარევ სამშენებლო მასალაზე და დაიწყეს სახლის ბუნებრივი მასალის  ხის, თიხის, ტორფისაგან შენება.


მშენებლობამ სამ თვეს გასტანა და 5 ათასი დოლარი დაუჯდათ. მაგრამ სიამოვნებისთვის და სანუკვარი იდეის ასრულებისთვის რა არის 5 ათასი დოლარი ( ახლა იტყვით იდეასაც გააჩნიაო. კი მასეა. მაგრამ ყველას ხომ ერთნაირად არ უდუღს ქვაბი!? ) სახლს ბუნებრივი "მაცივარიც" გააჩნია, გრილი სარდაფი, შეშის ღუმელი და ჰელეობატარეებიანი სანათები ღამის განათებისთვის. მოკლედ ეკოლოგიურად სუფთაა ძმაო.


მართალი გითხრათ ნესტის სუნს როგორ ებრძვიან ეგ არ ვიცი. მაგრამ ახლად შექმნილი "ხობიტების" ოჯახი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და არა მარტო უფროსი ხობიტები, ორი პატარა ხობიტუნაც არ უჩივის პირობებს ( რომ გაიზრდებიან მერე თუ არ აუხირდნენ მშობლებს რამ გამო...  თუმცა შეიძლება არც. მათაც თუ ჩაუნერგეს ტოლკიენის სიყვარული შესაძლოა რომ მადლობაც ითხრან მშობლებს )


ერთი სიტყვით. როგორიც არ უნდა იყოს სახლი.

მიწაწაყრილი, 

ხეზე გამოკიდებული, 

ზღვაზე გადამდგარი
ამობრუნებული

შემოდგმული

გაურკვეველი


 თუ ჰაერში გამოკონწიალებული. მთავარია ის შენი სახლი იყოს და შენ მასში თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდე.


ასე რომ სახლი იქაა სადაც მშვიდად ხარ.

რატომღაც გული მიგრძნობს რომ მე ამ თემას ისევ დავუბრუნდები...

3 comments:

  1. რა მაგარია ხობიტების სახლი, ეგ თუ 5000$ ჯდება მხოლოდ, ხვალვე დავიწყებ სადმე აშენებას :D ლინკი მინდა, სადაც ინსტრუქცია წერია :D მართლა :D

    ReplyDelete
  2. :) მხოლოდ საკუთარი ფანტაზია დაგეხმარება. სამწუხაროდ შესაბამისი ინსტრუქცია არ არსებობს (მე ვერ ვნახე) ისე არ უნდა იყოს ძნელად ასაგები. მაგრამ ისე დასავლეთში არ გირჩევ. ნესტია მაინც :) 5000 ათასიდან ნახევარი მაინც იმ ჰელიო სისტემებს უნდა. ეგ უფრო ძვილი სიამოვნებაა

    ReplyDelete
  3. მეც მინდა მქონდეს სახლი. დიდი თან. ბავშვობიდან ვიცი რას და როგორ მოვაწყობდი ^_^

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]