- გოგო ენრიკო არ გამოჩენილა?
- ენრიკო? კი რავა არა, აგერ ჩაგირბინა ფენოვანით ხელში ..ჰეეეჰეჰეე...
სიმართლე გითხრათ ამდენი ხალხი არც მახსოვს... ამ საუკუნეში ნაღდად |
ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რომ შეშურდება სამიტინგოთ. ლეიბორისტებს რომ ნერწყვი მოადგებათ, "ეჰ რა მასალა ფუჭდება"-ო აი ისეთი, იმდენი, იმოდენა ხალხი. ჯერ ქუჩების გადაკეტვით პარალიზირებული ისედაც ნახევრად გადათხრილი ქალაქი ერთ დიდ მდინარეს დაემსგავსა. ამ დინებას ძირითადად ერთი მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის და ტრანსპორტზე მიკრული, ფეხით მოსიარულეთა მასა წარმოადგენდა. აბა გეცადა და "აღმა აყოლოდი დინებას". სულ ორი დინება იყო. ერთი კონცერტისკენ მიმავალი - რომელმაც ჯერ არ იცოდა რომ მოედანზე უკვე დათვალეს ზუსტად 8000 კაცი და ჩარაზეს ჭიშკარი. და მეორე რომელსაც ცხვირ წინ ჩაურაზეს ჭიშკარი და გამწარებული მიიკვლევდა გზას მონიტორისკენ. მე პირდაპირ მონიტორთან გადავედი. უფრო ახლო იყო ვიდრე ხულიოვიჩი და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე ნიჟარაძე.
სტეფანეს ვარცხნილობამ გამოაფხიზლა ხალხი |
არ ვიცი ზუსტად რამდენი იყო "ევროპის" მოედანზე. მაგრამ აქ შვიდიათასს ნაღდად აღემატებოდა |
- გოგო ნრიკე კიდე არ გამოჩენილა?
- ეწ გოგო არათო, ვერ ხედავ ჯერ სტეფანე იწუწება ოფლში!?
- ნენა რა აქ აი თავზე?
- მაი პრიჩისკაა
- პრიჩისკა კი არა სიაბდლეა მაი... ფი...
ხალხი არა მხოლოდ მოედანზე იდგა. ეუსთაველი პარალიზებური იყო. |
- მოქალაქეების საყურადღებოოდ. გადადით ტროტუარზე, გაათავისუფლეთ მანქანის სავალი ნაწილი... გადადით ტროტუარზე... ტროტუარზეეეე... მოქალაქეე ტროტუარზეეე... ტროტუა... ე გოგო ადი ზემოთ რას დარბიხარ ამ შუა ქუჩაში....
- აგზედ გედვიდეთ. ე,
- მოქალაქეების საყურადღებოოდ. ავიდეთ ტროტუარზეეე...
- შე კაცო, ტროტუარი-ტროტუარი.. ავალ მარა მეორე ქუჩაზე გადამიყვანს აი ტროტუარი? ბიჯოს!?
ბათუმში ამ დღეს მთელი საქართველო იყო, ყველა კუთხე. ამაში ყურიც დარწმუნდა და ფეხებიც... |
პარალიზირებული არა მხოლოდ ქუჩები იყი. რიგი სახლებიც, რომელთა მაცხოვრებლები ხშრ შემთხვევაში დედას იფიცებდნენ რომ აქ ცხოვრობდნენ. ან საკუთარ დედას იფიცებდნენ, ან ენრიკოს დედას... მონატრებით
-ე ბიჯო შემიშვი სახლში. აქ ვცხოვრობ!
- კაი ერთი. ოცდამეათე ხარ უკვე ეგ რომ მითხრა. ეს ხუთსართულინი რეზინის ხო არაა?
- ბიჯო ვცხოვრობ აქ და რა ვქნა ახლა? სახლში არ შევიდე?
- მატყუებ. არ ცხოვრობ!
- შენ ჩემი სიდედრის რა ხარ ჩემი ძმა? რას არ ვხოვრობ. აბა სად ვცხოვრობ მითხარი!?
- რავიცი მე?
- ხოდა მე ვიცი და შემიშვი. ამ მათხუარის (ენრიკო) გულიზა დავრჩე უნდა გარეთ?
-
ენრიკე კაი ბიჭია. მაგრამ ჩვენი გოგო ჯობია ( სოფო) |
მოედნის ცენტრში, შიშველ ბერძენთან იდაგა მოსთვის და ქოთან ბოულინგს სთავაზობდა ხალხს. |
ხულიოვიჩის მოლოდინში დრო საშინლად იწელებოდა. გურულები, მეგრელები, სვანები, რაჭვლები, იმერლები, აჭარლები, ლაზები, ქართლელები, კახელები, გურული ჩნელები. ბათუმელი ამერიკელები, თეთრები, შავები, დამწვარები და ლეღვით გარუჯულები დღეს ენრიკემ გააერთიანა. გააერთიანა და ხარჯი ნაქნარია, აქედან ყველა მივდივართ ნატოში.
წელევანდელი ზაფხული = შორენა და ბალი ." ეზოში ავი ლეღვია". ენრიკო და ... აი ეგ გასარკვევია!!!
დათო, მიყვარხარ... <3
ReplyDelete:)))))
:უპ:
:) შენ გაიხარე ვასასიი :)) ჩამოდი დროზე. რომელიმე ჰოლივუდელს მაინც შეგახვედრებ ;) :))))
ReplyDeleteვუყურე დღეს სტეფანეს და აქამდე ვფიქრობ: кто из них Хулиоевич а кто Стефане... :D
ReplyDeletemokled ar vyopilvar kidev kargi mand, didid madloba dato, saqmis kursshi chamayene :D gavige yvelaperi :D saintereso postia :* eLL
ReplyDeleteსამაგიეროდ რა პრიჩესონი ქონდა? შენ რეაქცია უნდა გენახა მონიტორზე რომ ეგ გამოჩდა :))) 7000 - ერთდროული ჰეჰეეეე :)))))
ReplyDeleteშენ გაიხარე, დავიღვარე ცრემლად :D:D:D
ReplyDelete:) გაიხარე! მერე იტყვის ენრიკე "ჩემზე ცრემლები ღვარესო" :)
ReplyDeleteსოფლის სტადიონზე ჩამოსული მომღერლები გამახსენდა :დდ
ReplyDelete:d :D ათში მანდ ვარ და, როგორც მინიმუმ, ჯორჯ კლუნი დამახვედრე.. :დ
ReplyDeleteკლუნი? :))) კაი, რაიმეს მოვიფიქრებთ მანამდე ;)
ReplyDeleteმზე იყოს მთავარია.. :))
ReplyDeleteმზე დამახვედრე და კარგი ცხოვრება, მეტი არაფერი მინდა მე.. :დ
ვაი, ამ წამხდარ განწყობას ეშველა ახლა ფაქტიურად. სამსახურში გიჟად მთვლიან ოღონდ, რა აცინებს ამ უპატრონოსო :-D
ReplyDeleteრჩევები აშკარად კაია, მე არც ვყოფილვარ ოღონდ და მაგ რჩევებიდან ერთ-ერთი რომ არ გაითვალისწინეს ჩემებმა და ბავშვი წაიყვანეს, მაგიტომ დავიტანჯე! ახლაც მიკვირს რომ ვიხსენებ საიდან გამოვაღწიე ცოცხლად ;-)
ისა, დათო, განა ნამეტანი კაია ჩემი ბლოგი რომაა შენს ბლოგროლში, მარა მისამართი შევიცვალე და ბარემ ახალი ჩაამატე რა :-)
ReplyDeleteმადლობა ისე, გამიხარდა აქ რომ დავინახე საკუთარი თავი.
ხოხ, შენც გადაპრესდი? :) საინტერესოაა!! :) ჩასწორებულ არს უკვე :) გაიხარე
ReplyDeleteხო, იქ უფრო მარტივია რაღაცეები. შენც გირჩევდი, დომენი რომ არ გქონდეს :-)
ReplyDeleteმადლობა ჩასწორებისთვის:-)