ფრთხილად. გარეცხილი არარის!!! |
ხო, კიდე ერთი ქიშმიში ისაა რომ საქველმოქმედო ვახშამზე სტოუნი სავარაუდო დააგვიანებს-ო. ძალიან ბევრი იქვითინა ფილმზე და წავა სასტუმროს ნომერში, ცოტა ჭკუაზე მოვა და მერე გვეწვევაო.
მოკლედ მივიდა თუ განაგძო ქვითინი აღარ ვიცი. სულ სხვა რამ გასართობი მელოდა. კერძოდ კი ჩემი ოთხბორბლიან ტრანსპორტზე გარდამავალი პირველი ეტაპი. ჩემი ორბორბლიანი ფაქიზო. "რას გვიკეთებს ეს მთავრობა"-ს ფონზე ბათუმზე უკვე კარგა გემოზე გადაიჭიმა ველო-ტრასები. + როგორც იქნა დათბა + აღარ წვიმს + სახლში ყოფნა აღარავის სიამოვნებს + ბარში ჯდომის რეკორდი კარგა ხანია მოვხსენი + ბათუმის ქუჩებში გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა + მახინჯაურიდან აეროპორტამდე გზა ხსნილია + მშვენიერი საღამო გასასეირნებლად = ველოსიპედის ყოლის მშვენიერ არგუმენტებს. ხოდა ასეც მოხადა...
ჰორიზონტზე ღრუბლები გაღმა ნაპირის ხეებს ჰგავდნენ |
ახალი ბულვარი კი შედარებით მყუდროდ გამოიყურებოდა. სხვათაშორის აქ ერთი საინტერესო სიურპრიზიც მელოდა. ცოტა ხნის წინ დაწყებული, სკულპტორთა კონკურსის უკვე ხილვული, აღმართულ დადგმულ შემართული ქმნილებანი. სიმართლე გითხრათ ცოტა დამაფიქრა. ზოგი რამ მომეწონა, ზოგიც მომეწონა იმიტომ რომ ვერაფერი გავუგე, ზოგსაც გავუგე - მაგრამ არ მომეწონა. ყოველ შემთხვევაში მიყვარს როცა ქალაქში საინტერესო და ორიგინალური ქანდაკებებია მობნეული.
ხოდა ასე. ჩემი ფაქიზო მომიწონეს. კარგი შენაძენიაო. თავადაც კარგად მიერთგულა. ახალი ბულვარი და ბერეგი დღის საღამოს განმავლობაში ორჯერ დავლაშქრეთ. გამოცდას გაუძლო და ვარგისიანად იქნა ცნობილი. სამაგიეროდ მე გავხდი უვარგისი. სახლში რომ ამოვედი მერე ვიგრძენი როგორ ძგერდა გავარვარებული ფეხის კუნთები. და რატომ აკეთებენ ამ სკამებს ასე ვიწროს და მაგარს.... ჰა?
წავალ ახლა მაცივარს გამოვაღებ. უკვე გარეცხილ ბალს გამოვიღებ და კიდევ ერთხელ გავრეცხავ... ასე უფრო ახლოს ვიქები შორენასთან...
ეჰ... ბათუმში მინდა.
ReplyDelete:))) xo, aba rogor. sensaciebis moyvaruli xalxi vart :)) baliii. chagetvalaa!!!
ReplyDeletedarcmunebuli var zalian kargi iqneba velosipedit gaseirneba. male mec shemogiertdebit batumshi :)
ბათუმი გელით ;)
ReplyDeleteდეიდა შორენამ მართლა დიდი "კვალი" დატოვა ხილბოსტნეულის მომხმარებელთა უნარ-ჩვევებში :)))