Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წერილი ბოთლში. დასკვნითი ტურის შედეგები. კონკურსი დასრულდა

წერილი ბოთლში. დასკვნითი ტურის შედეგები. კონკურსი დასრულდა





ხოდა ასე, როცა კვარიათის მთებს წვიმა და ნისლი ერთად ეწვივნენ, ხოლო ჩვენი სირბილით, ძებითა და ცურვით ოდნავ დაღლილი კონკურსანტები (ცუდად ჟღერს ეგ სიყვა. ცივია მათთან მიმართებაში. სხანაირად დავწერ) ცურვით დაღლილი ჩვენი მეგობრები მოპოვებული წერილის შინაარს ეცნობოდნენ (ოო, ეს სპეციალური დავალება იყო. ვიდეოს მოგვიანებით იხილავთ). კვარიათული ნისლივით ჩუმად მოვიდა საკონკურსი პოსტების წერის დროც. ხოდა... ჩაუჯდნენ კიდეც და ჩაუღმავდნენ.





დანარჩენები? ზოგი საკუთარ ოთახში განმარტოვებულ-ჩაკეტილი.ზოგიც სად და ზოგიც სად. ამიტომაც ვეღარ გავბედე ხელის შეშლა. დათქმულ დროს კი დათქმული პოსტები დათქმულ და შეთქმულ კომპეტენტურ, პატივცემულ, უმაღლესობა ჟიურის წევრებს ჩაბარდა. ახლა უკვე ჟიურის წევრების "წვალების" ჯერი დადგა .


ბექა ადამაშვილი

ნანა კვაჭაძე
ხოლო სანამ ჟიური ნაშრომებს ეცნობოდა, კამათობდა და დაობდა. სხვები ისე ირთობდნენ თავს როგორც შეეძლოთ და რაღათქმაუნდა როგორც გარემო იძლეოდა ამის საშოალებას. გარემო კი ამის საშუალებას იძლეოდა და თან როგორ :)

















ბოლო ფოტოებზე კომენტარების გაკეთება მინდოდა, მაგრამ თავად ფოტოები იმდენად შინაარსიანი, მაღალხატვრული და უნიკალურია რომ... არა, რად უნდა ამას კომენტარი!?

 საღამოს კი ვნებათა ღელვამ იმატა. თავიდან არც სმა ისურვეს და არც ჭამა. ჯერ გამარჯვებულების ვინაობა გაგვიმხილეთო. მაგრამ, მადის დაკარგვის საფრთხის წინაშე რომ არ აღმოჩენილიყვნენ. ამიტომ გამოცხადებაც და დაჯოლდოებაც ცოტათი გადავაჩოჩეთ. თუმცა რაც არ უნდა გვეჩოჩებინა.. მაინც გამოსაცხადებელი იქნებოდა და აი... მთელი ამ პატარა კონკურსის კულმინაციაც. თუმცა ერთი პატარა ნიუანსი იყო. დაჯილოვებამდე და კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენამდე ვთხოვეთ ავტორებს, სხვების გასაგონად თავადვე წაეკითხათ თავიანთი ნაჯაფ-ნაშრომი. ზოგმა თავი შეიკავა, ზოგსაც იდეა ძალიან მოეწონა და ...














 ბუნგალოში საკმაოდ არაბუნგალური, მაგრამ ძალზედ საინტერესო პოსტები ჟღერდა. მართლაც ძალიან კარგი, გემრიელი და ორიგინალური ცხრა მინი მოთხრობა და ერთი ლექსი დაიწერა. მე მგონი არავინ მიწყენს თუ ვიტყვი (ვაღიარებ ) რომ აკას ნაღვაწი ჩემთვის უფრო ახლოს იყო ვიდრე დანარჩენების. აკა - გაიხარე კარგი ხარ და რაღათქმაუნდა დათო ჩიხლაძის სუპერგმირებიც ჩემია, ჩარირამისეულია. ეს ლირიული გადახვევა. ჩემი ბლოგია ბოლოსდაბოლოს და ხომ უნდა "გადავუხვიო" . სწორედ მაგიტომაც არ ვიყავი ჟიურის წევრი :)
თუმცა ეგ მერე, ნაკლებფოტორეპორტაჟულ პოსტში. და აი. გამარჯვებულებიც. გვარები დავწერო თუ თავად მიხვდებით ;)


მე და ჟიურის სიმპატია - დათო


ბექა, რომელიც მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტს აჯილდოევებს

დათო, რომელმაც არ იცის სად წაიღოს მესამე ადგილთან ართად მოგებული "ჯეოქონეკტი" (პრიზი)


სალომე და მათე, თან თავს იმართლებენ და თან მილოცვებს ღებულობენ მეორე ადგილისთვის

ბექა და ნოკიას წარმომადგენელი დათო პირველი ადგილის ნომინანტის ვინაობის გაგების მოლოდინში

პირველი ადგილის, ნოკიას ტელეფონისა და აწ უკვე მშვიდი ძილის მფლობელი სალომე შენგელიძე.
შემდეგ იყო მილოცვები, კოცნები, ხვევნები. სხვათაშორის არ იყო "ეს რა გვიქნებს", "რა დაგვამთეს", "ეგაა თქვენი ჟიური" და "სად იყურება პატრული"-ს მაგვარი რამ. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბოლო კომკურსმა 10 ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო მინი მოთხრობა მოგვცა. რომელიც სულ მალე აიტვირთება მართინის საკონკურსო ბლოგზე და თქვენ თავადაც დარწმუნდებით ამაში. რაც შეეხება რატომ ეს პატივცემულები და არა სხვა... კონკურსია, ჟიურია, მათეული შეფასების კრიტერიუმები და წესები.
მოკედ ეს ისე. საკონტროლო გასროლისთვის. ბოლოს კი კიდევ ერთხელ ვულოცავ :

დათო კოროშინაძეს - ჟიურის სიმპათია
დათო ჩიხლაძეს - მესამე ადგილი
სალომე ბერკერი და მათე მაყაშვილს -მეორე ადგილი
და სალომე შენგელიძეს - პირველი ადგილი
ბოლოს კი ფოტო განწყობისათვის და მომდევნო, ცოტა უფრო დალაგებული და არა ღამის ნახუთსაათებ პოსტამდე გემშვიდობებით. შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგითხროთ თუ როგორ ჩაიარა კვარიათის კონკურსმა. როგორი დავალებები ქონდათ და რა დარჩა ფოტორეპორტაჟის კადრს მიღმა. მანამდე კი კარგად ბრძანდებოდეთ ;)






4 comments:

  1. დათო, ეს ყველაფერი იქაც ატვირტე და იქაც!!! ;-) ნუ დაგეზარება... კარგი ხაააააააააააარ :-*

    ReplyDelete
  2. ვულოცავ გამარჯვბულებს. მანქის და მათეს იდეით მოხიბლული და ნასტასიაზე შეყვარებული ვარ ))

    ReplyDelete
  3. მართლა კაი რამ გამოვიდა! კარგი ! კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას.
    ნასტასია ჩუმჩუმელა :)))
    ადმინ - იქაც იქნება, აქაც და ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება :)
    ზურ - ისე მშვენიერი წვიმიანი დღე იყო არა? ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]