Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმში ცოფიანი ფასების სეზონი იწყება !!!

ბათუმში ცოფიანი ფასების სეზონი იწყება !!!

ისე გემრიელად წვიმს... ამ ხმაზე ჩაძნება დიდი სიამოვნებაა. მაგრამ ამ ხმის ავტორის გამო დღეს არც მწვანეში ლუდის სმა, არც ზღვა და არც ველოსიპედით გასეირნება შედგა. ხოდა შესაბამისად ჩაძინება ის ერთად ერთი სასიამოვნო პროცესია რომელიც მისი თანხლებით მოსახერხებელია. ( წვიმაში სირბილი, სიმღერა და გუბეებში ტყაპუნი? - მაგას ან ალკოჰოლური, ან ემოციური, ან კიდევ სხვა რამ მამოძრავებელი მიზეზი უნდა. ასე რომ ჯერ პას). ისე მშვიდი დღე იყო. სამსახურშიც შედარებით სიწყნარე. მეც დრო ვიხელთე და ბლოგების თვალიერება დავიწყე. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია ამ სასიამოვნო პროცესისთვის არ მიმიმართავს. სამსახურრრ. ხოდა მივმართე. ყოჩაღ თქვენ. კარგი რამეები გიწერიათ. (როგორც ყოველთვის). ბოლოს ბაბისას ბლოგს შევუარე. ვერ შემდგარი უიკენდის ამბავი დამხვდა. სიმართლე გითხრათ უიკენდი ჩემი სამსახურის გრაფიკის შემხედვარე უკვე 8 წელია არ არსებობს. არის უბრალოდ თავისუფალი დღე (ჰა ჰა დღეები). შესაბამისად ასე საშაბათ-კვირაოდ გასვლა არასდროს დამიგეგმავს. უფრო სწორედ იცოცხლე იმდენჯერ დამიგეგმავს.. უბრალოდ არ გამოდის. არა, ვერა, ნწ. ზოგი იტყვის ახლა "რა გენაღვლება, ბათუმში ხარ. გადი ზღვაზე და ეგარი"სო.  მართლა მხოლოდ ეგ რომ იყოს კარგი იქნებოდა. ცოტა მეტი მრავალფეროვნება-ც კარგია ჯანმრთელობისთვის.


ხოდა დავინტერესდი. რა მოხდებოდა ბათუმში რომ დამეგეგმა უიკენდის (ამ სიტყვას რომ ვახსენებ ის სვანი მახსენდება... ერთი ეგ მუღამი დამაჭერინაო) გატარება. ბაბისას არ იყოს ავიღე ტელეფონი და ჩამოვიარე სასტუმროები (სიმართლე გითხრათ მოლოდ რამოდენიმე გამახსენდა... ნუ.. გამახსენდა რა მნიშვნელობა აქვ რატომ ).
პირველად რაღათქმაუნდა ბათუმის (ჯერჯერობით) არაოფიციალურ სიმბოლოს, შერატონს დავუკავშირდი.

-"დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?"
- "უკაცრავად, მაინტერესებს უიკენდზე თქვენთან რა დამიჯდება ორ საწოლიანი ნომ..."
- "კი ბატონო, ერთი წუთით შეგაერთებთ",
- ტარამ ტარამ ტარააააამ...
- ""დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?" (ახლა ბიჭმა აიღო)
- გამარჯობა, მაინტერესებდა ნომრის დაჯავშნა თქ....
- "ა, თქვენ დაჯავშნა გნებავთ? ახლავე შეგაერთებთ. ერთი წუთით"
- ტრამ ტრამ ტრააამ....
- "დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, მოხარულები ვართ რომ ჩვენი მომსახურეობით დაინტერესდით. რითი შემიძლია გემსახუროთ?" ( ისევ გოგო. ოღონდ სხვა)
- გამარჯობა, ეს მე ვარ, დაჯავშნა რომ მინდა...
- დიახ ბატონო გისმენთ!
- დავიწყო საუბარი თუ დაველოდო შემდეგს? ( იქედან ნახევრად ჩურჩულით ბიჭს ხმა მესმის "ნომრის დაჯავნა უნდა ნომრის" )
- დიახ გისმენთ? მე დაგეხმარებით.
საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ორადგილიანი ნომერი (საშუალო) თავისი კვებით. ორი აუზით, სავარჯიშო დარბაზითა და დილით ტკბილხმოვანი გაღვიძებით 210 ლარი ჯდება (+ მომსახურეობის და ათასი რაღაც ჯანდაბის პროცენტი) თუ ჩავთვლით რომ "ვამე ნენა შერატონიააა" შეიძლება აიტანოს კაცმა. თუ გავითვალისწინებთ რომ უფრო მაღალი კლასის ნომრები უკვე დაჯავშნილ-დალუქულ-დაკავებული იყო... მშვენივრადაც "იტანენ".

ჩემს მიერ ტელეფონზე აკრეფილი მომდევნო ნომერი ერა პალასს ეკუთვნოდა. აქ გადართვა გადმორთვა აღარ გვითამაშია. სწაფად და ლაკონურად ამიხსნეს რომ ამ კვირისთვის ჩვენი ნომერი 120 ლარი ღირსო. მომავალში შეიძლება გაიზარდოსო. ასე რომ თუ იჩქარებთ დროზე თორემ მერე მიყარე კაკალიო...

შემდეგ მის გვერდით, შორებელი ნათესავივით ატუზული სასტუმრო ჩაო მოვიკითხე. აქ მამაკაცი ძალიან შეწუხდა, ვაიმე არ გვაქვს თავისუფალი ნომერიო. მითხარით ფასი ამინცთქო. არა მოცადეო, ამას იქეთაკვირას რომ ჩამოხვიდეთო?. შენ ფასი მითხარი და ეგება დღეს წამოვიდე მეთქი. არა, ახლა არწამოხვიდე. ამას იქეთა კვირას წამოდიო... ბოლოს, როცა დედა დამაფიცა რომ ამას იქეთა კვირას წამოვიდოდი... გამიმხილა რომ ჩვენთან საშუალოდ 75 დან 100 ლარამდე ჯდება კაციო ( ქალი რა ჯდებოდა აღარ ჩავძიებულვარ. ეტყობა იფიქრა თან მოყავსო) ნომერი რა ჯდებათქო. იგივეო. გმადლბთ მეთქი და საიქითა კვიაოდ გამოვემშვიდობე.

იკითხავთ ინტურისტებს რატო აუარე გვერდიო. გეტყვით. ზუსტად ნახევარი საათი ვცდილობდი გავსულიყავი კონტაქტზე. ცოცხალი თავით არავინ უპასუიხა ჩემს ზარს. ეტყობა იმდენი კლიენტი ყავდათ სტუმართა მიმღებიც ოთახათ გააქირავეს.

სიმართლე რომ გითხრათ ბათუმი სავსეა კიდე ბევრი, შედარებით მომცრო ზომის სასტუმროებით. ფასები ჯერჯერობით არ იკბინებიან, მაგრამ უკვე სისინებენ. პორტო ფრანკოდ და ახალ ჰონკონგად აღიარებული ბულვარის ტერიტორიაზე უკვე იყიდით ლარიან კოკაკოლას ლარნახევრად. თუ მოინდომებთ შეიძლება ორლარიანიც იპოვოთ. მაცივარზე მისაკრავ ერთიან საქართველოს მაგნიტითურთ 9 ლარად. "ბათუმურ" "ყავას" ორ ლარად და ასე შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე. ქუბულეთი, გონიო, ჩემი საყვარელი კვარიათი და სარფი კიდე სულ სხვა თემაა.

ასე რომ ძალიან კარგად მესმის ბაბისასი. ძალიან არადეკვატური ფასები გვაქვს. ეგ ქართული ბიზნესის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანთვისებაა. ერთზე ორი თუ არ მოიგე ის "ბიზნესი" არ არის. დღეს ტურისტულ მარშრუტებზე არ მისაუბრია. ტურ.დეპი მიმტკიცებს რომ ძალიან მაგარი რაღაცეები გავაკეთეთო. ეგეც მინდა ვნახო. თუ მოვახერხე. ან ერთად ვნახოთ თუ მოვახერხეთ. ტურისტები უკვე ბლომად არიან. ალბათ არასდროს ყოფილა ბათუმი ასე მრავალ ენოვანი როგორც წელს. ყველას ფოტოაპარატი ხელში, ბედნიერ-გაიცებულ-გაკვირვებულ-დაღლილი ღიმილი და პინგვინებივით ერთობლივი მარში დანიშნულების ადგილისკენ. ხო კიდევ. ბარების და რესტორნების მომსახურეობის სერვისი კიდე სხვა თემაა. ამასაც გადავხედ დავაგემოვნ დავაჭაშნიკებთ. დროის  და საწერის მეტი რა არის. თან მალე სულიც ამიწანწალდება... მანამდ კი...

მანამდე კი საამო სიგრილეა. ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი რომ :
მალე ხოჭოების, აწითლებულიკანიანი გოგონების, ნაშუადღევზე დამწვარ ზურგზე სქლად გადასმული მაწვნის, ინტურისტებთან ტასაობის, მყუდროში ზასაობის, ბიკინების, „რაზნიცების“, ლეღვის ნახარშების, სხეულის მყუდრო ადგილებიდან გამონათებული ტატუების, დაბრალებული ჯაზის სიყვარულის, ფეშენ ფართების, გლამურულობაზე ფეხის დაბიჯების, მთელი წლის დანაზოგის ფრონცკი კოქტეილებშ გახარჯვის, რუსულ შანსონში გადახდილი ჯარიმების, ტაქსისტების და „ხაზეიკების“ ბედნიერების, ნახევრად გამომცხვარი აჭარული ხაჭაპურების,  ციტრუისს ქვეყანაში ორ ლარად გაყიდული ნახევარი ლიმონის, კინოთეატრშეპირებული კინოფესტივალის, ძალად „გადიკებული ძიკი პლაჟის“ და საუბრიდან გამქრალი ხმოვნების სეზონი დაიწყება. მანამდე კი  სიმშვიდეა. ზოგჯერ ზედმეტად წვიმიანი. მაგრამ დღეს ისეთი დღე იყო და მშვენიერი ამინდი. აი ისეთი... ხო მიხვდი!?

3 comments:

  1. dabralebuli jazis siyvaruli :D es momecona yvela danarchentan ertad - kak vsegda interesno- didi madloba daaaaaaaaaaaaatoooooooooooo :*********
    mec minda kargi week-end-i , mara sadaaa...
    p.s. ise ert mshvenier dges velikebi shevajibrot ar ginda? :D
    eLL

    ReplyDelete
  2. მე ვფიქრობ რომ ფასები ძალიან ძვირია.
    ძვირი ქართული რეალობიდან გამომდინარე, თორემ ევროპულ ქვეყნებს რომ შევადარო მაშინ იგივე დონეზე იქნება.

    ReplyDelete
  3. ell - ert mshvenier dges ricxvic moayole da me mzad var ;) gaixareee

    toma- ჩვენს ხელფასებთან შედარებით.. ძალიან ძვირია. უბრალოდ ისე მივეჩვიეთ დაბალ ხელფასს და მაღალ ფასებს... ყური შეერია...

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]