Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჭამა და სექსი - "ლელო" და "ქორწილი"

ჭამა და სექსი - "ლელო" და "ქორწილი"

გუშინწინ ძალიან კარგ გუნებაზე ვიყავი. აი ხომ ხდება ხოლმე, ხარ კარგ ხასიათზე და მორჩა. სიმართლე გითხრათ, ამ ხასიათზე ყოფნისას საკმაოდ უცნაურ განწყობას წავაწყდი, რომლიც რაღაცნაირი, ნაცისფერი უკუგებასავით მიბრუნდებოდა სხვებისგან.
ჩემს განწყობაზე ამას რეალური გავლენა არ ქონია მაგრამ დაფიქრებით კი დამაფიქრა. რაღაც მიზეზი ხომ უნდა ქონდეს ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვიტყვი იმას რომ რასაც ახლა დავწერ სრული ჭეშმარიტებაა და რეალობას ასახავს. მაგრამ მაინც გავიხუმრებ :)


  • სარფში, ახლად მშენებარე გამშვებ პუნქტს „წავაწყდი“, არც ვიცოდი ამხელა მშენებლობა თუ მიმდინარეობდა. გამიხარდა. ვთქვი კიდეც რა კარგიათქო – „ხო, მერე რომ უფრო უკეთ გაატყაონ გაჭირებული ხალხი“-ო
  • ახალ ბულვარს გამოვყევი. მშვენიერი ამინდი იყო. რა კარგია ქალაქს სასეირნო ადგილი რომ შეემატა მეთქი - „ხო, რა ენაღვლებათ მანქანები მაგათ ყავთ თორე მოსახლეობამ რითი იაროს ამი სიშორეზეო
  • სასტუმრო რედისონს წარწერა დაუმონტაჟეს „რედისონ ბლუ“. ლამაზია ღამით მეთქი - „ხო ლამაზია, გატყავებულ ხალს მაინც არ შეეძლება მანდ შესვლა და რად გინდაო
  • სახლამდე ფეხით ჩამოვედი (ბულვარიდან) ჰაერში ახლადმოთიბული ბალახის სურნელი ტრიალებს, გაზაფხული იგრძნობა მეთქი - „მტვერი ტრიალებს და ქუჩები გადათხრილი აქვთ, გაგვიმწარეს ცხოვრებაო

ბოლოს დავფიქრდი, რამე კიდე თუ გამიხარდა უეჭველი ვიღაც მცემს მეთქო და ჩუმად მიხაროდა. ჩუუუმად.

თავიდან ცოტათი გამიკვირდა კიდეც, მაგრამ შემდეგ. როგორც ასანთის ღერებიან გამოცანებშია - ერთი ღერი ისე გადაანაცვლე რომ სწორი პასუხი გამოგივიდესო - მეც განწყობის რაღაც ერთი „ღერი“ გადავაადგილე და უფრო გამიადვილდა რეაქციების მოსმენაც.

ენერგიის დახარჯვა გვინდა, სპორტი გვინდა... აი ისეთი ემოციას და რაც მთავარია ძალას რომ ბოლომდე დაგვახარჯვინებს. არ დაფიქრებულხართ რატომ ვიმარჯვებთ ასე ხშირად და ასე წარმატებით რაგბში და რატომ არ გვწყალობს ღმერთი ფეხბურთში? პროფესიონალიზმს, ტაქტიკასა და ნიჭს დაუმატედ ის აუარება დასახარჯი ემოციური მუხტი და თქვენ თავადაც გაიტანთ მხრებით მოედნის ბოლომდე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. შეეეჭამთ. ფეხბურთში ამ ძალის და აგრესიის რეალიზაცია ვერ ვისწავლეთ ჯერ. 

არადა რა კარგი იქნებოდა პოლიტიკური და ეკონომკური პრობლემებიც რაგბის საშუალებით რომ წყდებოდეს... ხო, ხო. შემეცოდა დანარჩენი სამყარო... შევჭამთ! 
ნაწილს მაინც

ხო, რა მინდოდა ახლა სპორტში. რაგბი სპორტის ერთადერთი სახეობაა რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ . ბიჭებს დიდი მადლობა ამ სიამაყისთვის

უზარმაზარი ენერგია გქვაქვს დასახარჯი. მარტო ჭამა და ხორცი არ გვარგია. ენერგიის დასახარჯი და განსამუხტავი კიდევ ერთი, ძალიან კარგი საშუალება არსებობს. მაგრამ ავტომატურად ნიკა გრიგოლიას შედევრი ფრაზა „სექსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს“ მახსენდება და აქვე სრულდება მსჯელობაც.

არა და სად უნდა წავიღოთ ეს ენერგია? კონცერტი ამას ვერ უშველის. ნუ ხო, ჩამოვიყვანთ რომელიმე ვარსკვლავს. დაუკრავს, იმღერებს. შევაჯდებით ერთმანეთს კისრებზე, ვუსტვენთ, პერანგებს ვაფრიალებთ, ვიძიგძილავებთ. მაგრამ ეგ არ კმარა. რევოლუციების ეპოქა დასრულდა. გეი აღლუმიც არ ჩატარდა რომ გადაეთელათ და ცოტახნით დაწყნარებულიყვნენ. ან ის "ვათქმევინოთ, ვათქმევინოთ".. ეგეც აღარაა. ხოდა რა ვქნათ?
ანუ. დიდძალი ენერგია გვაქვს დასახარჯი -  ყველაზე რაციონალურად რაგბში ვხარჯავთ. სექსის ნაკლებობაა? - ლეგალიზაციის მიზნით ქორწილები ყოველ თვში უნდა დავნიშნოთ. აქ ჭამა-სმაც იგულისხმება და აწყვა საქმე. ლელო-ქორწილი. ქორწილი- ლელო.

5 comments:

  1. დათ, რეგბისტზე რომ გავთხოვდე ხომ შეიძლება? :)

    ReplyDelete
  2. აუ ბლოგ ლისტში დამამტე სულ მინდოდა მეთქვა პროსტა ვერ გიბედავდი:)

    ReplyDelete
  3. მშვენიერი გამოსავალია :) სინჯე და მერე მითხარი რაც მოხდება :)

    ვანილიანი - დაგამატებ :) რაზეა საუბარი !!!

    ReplyDelete
  4. მადლობაა.
    შენ არ იცი როგორ გამიხარდაა:):D

    ReplyDelete
  5. :) გეთქვა შე კაი ადამიანო აქამდე.. ასე თუ გაგახარებდა :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]