“რას გვიშვება ეს მთავრობა” ამ ფრაზას საქართველოში კონკურენტი ნამდვილად არ ყავს და მგონი კარგახანი კიდე არ ეყოლება. შეიცვლება თუ არა მთავრობა ამას მნიშვნელობა არააქვს , რადგან საქმე თავად იმ უცვლელ კომპონენტშია რაც ნებისმიერი მთავრობის დროს იქნება. ეს კომპონენტი ჩვენ ვართ ხალხი. ეს პოსტიც არა საარაკო -სახოტბე, არამედ მუდმივად უკმაყოფილო, მჟავე განწყობით შეპყრობილ ხალხთან გატარებული ლიმიტირებულ-ნორმაგადაჭარბებული განწყობის შედეგია. (სამარშრუტო ტაქსი)
ხშირად გამიგია კრიტიკა ვინმეს მიმართ. მაგრამ ასეთ აბსურდამდე დასული იშვიათად (საბედნიეროდ)
ამდენი აბსურდის მოსმენის შემდეგ გრძნობ რომ ყურები გამოჭედილი გაქვს რაღაცით და სასწრაფოდ გინდა ან ხელი აიფარო, ან თავს უშველო. ან კიდევ თუ კარგ ხასიათზე ხარ დაუმატო...
ხოდა ბატონებო : სრულიად საიდუმლოდ მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი მართალიაა. მეტიც. რას გვიშვება ეს მთავრობააა
და კიდევ ერთი სრულიად საიდუმლო ინფორმაცია.ის რასაც მთავრობა გვიშვება ზოგჯერ ახლოც ვერ მივა იმასთან თუ რას უშვება ჩვენს ყურებს და გონებას ზოგიერთი ისტერიკა პათოლოგის მიერ მოთხრობილი “უტყუარი ამბავი”.
ხშირად გამიგია კრიტიკა ვინმეს მიმართ. მაგრამ ასეთ აბსურდამდე დასული იშვიათად (საბედნიეროდ)
- ე ნახე, ეს ყვითელი ავტობუსები რას ბოლავენ? ესაა საქმე? ამისთვის გიჟდებიან უკრაინაზე?
- სტალინის ქუჩაზე, სახელმწიფო ბანკს რომ კოშკი დააშენა. იქ თურმე რეზიდენციას იშენებს. მაქედან კარგად მოსჩანს თურმე ზღვაც, თეატრიც და ერას მოედანიც.
- წვიმები რომ არაა ხედავ? მტირალაზე აქვს დამონტაჟებული ლაზერები და ღრუბლებს დენის. სეზონს აგრძელებს.
- კინოთეატრი თბილისი შეიხს შეუსყიდია და ახლა სასახლეს იწყობს შიგ. ნახე გუმბათზეც ეტყობა.
- ღვედების კანონი იმიტომ გამოიგონეს რომ მძღოლმა ინერვიულოს და მეტი სიგარეტი იყოდოს.
- წელს პიაცაზე პლასიდო დომინგო კი არა მისი ორეული მღეროდა. არ ყვარებია თურმე პლასიდოს მიშა და ამას სპეციალურად მოუძებნია ორეული და ფონოგრამაზე ამღერა.
ამდენი აბსურდის მოსმენის შემდეგ გრძნობ რომ ყურები გამოჭედილი გაქვს რაღაცით და სასწრაფოდ გინდა ან ხელი აიფარო, ან თავს უშველო. ან კიდევ თუ კარგ ხასიათზე ხარ დაუმატო...
ხოდა ბატონებო : სრულიად საიდუმლოდ მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი მართალიაა. მეტიც. რას გვიშვება ეს მთავრობააა
- ბათუმში ქუჩები როა გადათხრილი და გარება შეუძლებელია, გგონიათ წყალი გაყავთ? რას ამბოობთ. თურმე აქ საიდუმლო გვირაბები ყოფილა და გაუგიათ ასლანი აპირებს თურქეთიდან შემოპარვასო. ხოდა თხრილებს მიმართულება შეუცვალეს და პირდაპირ სომხეთში გადაიძახებენ.
- ყვითელი ავტობუსები სპეციალურად ჩამოიყვანეს და სპეციალურად ჭვარტლავენ აქაურებს რომ ვეღარ შეძლოთ აქ ყოფნა გაყიდონ ბინები და წავიდნენ. მერე ჩამოვლენ უკრაინელები და იცხოვრებენ თურმე. ისინი მიჩვეულნი არიან ამ ჭვარტლს და ჩერნობილს.
- პიაცაზე პლასიდო კი არა ეთერ კაკულია ყავდათ გადაცმული.
- წელს ზაფხულში რომ კარგი ამინდები ყოფილიყო მტირალაზე ჩინური ელექტროღუმელები დააყენეს და იმიტო ამოვიხრუკეთ. მაგრამ იმდენად ძვირი დამჯდარა რომ ბიუჯეტში ზამთრისთვის ფული აღარაა და თოვლს სომხეთიდან ნისიათ ჩამოიტანენ. არა მაინც რას გვიშვება ეს მთავრობა.
- ხულოში აპარატი ჩამოუტანიათ ჩინელებს, კარტოფილს მისით რგავს, რწყავს, უვლის, ელოდება როდის ამოვა, იღებს მიწიდან, რეცხავს, თლის და ჭამს მერე.
- პორტში თავიდან წმინდა ნინოს ძეგლის დადგმას აპირებდნენ შუქურის ფუნქციით. ხელში უზარმაზარი ჯვარი უნდა ჭეროდა. მერე იფიქრეს ჯვარზე თურქები არ შემოვლენ პორტშიო და ახლა 19 მეტრიან ჰაიდარას ძეგლს დგამენ, ხელში მანათობელი ლობიანი ექნება და ქნევა-ქნევით მოიზიდავს მეზღვაურებს.
- თურმე “პიშევიკებში” “ნინოს” მოსიარულე ძეგლს “ალი” ნინო სურგულაძის ძეგლთან ფლირტში წაუსრია, უჩხუბიათ და ახლა წრეზე ხეტიალისას ერთმანეთს აღარ კოცნიან.
- ოქროს ტაკოიანი ნეპტუნი კი თურმე ღამღამობით, როცა არავინაა ქუჩაში, ძუძუმთა სირინოზებს ეფლირტავება.
- მარინა ბერიძეც ამ მთავრობის მოგონილია. გინახავთ როდესმე ფეხზე დამდგარი? ვერც ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელების გაკეთებული თოჯინაა და მაგიდის ქვემოდან მართავს ლევან წულაძე.
და კიდევ ერთი სრულიად საიდუმლო ინფორმაცია.ის რასაც მთავრობა გვიშვება ზოგჯერ ახლოც ვერ მივა იმასთან თუ რას უშვება ჩვენს ყურებს და გონებას ზოგიერთი ისტერიკა პათოლოგის მიერ მოთხრობილი “უტყუარი ამბავი”.
მე კიდე იცი რა ვიცი. რომ თურმე როცა ადამენები ლაპარაკობენ იქ უცენ მოსასმენ აპარატებს დგამენ :))))) ეგ არაფერი, თურმე სააკშვილს ისე უვარს ბათუმი დედაქალაქად გამოცხადებას აპირებს :):) :)
ReplyDeleteუფ კიდევ ბევრი "უტყუარი ამბავი" ვიცი მაგრამ აქ ხომარ დავწერ :))))))))
ხო, ზიგი რამ მეც გამიგია. მოკლედ საკმაოდ კარგი ფანტაზია გვაქვს ქართველებს. უბრალოდ იქეთ ვერ მივმართეთ საითაც საჭიროა :)
ReplyDeleteბათუმში მოსიარულე ყვითელი ავტობუსები ნაგავია, ცუდად მოძრაობენ, გაჩერებებზე არ აჩერებენ და ხრჩოლავენ. ამ ავტობუსებით დავდივარ და ნამდვილად ასეა. პლასიგო დომინგოს კონცერტში კი მთავრობა ფულს არ უნდა იხდიდეს (მილიონზე მეტს) და თუ იხდის 250 ლარი არ უნდა ღირდეს ბილეთი. ბათუმის უმდიდრეს ბიუჯეტში მეტი ფული უნდა იყოს სოციალური პროგრამებისთვის, ქუჩებს რომ არემონტებენ იმ კომპანიებს კონტრაქტში უწერიათ, რომ მოჩიჩქნილი ორმოები კი არ უნდა დატოვონ, არამედ დროებითი საფარი გააკეთონ. აი მარინა ბერიძეზე კი ვერაფერს გეტყვი, ეგ ქალი თავის კონკურსიანად მაგრად მკიდია, ზემოთჩამოთვლილისაგან განსხვავებით.
ReplyDeleteვერა ნანა.. ვერ გაგიგებდნენ შენაც იმ მარშუტკაში :)
ReplyDeleteშენ ტაქსიტები დაიძმაკაცე (მე მაგრად ვარ ტაქსიტების კასტასთან) და მერე ნახე "ეს მთავრობა რას გვიშვება"
ReplyDeleteკარტოფილის აპარატმა და გვირაბის ამბავმა ძალიან გამამხიარულა, სხვების შესახებ მეტ-ნაკლებად ვიცოდი.
ReplyDeleteძილის წინ კარგია სიცილიო.
აბა ჰეეეე :)
ტაქსისტები? ეს ხო ცნობილია ამბავია ყველას 2 უმაღლესი აქვს დამთავრებული და მასონური შეთქმულების ყველა დეტალები იციან :)))))
ReplyDeleteგაიხარეთ
ხოოოო... ნამეტანი ცუდ დღეში ვართ რა... არა, ეს მთვარობაც რომ ”უბერავს” ფაქტია, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ უფრო...
ReplyDeleteasea tu isea faqtia, rom es mtavroba mainc gvishveba da gvishveba...:))))
ReplyDelete