როცა სტუდიის ტელეფონის ნათურა ციმციმებს არასდროს არ იცი ვინ გელოდება ყურმილის მეორე მხარეს და რისთვის რეკავს. დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ სატელეფონო ზარების საკმაოდ ბევრი "მარგალიტი" დამიგროვდა. მაგრამ ერთია როცა ეს ყველაფერი ეთერში, ან გადაცემის მსვლელობისას ხდება და სულ სხვაა როცა გზააბნეულ ზარებს პასუხობ. როცა უბრალოდ ნომერი ეშლებათ და ამიაში ვერ არწმუნებ. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ გრჩება, ბოლომდე უნდა მიყვე:
- ალო,ალოო
- გისმენთ ბატონო!
- ალო გაზია გაზიი?
- არა ბატონო შეგეშალათ
- არც წყალი? კაი რა კაი....
- რადიოა ბატონო ეს
- რადიო მინდა ახლა მეე???
***
- ალო
- გისმენთ
- ეკას სთხოვეთ
- სხვაგან მოხვდით
- ნუ მემალება რა, დაუძახეთ ეკას
- რადიოა გენაცვალე და ეკა აქ არ მუშაობს
- კაი რაა, რა რადიო. უთხარი მიპასუხოს...
- არავინაა აქ ეკა ძმაო, სხვა ნომერზე რეკავ. ეს რადიოა
- რა რადიო, ვიცი ახლა მაქ ზის და იჭაჭება სიცილით. ვერ მომატყუებს იცოდეს რაა...
- არა ძმაო, აქ არავინ არ ზის ჩემს გარდა და ეგ რადიოა და არა ბინა.
- კაი რა ბექა, ნუ მეკაიფებით. ხომ იცით ისედაც მაგრა დაგრუზილი ვარ...
- არ გეკაიფები და არც ბექა ვარ. რადიოში რეკავთქო, ნომერი აგერია ძმაო დამიჯერე
- გეცინება ხო ხედავ, ესეიგი მეკაიფები
- ...
- ბექა დაუძახე რა ეკას ძმურად. მაგრად მინდა დალაპარაკება.
- ვაა. არაა აქ არც ეკა და არც ბექა. რადიოა ძმაო რადიოო.. ჩართე და მოსიმენ ჩემს ხმას.
- რა პონტში!?
- კაი პონტში. რადიოში რეკავ... ნომერი შეგეშალა..
- აუ ბექა... იცოდე მოვალ ახლა და მაონც დაველაპარაკები ეკას და ნუ მეკაიფები
- ხო, კაი. გამოდი. აქაა ეკა და შენთან საუბარი უნდა. ტელეფონით არა. ისე, პირისირ.
- აუ, მართლა? აუ მატყუებ ეე... მართლა დამელაპარაკება?
- კი, ოღონდ პირისპირ. დროზე გამოვიდესო
- აუ ბექ. ჯიგარი ხარ. ეკა მიყვარხაარ. მოვდივარ ეკაა.. ბექ ყვავილი?
- ყვავილი არა ბიჯო, შამპანიური, რაფაელო და დავაი დროზე...
- აუ ჯიგააარ. მოვდივარ
***
- აუ შენ ხარ?
- ნაღდად
- როგორ ხარ?
- არამიშავს თანად?
- მეც. და ასე უნდა დავიწყება? რატომ არ მირეკავ?
- მეე!? ნომერი არ ვიცი...
- არ ციცი ხო? წუხელ კარგად ჩაიწერე?
- წუხელ ჩავიწერე? სად?
- სად და ჩემთან. ნუ კაიფობ ახლა. დღესაც მარტო ვარ. გამოხვალ?
- აბა რას ვიზამ. აბა მიკარნახე ნომერი...
-....
- რატომ გაჩუმდი? მითხარი აბა ნომერი...
- რომელი ხარ?
- ასე უნდა დავიწყება? არადა წუხელ???
- ვაიმე, სხვაგან მოვხდი!?
- რავიცი აბა? ისე ეს რადიოა!
- რადიოო? აააა, დებილოოო ( ოთახში ვიღაცას უყვირის ) ხომ გითხარი არაა ეს სი ნომერითქოოო...
***
- რამე დაგიშავეთ? რამდენჯერ შეიძლება ადამიანის ასე გაწვალება?
- რა ხდება ქალბატონო?
- დამაწყდა თვალები ყველა ღამე.. რამე დაგიშავეთ?
- თვალები? სად რეკავთ კიმაგრამ?
- სად და თქვენთან. არ ვიცით ბატონო ეს ინგლისური და ამიზა დაგვჩაგროთ უნდა? ესაა სამართალი? ამიტომ ვიდექით უნივერსიტეტთან სამი დღე?
- რა შუაშია უნივერსიტეტი, ინგლისური და თვალები ქალბატონო. დაწყნარდით და ამიხსენით
- რა და რომ ატრიალებთ ამ ინგლისურ ფილმებს და არ თარგმნით... დამაწყდა თვალები ყველა ღამე მაგის კითხვით. ნელა მაინც დაწერეთ, ვერ ვასწრებ წაკითხვას...
- ქალბატონო დაწყნარდით... ეს რადიოა ქალბატონო. ჩვენ ფილმები არ გავეხება.
- რადიო ხართ მარლა თქვენ... მარტო მუსიკას თუ მოისმენ ადამიანი თვარა ენას ვერ ვხდები აბა და დანარჩენი ქეა აი ხვევნა კოცნა და ეროტიკა. ასოები მაინც გაადიდეთ, ვერ ვკითხულობ
- კაი ბატონო. ასოებს გავადიდებთ. მარა ეს რომ რადიოა რა ვუყოთ ამ საქმეს? ნომერი შეგეშალათ.
- შეგეშალათ ხო....შეგეშალათ... არადა თავიდან რა კარგი არხი იყავით. საწყალი პატარკაციშვილი რომ ცოცხალი იყო...
***
ზარი სტუდიაში:
-ალო, სწორი პასუხია არქიმედე...
-რა არქიმედე ბატონო, სად რეკავთ!?
-რადიო არაა ეგ? ხოდა არქიმედე!
-ძალიან კარგი რო არქიმედე, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ?
-გათამაშებაში კითხვა რომ იყო... ე.. იმის პასუხი. პირველმა დავრეკე ხომ?
-კი ბატონო აშკარად პირველი ხართ. ყველას დაასწარით. მაგრამ ნომერი შეგეშალათ...
-ჰიი, ეგ გათამაშებაა ხომ? ეთერში ვარ ხომ?
-არა გენაცვალე, სხვა რადიოს უსმენდი ეტყობა, ჩვენ არაფერი გაგვითამაშებია. შესაბამისად არც გამარჯვებული და არც პრიზი არარსებობს.
-რატომ? დავაგვიანე? დარეკა უკვე ვინმემ?
- არ გვაქვს გათამაშება, ნომერი აგერიათ ეტყობა..
- არა სწორედ ავკრიფე და პასუხიც ვიცი. არქიმედე
- .....
- ალო, გავითიშე?
- აშკარად. სამწუხაროდ დაგასწრეს ჩემო ბატონო. დარეკეს თქვენზე ადრე და სწორი პასუხია ჯრდანო ბრუნო. თქვენ ვერ გამოიცანით..
- რომელი ჯორდანო? აბა არქიმედე?
- რომელი და ის.. ბრუნავსო ბრინავსო...
- აა. კაი მადლობა მაშინ და ბოდიში.
-რისი ბოდიში, დარეკეთ ხოლმე
***
დარეკეთ ხოლმე :)
გაასწორა, განსაკუთრებით მეორე ისტორიამ ;) :)
ReplyDeleteკაგად ვიცინეე:)))
ReplyDelete:D რამდენი ვიცინე...
ReplyDeleteგაძლებას გისურვებთ
:) გაიხარეთ. ხდება ხოლმე ასეთი ამონათებები. ეს კიდევ "გზააბნეული ზარები" გავიხსენე. :)
ReplyDeleteძილის წინ მოვკვდი სიცილით :-D მივგორდები ახლა საწოლამდე და აწი ცუდი დღის მერე სულ ამ პოსტს წავიკითხავ :-)
ReplyDeleteაუ, ახლა დებილივით ვიკრიჭები და არ მახსოვს კონკრეტულად რომელ ისტორიაზე, გაბადრული სახით რომ ვზივარ, ფაქტია.
კაი იყო, მადლობა მართლა.
საცოდავი ბიჭი, რა ტყუილად იყიდა რაფაელო :-)
იმედის ამბავიც კაი იყო და იმ კაცს რა უნდოდა ვერ გავიგე, კაი, გაზი ეგონა, მარა არც წყალიო რაღა იყო :-D
მოკლედ, კიდე თუ შეაგროვებ რამეს, არ დაიზარო და გაგვიზიარე ;-)
(დებილიგაბადრულისმაილი)
hehehe datuciaaa, mito xar kidev ucolo shen?! ))) mome nomeri mec dagirikino apa :P
ReplyDeleteჰაჰაჰაააააა :))))))))))))))
ReplyDelete