Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მისია "მშრალი ფეხები" შესრულებულია!

მისია "მშრალი ფეხები" შესრულებულია!
სამარშრუტო ტაქსთან მივცურე. ხო მივცურე. ადრე მიკვირდა როცა ტელევიზორში ციმბირელ, ყინულის ჭრილში მყვინთავ ბიძებს აჩვენებდნენ. რა ჯანმრთელობა აქვთ ასეთი მეთქი. თურმე სულ ტყუილად მიკვირდა. არანაკლებ ყინულოვან წყალში მომიწია დღეს სელაპივით ყვინთაობა. ბათუმში ასეთი ტბორი არასდროს მდგარა. უკვე აზრი არ ქონდა ტროტუარზე მშრალი კუნძულების ძებნას. "წინ მშრალი მომავლისკენ" გავიფიქრე მე და გზა განვაგრძნე.
სამარშრუტო ტაქსში საპატიო, მძღოლის გვერდითა სავარძელი და სიმბოლურად გადასადები ღვედი მერგო. მერგო ამასთანავე ორი გოგოს ყოვლის მომცვლელი, საკმაოდ ხმამაღალი და შეუჩერებელი საუბრის მოსმენის პატივი. იქედან გამომდინარე რომ მძღოლი ლამის იყო ტროტუარზე ადიოდა და სადარბაზოებიდან ხვერწნით აგროვებდა
მგზავრებს. გზა საკმაოდ გამიგრძელდა. სამაიეროდ გოგონების წყალობით მგზავრებმა გავიგეთ თუ :"რა ეცვა ნათიას სიდედრს. სად იყო წასული კახა როცა ანას ატყუებდა. რატომ იყიდა ნაზიმ მაინც და მაინც ის ყვითელი სტოლსაფარი როცა მზიამ ისტამბულ-ბაზრიდან უკეთესი იისფერი ჩამოუტანა. აჭართაიგულში რომ კაი თაიგულებს აკეთებდნენ მაგრამ ახლა გააფუჭეს. ანზორს რომ გელამ ფული ასესხა და სტამბულში რომ წამოვიდა და ლენასთან რომ შეუსწრო... "სწორედ მაშინ ჩამოვეი ჩემს გაჩერებაზე და ყურებზე თოვლი მივიდე... ზოგჯერ რა კარგია სიჩუმე!!!
ხოფა- 90 იანების მექა, იერუსალიმი და რომი. ყველა გზა და სამარშრუტო ტაქსი ასე თუ ისე აქ მოდიოდა. დღეს ცოტათი მოაკლდა "მლოცველები" მაგრამ ისეთი "იშვიათი" ნივთისთვის, როგორიც რეზინის ჩექმაა აქ უნდა მოხვიდე. ხოდა მოვედი მეც. ჩავდექი როგში და მედგრად ვულძლებდი ფეხქვეშ კოჭებამდე ცივ წყალს. "აი რა ღირს!?-20ლარი.მომე 43,42 და 41 ზომა. ქალბატონო აი ორივე მარცხენაა.. დეექცა დაბადება ჩინელებს. პაპიი, მე ყვითელს მიყოდი? ყვითელი იქნება რომ ჩაგაბარებ. რას იძრობდი ფისკულტურაზე ვალინკას, ვენაცვალე ვინც მოგპარა! მაი ქალისა ბატონო დაანებეთ თავი! რაზე ხდებით? ამხელა გვირილა რომ ახატია საკმარისი არაა!?" მოკლედ დიდად მეწუნიობის თავი აღარ მქონდა, ზომა მოვიკითხე და ეგრევე წამოვედი (გამოვცურე) სახლამდე კბილების კაწკაწით მოვედი. შხაპი, ჩაი, და ყველაფერი რაც სითბოსთან ასოცირდებოდა... სამაგიეროდ!?
სამაგიეროდ ღამის ეთერისთვის სამსახურისკენ გზას კარგად ეკიპირებული გავუყევი. ჩემი რეზინის ჩექმები შეუპოვრად აპობდნენ თოვლს, წყალს და მიიკვლევდნენ გზას სამსახურისკენ. ბავშვობის მივიწყებული გრძნობა გამახსენდა. აი ის, ღრმა გუბეებს რომ ეძებ და გემოზე გადი გამოდიხარ. თან გსიამოვნებს როცა ფეხი არ გისველდება. ეჰ არ ვიცოდი ეს, საკმაოდ არასაიამოვნო მოგზაურობა ასე თუ დამამახსოვრდებოდა. არა რა, აი ამ გუბებში ტყაპუნის, მაღალ-ბათუმურ თოვლში გემოზე სიარულის და ბავშვობის მივიწყებული ანცობის გახსენებისთვის, სახლში ერთი რეზინის ჩექამა უნდა ეგდოს ნაღდად ღირს. დრომ მოიტანა, ინგლისურის და "ვალინკების" გარეშე დღეს ვეღარსად წახვალ. მითუმეტეს ბათუმში!!!

ხო ისე, ვალინკებს რუსები ქეჩისგან შეკერილ მაღალ ყელიან ფეხსაცმელს ეძახეან. ეს კი რეზინის  ჩექმაა!!!

11 comments:

  1. ზღაპრულად თბილი რეზინის ჩექმა ვიყიდე. ისე ბედნიერად დავაბიჯებ ეხლა წყალსა და ბალოტში გეგონება საუკუნეა გარეთ არ გასულაო. დაილოცოს ბათუმელების კიბეებზე ჩემი დაგორება. ვალინკის პატრონი გამხადა უცებ :)

    ReplyDelete
  2. "ბათუმელებმა" მოგიწყვეს ტარიელ. გაიძულეს :)))

    ReplyDelete
  3. ვხარხარებ :DDDDDDD გაიხარე დათო, ძაან ვიხალისე, მგონი მეზობლები გავაღვიძე ისე ხმამაღლა ვიცინოდი :DD

    ReplyDelete
  4. გაიხარე ნან :)მალე თქვენს ოჯახშიც მენახოს ასეთი ბედნიერება ნენააა :)))

    ReplyDelete
  5. დრომ მოიტანა, ინგლისურის და "ვალინკის" გარეშე ვერსად ვერ წახვალ :) წავალთ!! :)

    ReplyDelete
  6. ნათიას რანაირად შეიძლება ყავდეს სიდედრი? დედამთილი ალბათ.

    ReplyDelete
  7. ნათიას გააჩნია ფიქრო :) და მონდომებას :) ისე მართლა .. რანაირად!?

    ReplyDelete
  8. ბევრი ვიხალისე :-) ”ვალინკები”, როგორც შენ ამბობ - რეზინის ჩექმა, უკვე კაი ხანია შევიძინე, ვიცოდი რომ გამომადგებოდა ადრე თუ გვიან და მასეთ ამბებში არ მოვხვედრივარ საბედნიეროდ. აი, ბავშვივით წყალში ტყაპატყუპი კი გაიხარე, რამდენიც გინდა :-) ამას ემატება უეცრად მოსული თოვლის სიხარული და დებილღიმილიანი სახით სიარული და შედეგი - წყალში მოტყაპუნე გოგო მოდებილო ღიმილით :-) რა კაი სანახავი ვიქნებოდი :-)
    პ.ს. იმ გოგოების ჭორაობის ”საგნები” მეცნო ხო იცი, დამთხვევაა ნეტა? :-)

    ReplyDelete
  9. ყოველთვის მინდოდა ყინულჭრილში ცურვა, სასწაულად ცხელი წყალი უნდა იყოს. ყინული ბოლოს უკვე ისე ხურდება ხოლმე, ვეღარ იგებ გცივა თუ გცხელა.
    მაგარი პოსტია.
    ბათუმიდან მართლა ყველა გზა ხოფისკენ მიდის, მგონი =))

    ReplyDelete
  10. სოფი - რა ვიცით როგორ შეიცვლება კლიმატი. სავსებით შესაძლებელია რომ აქაც მალე მასე იყოს. ისე სიცივის განცდა ძალიან გავს დამწვრობას. მოყინულიც დამწვრობის ხარისხით გადის თუ არ ვცდები. :) რა უნდოდა ახმა ამ ფაქტს აქ!? :) ხოდა გაიხარეთ ვალინკიანებო და გასავალინკიანელებო :))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]