26.04.10

ისევ შოკოლადი


რამოდენიმე თვის წინ “ღმერთების საჩუქარზე” , შოკოლადზე გიამბეთ. უფრო სწორედ დაგაგემოვნებინეთ სხვადასხვა სახის ნუკბარი ჩემს ვირტუალურ კაფეში. შემდეგ კი შეგპირდით რომ ამ სასუსნავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით მეთქი. ხოდა მოვიდა დრო შოკოლადით გათხაპნული თითები გავილოკოთ და ცოტათი უფრო ახლოს გავეცნოთ ამ “საჩუქარს”.
ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ შოკოლადი უმრავლესობისთვის კარგ განწყობასთან, ამაღლებულ ტონუსთან ასოცირდება. უპირველეს ყოვლისა ეს შეგრძნება ჩვენი ცელქი ბავშვობის დანატოვარია. ყველაზე გემრიელი და საოცნებო ტკბილეული ხო შოკოლადის ფილა, ან დათუნიას კანფეტები იყო. გაიხსენეთ რა ნეტარებით მუსრავდით საჩუქარს. თან ვაი თუ ვინმე შეგეზიარათ. სადმე უნდა განმარტოვებულიყავით და მმმ. რა გემრიელიააა…
რათქმაუნდა მარტო “ტკბილ მოგონებებში” არ არის საქმე. 
კოფეინი! ერთი ფილა შოკოლადი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე ხსნადი ყავის სერიოზული პორცია. გარდა ამისა შოკოლადი შეიცავს რკინას, მაგნიუმს და კალიუნს. ეს ის ნივთიერებებია რომელთა უკმარისობაც იწვევს გულის რითმის, ნერვული იმპულსების გადაცემის სიხშირის დარღვევას. კალიუმი ნატრიუმთან ერთად კი ზემოქმედებენ სისხლის წნევაზე და გულის კუნთების სწორ რიტმზე. რაც შეეხება ცილებს და ცხიმებს, მათი შემცვლელობა შოკოლადში 30 %-ია რის გამოც 100 გრამ შოკოლადზე 500 კალორია მოდის. ეს ისე, ქალბატონებიშთვის. თორე ჩემთვის ორჯერ მეტიც რო იყოს ამით არც არაფერი იცვლება.

თუ სამოგზაუროდ ემზადებით, გირჩევთ  ერთი ან ორი ფილა შოკოლადი მაინც ჩადოთ ჩანთაში. ის ძალიან სასარგებლო საგზალია. რაზეც უთუოდ დამეთანხმებოდნენ ის ალპინისტები რომლებიც 1993 წელს კავკასიონის ქედს გადაღმა ჩარჩნენ თოვლში და მათი საზრდო რამოდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ცალი მარსის შოკოლადი გახლდათ. შოკოლადი ასევე ამერიკის სამხედრო ფორმირებების პირად რაციონშიც არის შეტანილი. მას დიდი სიამოვნებით კვნეტენ ასტრონავტებიც კოსმოსში.
ხო მართლა, სულ ტყუილად გაშინებენ კარიესით. შოკოლადს ყველაზე ნაკლები ზიანი მოაქვს  ემალისთვის. ის სწრაფათ ათვისებადია, ხოლო დარჩენილ ნაწილაკებს ნერწყვი ძალიან მალე აცილებს კბილებს.
მის თვისებებზე მეტს აღარ ვისაუბრებ. არ მინდა ქიმია ბიოლოგიის გაკვეთილს დაემსგავსოს. ახლა რამოდენიმე საინტერესო ფაქტს გიამბობთ. დავიწყოთ ასე.


იცით თუ არა რომ: 
კაკაოს ნაყოფი ნესვს პატარა წააგავს. მის შიგნით 20 დან 40 წლამდე კაკაოს მარცვალია მოთავსებული.

ერთი კილოგრამი კაკასო მისაღებად საჭიროა 900 კაკაოს მარცვალი.

პირველად შოკოლადის ფილა მეთვრამეტე საუკუნეში, მექსიაკაში შეიქმნა.

“გირი-ჩოკო” ანუ სოკოლადის ვალი. ასე ქვია იაპონურ ტრადიციას სადაც ბატონები თავის ქვეშემჯდომებს კეთილგანწყობის ნიშნად შოკოლადს სჩუქნიდნენ

შოკოლადის ყველაზე დიდ მომხამრებელს ბრიტანეთი წარმოადგენს. შოკოლადის ხვედრითი წილი ადამიანზე აქ რვა ნახევარ კილოგრამს შეადგენს.

საინტერესოა , რამდენ კოლოგრამ შოკოლადს ჭამთ თქვენ. თუმცა რაც მეტი მით უკეთესი. მე კიდევ დაგიბრუნდებით და მოგიწვევთ ჩემს საკონდიტროში. ოღონდ შემდგომში შოკოლადის ნაირსახეობაზე მოგიყვებით. მანამდე კი შემოფრცქვენით შოკოლადის ფილას ფოლგა. მოკალათდით სავარძელში და ის შეგრძნება გაიხსენეთ. ბებო რომ ჩუმად გაძლევდათ გადანახულ შოკოლადს და ნეტარებით რო აცმაცუნებდით. თან იმაზე ფიქრობდით როგორმე გაგეხანგრძლივებინათ ეგ მართლაც არამიწიერი სიამოვნება.

მომავალ შეხვედრამდე ჩემს ვირტუალურ კაფეში.

25.04.10

სააღდგომო ხე

ეს თემა ადრე მქონდა გამზადებული აქ დასადებად. მაგრამ რატომღაც დამავიწყდა. კომპს ვალაგებდი და ახლა წავაწყდი. იდო თავისთვის. მოწყენილი. ხოდა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გამოვაქვეყნებ. მაინც საინტერესოა.
მაინც მეთქი იმიტომ ვამბობ რომ სააღდგომო ხეზე. დიახ, სააღდგომო ხეზე მინდა მოგითხროთ. მესმის რო ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილია საახალწლოდ ნაძვის ხის, ან ჩიჩილაკის მორთვის ტრადიცია ( რომლის ფესვები სხვათაშორის ძალიან შორს, წარმართულ ხანაში მიდის) ახლა კი მინდა მოგითხროთ კიდევ ერთი ხის მორთვის ტრადიციაზე რომელიც ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენთანაც დამკვიდრდება. რატომ? ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

სურათზე გამოსახული უჩვეულო ხე გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ბინადარს, ბატონ ვოლკერ კრაფტს ეკუთვნის. მან პირველად სააღდგომო ხე თავის ბავშვობაში, 1945 წელს იხილა ( რაკი 45-ში გერმანელებს სააღდგომო ხეებისთვის "ცხელოდათ" თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ასეთი ხეები ტრადიციული ყოფილა მათი კულტურისთვის ). ბატონი ვოლკერი ისე მოხიბლულა რომ გადაუწყვეტია, მე რომ გავიზრდები (ძალიან მიყვარს ეს ფრაზა), აუცილებლად მექნება ჩემი სააღდგომო ხეო!


ხოდა ჰოი სასწაულო. გაიზარდა ჩვენი ბიჭი. მოიყვანა ცოლი და ეზოში პატარა ხეც დარგო. რომელიც შემდეგ პირველად მორთო 18 ფერადიი კვერცხით.


დრო გადიოდა. ხეც და ოჯახიც იზრდებოდა. სულ უფრო და უფრო მეტი კვეცხები იყო საჭირო მის მოსართავად. საქმეში უკვე არამარტო შილიშვილები, არამედ მთელი ქალაქი ჩაერთო (ზალფენდი). სულ მალე ვოლკერ ბაბუას სააღდგომო ხე საქვეყნოდ ცნობილი გახდა და მას უკვე ფოსტით უგზავნიდნენ სააღდგომოდ შეღებილ ფერად კვერცხებს.

 2010 წელს სააღდგომოდ ხის მოსართავად 9500 კვერცხი იყო მზად...



ტრადიციად იქცეს მეთქი ვთქვი. მე მგონი თქვენც დამეთანხმებით. სასაფლაოებზე მიმოპანტულ დალეწილ კვერცხებს ცოტათი მაინც ხო სჯობია ასეთი რაღაცის ხილვა?


ესეც ასე. პოსტი არ დაიკარგა. მესიამოვნა. დაგვიანებით. მაგრამ მაინც იხილა დღის სინათლე .

20.04.10

ღრუბელთა კარიბჭე

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. გადავწყვიტე რომ აქ გამეკეთებინა ჩანართი სადაც ყოველ კვირას, პატარა ექსკურსიას მოვაწყობდი ჩემს საყვარელ სამყაროში რომელსაც სახვითი ხელოვნების სამყარო ქვია. აქ იქნება ყველაფერი რაზეც  ჩემი ყურადღება შეჩერდება და რასაც თქვნთვის გასაზიარებლად გავიმეტებ. მართალია თავიდან ამას ჩემს სხვა ბლოგზე, ჩარირამაზე ვაკეთებდი. მაგრამ აქაც არ იქნება ურიგო. ("სირბილიც" არ მოგიწევთ)

მაშ ასე. დავიწყოთ ძალიან საინტერესო ქმნილებით



ეს უცნაური სკულპტურა რამოდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს მილენიუმ-პარკში დადგეს. მის პრიალა ზედაპირზე  ირგვლივ არსებული სამყაროს ალმაცერა ანარეკლი სჩანს.


 ეს ინდოელი მოქანდაკის, ბომბეელი ანიშ კაპურის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. მისი სახელწოდება "ღრუბელთა კარიბჭე" გახლავთ.


162 -ი უჟანგავი ფილადის ერთმანეთზე დადუღებული და გაპრიალებული ქმნილება მართლაც რომ მომაჯადოვებელია.


მისი შექმნიშ იდეა მოქანდაკეს ვერცხლის წყლის წვეთის ფორმებით ტკბობამ გაუჩინა. "ღრუბელთა კარიბჭედ" ჩაფიქრებულ ქმნილებაზე მუშაობისას აზრადაც არ მოსცლია რომ მის სკულპტურას ჩიკაგოს პარკში ლობიოს დაარქმევდნენ. თუმცა ამის გამო მას მშვნიერება ნამდვილად არ მოკლებია.


 მისი წონა 99,8 ტონაა, 10 მერტი სიმაღლეში, 20 სიგრძეში და 13 სიგანეში. თავიდან ავტორი ვარაუდობდა მისი იდეის განხორციელებას 6 მილიონ დოლარი ეყოფოდა, მაგრამ ამ ციფრმა 22 მილონამდე მიაღწია. თუმცა დამეთანხმებით რომ მის შემხედვარე ფულზე ნამდვილად აღარ ფიქრობ.


დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თუნდაც მიმსგავსებულ ქმნილებას საქართველოში.

17.04.10

შაბათმა-ც ჩაიარა

მოვედი. დავიღალე, მაგრამ კარგი ყოფილა მზე.
დღეისთვის დაგეგმილი მისია შევასრულე. ასეთი გემრიელი შაბათი კარგა ხანია არ მქონია.
მზის გულზე ვიჯექით და კატის კნუტებივით გატრუნულებმა, მზეს მიფიცხებულებმა მივხვდით რომ საუბარი მოიცდიდა. მზით ვიმუხტებოდით. ლუდიც მოგვიტანეს და "სიფთაც" გავხსენით...

ეს ახლა ვსხედვართ ასე ლაღად და ფრთაგაშლილად თორე რამოდენიმე თვე და აქ ჭყლეტა იქნება. მანამდე უნდა მოვიბეზროთ, მოვიძულოთ და მოვიყეჭოთ.
ზღვა არ ღელავდა. შაბათი იყო მისთვისაც.
 გამოცოცხლებულ ბულვარში მოჭუკჭუკე წყვილების და საბავშვო ეტლებით მოსეირნე დედიკოების შესაშური სიმრავლე უკვე საგრძნობი იყო. იყო აბა რა, 2 კილომეტრი გავიარე და სკამი ვერ ვნახე თავისუფლად. ძალიან მონდომებულნი უკვე მზით ირუჯებოდნენ. ნაკლებად მონდომებულნი შორიახლოს იჯდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ვისთვსაც ესეც დასაზარი იყო, იქვე ფიჭვნარში, ჩეროში ისვენებდა. ხოლო ვისაც სიარულიც, ხეტიალიც, მზეც, ზღვაც, ლუდიც და სუნთქვაც ეზარებოდა ფერიის სასაფლაოზე ისვენებდა.

ღობე შემოცლილ შერატონსაც სიამოვნებდა ეტყობა მზე. ცოტა გადახრილიც კი მეჩვენა...

მშვენიერი გამოდგა ლუდის მიღების პროცედურა ღია აივანზე. მერე ნავსადგურისკენ გასეირნება. იქ ამერიკელები ჩამოსულან ნაცრისფერი საბრძოლო ფრეგატით, რომელის სიმშვიდესაც ჩვენი პაწაწუნა კატარღები იცავდნენ. სანაპიროზე მეთევზეთა რიგი იდგა,  მოქნეული ანკესების, დამშეული თოლიების, ანკესზე მომსხლტალი თევზისგან გაბრაზებული მეთევზეების და მოყიჟინე პატარების ხმები ერთმანეთში ირეოდა. 
მერე ბინდი ჩამოწვა და დიდი. გემრიელი პიცის დროც მოვიდა.მ...
ძალიან გემრიელის.
მერე ისევ ქუჩები. ლამპიონებით განათებული ბათუმი და მერე უცაბედი აღმოჩენა " აქ ხო ვიყავით?! რა პატარაა ბათუმი! ყავა?! ყავა!"

ხოოდა აი ასეთი იყო შაბათი. ხვალ კვირააო ამბობენ. არ მინდა წინასწარ დავგეგმო. ვნახოთ რა იქნება.

მზე არსებობს თურმე, თან ათბობს...

დღეს პირველად გავხდი იძულებული პიჯაკი გამეხადა და ხელით მეტარებინა. ეს უცნაური შეგრძნება ბუნდოვნად მახსოვდა. აი ის შემთხვევა იყო, როცა გაგახსენდება, გესიამოვნება და სიამოვნებისგან გაგეღიმება. სწორედ ასეთი ღიმილით დადიოდა დღეს მთელი ბათუმი.
ის დღე იყო, სამსახურში, ოთახში გამომწყვდეულს რომ არ გინდა ყოფნა და რედაქტორები რო გარეთ დასდევენ ჟურნალისტებს "გეყოფა, შემოდი"-ო. დღეს კიდე ვერ მოვახერხე. მაგრამ აი ხვალ... ხვალ გავალ ბულვარში. ზღვის პირას დავჯდები და გავისუსებიიი.... არა, რა გარუჯვა... უბრალოდ გავთბებიი. თან ზღვაც ისეთი წყნარიაა. იმედია ხვალ არ გადაირევა.

თუმცა ვნახოთ, ამასწინად რო გავედი ველოსიპედისტებისთვის სავალ ბილიკს აკეთებდნენ და გადათხრილი იყო ყველაფერი. მაშინ?! ა, მაშინ მწვანე ბარში მივალ. ღია აივანზე დავჯდები აი იქ დავლევ ყავას. ოო, კარგია. ლუდისთვის ჯერ ადრეა. ლუდი აი მაშინ. მზე რო დააცხუნებს და ქოლგის ჩრდილი ყველაზე სასურველ ადგილად რო იქცევა ქვეყანაზე. ლუდის დაცვარული კათხის შეხებაზე კი შვება მოდის. აი ლუდის ქაფის ქვეშ კი მმმ... კარგია ზაფხულიი...

ეჰ, მანამდე კი მოთელვა უნდა ჩავატარო. მაგრამ არაა... ლუდი მანამდე მე პირადად დიდად არ მხიბლავს. მე მგონი მასაც მისი დრო აქვს. ისევე როგორც საშობაო ღვეზელს, სააღდგომო პასკას და საახალწლო ხალადეცს. ზოგი იტყვის იყოს და ყოველთვის კარგიაო. მარამ რა ვიცი. მგონი რომ თავის დროზეა კარგი ყველაფერი.
ხვალ მაინც კარგი დრე უნდა იყოს. მე ასე მინდა. ხვალ გაზაფხულის მზის მთავარი პრეზენტაცია იაქნება. ( თუ არ გაგიჟდა ხვალ ამინდი და თავსხმა წვიმა არ დამასხა).
აი ველო ტრასასაც დააგებენ და მერე გავხედნი ჩემს ორთვალა ველოს. კარგა ხანია არ ვმჯდარვარ. ალბათ თავბედს ვიწყევლი პირველ ჯერზე. მაგრამ მაინც კარგია. გავყვები ახალ ბულვარს და მერე...
ისე ვოცნებობ თითქოს აქამდე გადაადგილება შეზღუდული ვმჯდარიყავი საკანში. თუმცა ასეც იყო, ზამთარი, წვიმა, სიცივე, გუბეები, თბილი ქურთუკი, სველი ფეხები, გაყინული თითები, წაწითლებული ცხვირი და ქოლგის ქვეშ შემალული ქალაქი.
 ახლა?! ახლა საგაზაფხულო "ამინისტიაა" ყველასთვის ვისაც უყვარს მზე, ხეტიალი, ზღვა, ლუდი, ყავა... და ასე შემდეგ.
უჰ.. ეს ყველაფერი ხვალიდან.
მზე არსებობს თურმე, თან ათბობს...

09.04.10

Девушка - не будите во мне кролика!

ჩემი მეგობრის, ნანას ბლოგში წავაწყდი ამ თემას. თუმცა წავაწყდი რა?! დაწერა და დადო ბლოგზე.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ გოგონების საუბარს ვესწრებოდი, სადაც განხილვის თემად ის ყო თუ როგორი უნდა იყოს იდეალური მამაკაცი. ასეთი, ისეთი, ამისნაირი იმისნაირი. ასეთი საუბრებისას სულ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული მენიუ აქვთ ხელთ და თითის ჩამოყოლებით არჩევენ : “ეეს?? არააა… აბა ასეთი? რა ვიცი… ვითომ? არა რა, აი ისეთი მაინც არარი აი იქ როა!”. ხშირად მომისმენია გოგონების აზრი იმის შესახებ თუ როგორი მამაკაცი სურთ იხილონ გვერდით. თუმცაღა შემდეგ მათ გვერდით მყოფი მამაკაცები რადიკალურად განსხვავდებიან რამოდენიმე ხნის წინ ისევ მათ მიერ “დახატული” მამაკაცისაგან. რათქმაუნდა, კითხვაზე  რატომ?, პასუხია “ რა ვიცი, ესეიგი არ არსებობს?!”.

თუმცა მარტო გოგოებთან რომ იყოს ასე საქმე რა უჭირს. აი ჩვენ. რამდენჯერ დავმჯდარვართ და დაგვიხასიათებია სასურველი ქალის პორტრეტი. ზოგს ქერა მოსწონებია, ზოგს შავტუხა, ზოგს მაღალი, ზოგსაც თხელი ან ძვალმსხვილი, ზოგსაც მესამე ზომის პატრონი. თუმცა ეს ყველაფერი  რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევე იცვლებოდა როგორც მორიგი ლუდის კათხა. არ არსებობს კონკრეტული სტერეოტიპი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ის. მთავარია რომ ის იყოს ქალი. ხოლო სიტყვა ქალი ამ შემთხვევაში აერთიანებს ყველაფერს რაც გულისხმობს:  სილამაზეს, ეშხს, ვნებას, სურვილს, სინაზეს, ინტრიგას, ხიბლს, ცნობის, ნდომის, წყურვილის მოკვლის სურვილს, (ხოხოხოხოოო რა გავტოპე?).თუ გნებავთ ბოლოდან დაიწყეთ, მე არ მეწყინება.

 იკითხავთ ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ქალი მარტო ეგ ხომ არ არისო!? რათქმაუნდა არა. მაგრამ არც მთლად უამისობა ივარგებს. თუმცა ლამაზ ჭურჭელში თუ რაიმე კარგი არ ასხია… ხო! ესეც მართალია! სანამდე იქნები იმის ფიქრში “ აუ ახლა ამან პირი არ ააღოს და რაიმე სისულელე არ დაარეხვოს”-ო. ესეც მოსაბეზრებელი ხდება.( ვათანხმები ნანას ).
 ზემოდ ჩამოთვლილ მახასიათებლებში შეგნებულად არ ჩავსვი სიტყვები: ინტელექტუალური, საინტერესო მოსაუბრე, მხიარული, გამგებიანი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ თავში ჩამოთვლილი სიტყვები არამხოლოდ ფიზიკური ლტოლვის მახასიათებლებია . აქ ასევე იგულისხმება სულიერიც. რადგან ერთი მეორეს გარეშე დიდხანს ვერ ძლებს ხოლო მეორე პირველის გარეშე დიდად მოთხოვნადი არც არის.

რაც შეეხება ფრაზას “გააღვიძე ჩემში მხეცი”… აქაც ვეთანხმები. თუ “მას” სძინავს, აუცილებლად უნდა გააღვიძოთ. მაგრამ თუ არ სძინავს? თუმცა არიან ქალები რომლებსაც ჩვენს ქვეცნობიერში სულ სხვა მხეცის ან ფრინველის  გაღვიძება შეუძლიათ . 
მაგალითად ლოსის - თუ ის გამუდმებით ქაქანებს სტრაზებზე, დაქალის ვერტუზე და ვარდისფერ ტეტე აუდზე. 
პინგვინის - თუ ის ფეხს არსად გადგმევინებს და მის ჭკუაზე გაბზრიალებს. 
ცხვრის - თუ გაზეპირებინებს მისი სადაქალო- სანათესაოს დაბადების დღეებს და ამასთანავე სხვას ეკეკლუცება. 
ინდაური - თუ იმდენს გაქებს და გადიდებს რომ მისი შემყურე თავი მართლა გენიოსი და ერთად ერთი გგონია.

მოკლედ საინტერესო თემაა.სტერეოტიპი არ არსებობს. ეგ გემოვნების ამბავია. მაგრამ იმას ვეთანხმები რომ თუ მხეცს სძინავს, ის უნდა გააღვიძო. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არააქვს ეს ქალს ეხება თუ კაცს. ორივესთვის სასარგებლოა.
სსარგებლოზე გამახსენდა. ზაფხული მოდისДевушка - не будите во мне кролика! :))))


07.04.10

ვაშა,"ნათლობა" შედგა

ვაშა. დიდება, გვეღირსა. აჰა ფეერვერკიც და გადაჭრილი ლენტი.ნათლობა შედგა


როგორც იქნა გავიგეთ თუ რა ფუნქცია უნდა ეკისრა ბათუმის ბულვარის შესასვლელთან გაწოლილ თეთრ "ტალღა-დელფინ-რაღაცას". რას არ აბრალებდნენ. ტელევიზიით იმასაც კი გვიმტკიცებდნენ რომ ეს არწივის თვალიაო და აქ ტურისტებისთვის საგამოფენო სერვის-ცენტრი იქნებაო. მერე არაო. ეგო ნიჟარააო და მაქ საგამოფენო დარბაზი იქნებაო ( რისი ვერ გავიგე ). მერეო არაო. მაქ კაფე ბარი იქნებაო. მოკლედ კენედის მკვლელობის გარდა ყველაფერი დააბრალეს.


საწყალი "ტალღა-დელფინ-რაღაცა" კი იდგა (თუ იწვა) და ელოდა თავის ბედს.
და აი ისიც... ვიღაცას გაახსენდა,ან მოაფიქრდა, ან დაესიზმრა. მოკლედ ვიღაცამ თქვა რომ მანდ ქორწინების სახლი კაი იქნებოდაო და მართლაც.. ქორწინების სახლი არ ყოფილა? აქ რამ მოგიყვანა შენ მადლიანო შენა ჰაა?
მოკლედ ასეა. დღეს ოფიციალურად გავხსენით. ოფიციალურად დავაქორჭინეთ ოფიციალურად მოსული ოფიციალური წყვილები და ოფიციალურად გავისროლედ ფეერვერკებიც.


ისე კარგი გადაწყვეტილებაა. ბულვარის შესასვლელში ქორწინების სახლი. მერე წყვილი ბულვარს გაყვება ფოტოებს გადაიღებს. მერე იქვე, ყოფილ აჭარა მიუზიკ ჰოლის თეთრი ტენტით გადაჭიმულ "სეფა-დარბაზში" იქორწინებს. მერე ქორწილიდან მთვრალი პერსონები იქვე გვერდით დელფინზე აღოღდებიან სურათის გადასაღებად, მომღერალ შადრევნებს აჯობებენ სიმღერაში და ბოლოს ზღვის პირას გაგრილდებიან.
ასე რომ არ გაგიკვირდეთ პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლის მიერ სხვებისთვის გადაგდებული საქორწინო თაიგულის ნაფლეთები რომ იპოვოთ.


გამრავლდით და გაიხარეთ.
მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა.

საინტერესოა ბულვარის თავში თუ ქორწინების სახლი დადგეს. ბულვარის ბოლოს ნეტა რა იქნება???

06.04.10

ჭადრაკი და საკუთარ კარში გატანილი გოლები

როცა პაიკი დაფის ბოლოს გააღწევს, ის უკვე დედოფალია...

ალბათ ერთად ერთი თემაა რომელსაც ყველანაირად ვუვლიდი გვერდს. არ მინდოდა მასზე მესაუბრა, მემსჯელა და ამით გავსვრილიყავი. პოლიტიკა. დიახ, საკმაოდ კარგად ნაცნობი და მობეზრებამდე ყურსშეჩვეული სიტყვა. ქართველი მამაკაცი, როგორც წესი, დღეში დაახლოებით 45 ჯერ ფიქრობს სექსზე და 40 ჯერ პოლიტიკაზე. დიდი კავშირი ამ ორს შუა არ არის. უბრალოდ როგორც წესი სიამოვნებას ის უფრო ღებულობს ვინც ზემოდან არის.

05.04.10

მოცალეობისას 2

როცა უსაქმურად ხარ. როცა გინდა რაღაც აკეთო, თუ გინდ უაზრო, მაგრამ აკეთო. მინდა გირჩიო ერთი ძალიან უბრალო საიტი. მართალია ამ საიტზე ძირითადად ის ადამიანი გაერთობა ვისაც ხატვის სურვილი აქვს. თუმცა რატომ?!
ვისაც დღაპნის სურვილი აქვს ისიც გაერთობა.
 წარმოიდგინეთ რომ ეს თქვნი ოფისის, ან ოთახის კედლებია, ასე ნერვებს რო გიშლიან ერთფეროვნებით. წარმოიდგინეთ?
 ხოდა დასცხეთ მაშინ.
თუ არ მოგეწონებათ. კი ბატნო... შეცვალეთ და თავიდააააან
შეიძლება ეს ძირითად საქმიანობად არ იქცეს მოცალეობის ჟამს. მაგრმ ცოტა დროს ხომ წაიღებს. ეგეც საქმეა :)

02.04.10

დათოს ბლოგი ბათუმიდან

კიდევ ერთი ახალი ბლოგი.
 ოღონდ ამჯერად ნეტგაზეთის ფურცლებზე. ხო, ისევ ჩემი. კი ბატონო! თავისუფლად შეგიძლიათ მითხრათ რომ ბლოგმა გამომაყარა.
მართალი გითხრად ვცდილობ ყველა ბლოგში შესაბამისი თემატიკის პოსტები დავდო. მაგრამ როგორ გამომდიოდა და როგორ გამომივა მომავალში ეგ არ ვიცი.
ყოველი შემთხვევისთვის ინიციატივა და სურვილი არის.
წაქეზებისთვის და იდეისთვის მადლობა ნანას. მისი ბრალია ყველაფერი :)
ახალ ბლოგს რაც შეეხება, ეგ გარკვეულწილად გზამკვლევი იქნება ბათუმში ჩამოსვლის მსურველთათვის. პატარა, საინტერესო სტატიებით. ყოველ შემთხვევაში იდეა ასეთია.
ასე რომ მთვარის კლუბს, ჯიბის ბლოკნოტს, ჩარირამას და პალიასტომს ახლა დათოს ბლოგი ბათუმიდანაც დაემატა. არ გამიკვირდება მალე რომელიმემ ასიმილირება რომ განიცადოს.
თუმცა ჯერ ასეა.

სიამოვნებით კითხვას და კითხვისგან მიღებულ სიამოვნებას გისურვებთ :)
მე კი იდეების კორიანტელს.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...