31.03.10

ისაკოვიჩ

დღეს ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო. დიდი გიორგის. დიდი მოქეიფის, ქალთა გულის მპყრობელის და უბადლო იუმორის მქონე ადამიანის. აქამდე ბევრს ვწერდი ბებიაჩემის შესახებ. რა ვქნა, ასეა რომ ბებია უფრო გვამახსოვრდება ვიდრე ბაბუა. ალბათ იმიტომ რომ ბებია უფრო დაგვფუსფუსებდა თავს და გვანებივრებდა თორემ ორივეს რომ ერთმანეთზე მეტად ვუყვარვართ შვილიშვილები ამაზე მგონი არავინ დაობს. მოკლედ, სამართლიანობა რომ აღვადგინო. დღეს ბაბუაზე დავწერ.
ხოდა, იმაზე გავჩერდი რომ დიდი მოქეიფე იყო მეთქი. მართლაც ასე იყო. ძალიან უყვარდა სუფრის წარმართვა და "კაი კამპანია". ბევრს არ სვამდა, რასაც სვამდა იმასაც ირგებდა და სხვასაც არგებდა. ამას ყველა იხსენებს და მამაჩემსაც ახსენებენ როცა ის თამადობს ხოლმე... სიმღერა უყვარდა და მის გარეშე სუფრას არ სცნობდა. ამიტომაც ხშირად ამღერებდა ხალხს. მთავარი კი ის არის რომ სიმღერას თვითონ იწყებდა, ხალხს აიყოლებდა და მერე ჩუმდებოდა. ტკბებოდა. ბებიაჩემი ხუმრობდა: "ასეა, არც ერთი სიმღერა ბოლომდე არ იცის და აცურებს ასე ხალხსო". ღვინო ყოველთვის ორი სახის ქონდა. დიდ ბოცებზე ეწერა "სტუმრებიზა" და "არ ვარგა", შინაურებმა კი ვიცოდით რომ სწორედ იმ "არ ვარგა"-ში ინახებოდა საუკეთესო ღვინო.

ლეგენდა პალიას ტომზე

დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბაა. მისი უნიკალურობა იმით არის გამოწვეული რომ 1924 წლამდე ის მტკნარი წყით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. 24 წლამდე მეთქი იმიტომ ვთქვი რომ ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. შესაბამისად წყალიც მარილიანი გახდა. ( ანალოგიური ბედი, ოღონდ ადამიანის ჩარევის გარეშე, გაიზიარა თავის დროზე შავმა ზღვამაც ).  ტბასთან და წყლის სტიქიასთან ( მდინარე, ჭა, ჩანჩქერი, ზღვა ) საკმაოდ ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. მას სულების სამყოფად მიიჩნევენ. ზოგან სხვა სამყაროში გარდამავალ კარიბჭედ.
გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც პალიასტომის ტბა გახლავთ. დღეს მოგითხრობთ ერთ-ერთ ლეგენდას, რომელიც ამ ტბის წარმოშობასთან და მის სახელთან არის დაკავშირებული.

28.03.10

საბანკო იუმორი

რამოდენიმე დღის წინ ჩემი ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა მომიწია. როგორც ყველა მომკვდავი დავადექი ბანკისკენ მიმავალ გზას და გამახსენდა ფრაზა "ყოველმან აქეთ მავალმან დატოვე იმედი გარეთ ".

ჩავდექი რიგში მე143452152.. ადამიანად და ვუცქერდი თუ როგორ უნიათოდ და ზანტად აკეთებდნენ უნიფირმაში გამოწყობილი გოგონები თავიანთ საქმეს. დამერწმუნებით ალბათ რიგში მდგომი ადამიანისთვის ძალზედ ნერვების მომშლელი რამაა ამის ცქერა. მაგრამ რას იზამ. იმათ სამფლობელოში ვართ მისულნი და ველოდოთ უნდა რიგს...

როგორც წესი აი ასე, უნიათოდ დგომისას ათასი ისტორია გახსენდება  (ან ძალად იხსენებ ) რომ თავი გაირთო ( გვერდით აბა არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, არც იდგა ვინმე საინტერესო )

27.03.10

ჩვეულებრივი დღე

რა ვქნა? მიყვარს ეგ დიზაინერობანას თამაში ჩემს გვერდზე. მზემ დამანახა სხივები და მეც აი ასე მომინდა წამოგორება პლაჟზე, მუხლებზე ლეპტოპი და მიდი აფრქვიე აზრები (სანამ მზე დაგარტყამს). მაგრამ ეგ ჯერ ადრეა. ადრეა "ყინულივით ცივი პივა, ფანტა-კოკაკოლა, წყალი ნატურალური, ბორჯომი", ადრეა " ხაჭაპური არ გინდა ბებია?! რა მნიშვნელობა აქვს შენდა ოთკუთხედი იქნება თუ მრგვალი, ცომი და ყველია შიგ მაინც", ადრეა "გაი ტალღა იქეთ"..

23.03.10

ყავა, ჰორიზონტი და შორეთი


ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი... არა ნაღდად მახსოსვ რომ იყო. იმიტომ რომ კარგა ხანია აღარ მინახავს ასეთი უშფოთველი, მთვლემარე და მიყუჩებული ზღვა. ფერიც სულ სხვა ჰქონდა. არა ლურჯი, არა ცისფერი. ზეცის ფერი.

ჩახარშული ყავა აივანზე დადგმულ მაგიდაზე მელოდა. გაზაფხულის მორცხვი მზე მითბობდა ზურგს, გავთბი, სიამოვნებისგან გავისუსე, ცოტაც და კატასავით კრუტუნს დავიწყებდი.

22.03.10

ბოცვრების მეორედ მოსვლა

უხ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. თორე როცა ვწერდი ხო ვბრდღვნიდი :))
ახალი და საინტერესო ჯერ არაფერი ხდება. იმედის ბოდვა, რუსების გაპარტახება რაგბში, ეგ ყველაფერი იყო. ამაზე არაერთი დაწერილა, თქმულა და კიდე დიდხანს იტრიალებს ეგ თემები. მე კი მზის შითბო მომენატრა. აი ისეთი, ჩრდილის ფასს რომ გაგახსენებს.
გუშუნ მეგობრები შევიკრიბეთ. გვინდოდა ერთისთვის პატარა საჩუქარი გაგვეკეთებინა. დაბადების დღე გადავუხადეთ რესტორანში. მაგრამ პარტიამ მოთხოვა და სხვაგან დარჩა წასასვლელი. (ოხ ეს პარიულიები...) დაბადების დღის აღნიშვნა მის გარეშე მოგვიხდა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მესამე ჭიქის მერე უმიოსბას განვიცდიდით. ის კი არა უიბილარო დაბადების დღეების იდეა თანდათან მოგვწონს. ( ეს მეორე შემთხვევა იყო ასეთი )
კარგი სუფრა, ღვინო, ბუხარი და კარგახნის უნახავი მეგობრები. ამას კარგ თამადასაც თუ დავუმატებთ, მშვენიერი საღამოს ყველა კომპონენტი იქნება.

10.03.10

კარგა ხანია ლექსი არ დამიწერია.

კარგა ხანია ლექსი არ დამიწერია.
დრეს ახალგაზრდა პოეტების შეკრება ვნახე. ჩქეფთა ემოცია და იკვარაჩხინდებოდა რთული სიტყვები რატომღაც ზირითადად რთულ წინადადებებში.
უფ, მართლა კარგა ხანია არ დამიწერია. გავიარე ნეტა ეს პერიოდები?!
პირველი პერიოდი ეს თავად ლექსის დაწერის მცდელობაა. ზოგს ეგ ადრეულ ასაკში "უღიტინებს" ზოგსაც მეორე პერიოდთან ერთად ერთად ეწვევა. ხო გახსოვთ?! ლექსები ახალ წელზე, ბაჭიებზე, საჩუქრებზე, ჯარიკაცებზე.

09.03.10

ვინ იყო ის????

დღეს უაზრო ამინდში გაგვიმართლა.უუუ თან როგორ გაგვიმართლა. გზადაგზა ხან ვიხდიდით ხან ვიცმევდით. თან ვწუხდით რომ ამას ჩვენ ვაკეთებდით და არა გოგონები.
დავიარეთ ბარები. ხინკალ ნაჭამი, ხრიზანტემებიანი წყვილები ირეოდნენ ქუჩებში. ქარში ხან ჰაეროვანი სუნამოს არომატი ხანაც ჰაეროვანი თურქული ცელოფნები გვეკვროდა. მაგრამ მაინც მივდიოდით. შევჩერდით მაღაზიის ვიტრინასთან წარწერით "მამაკაცის საქონელი- იაფად ", მზესუმზირა ვიყიდეთ ბებოსთან. გზა განვაგრძეთ. მივხდით რომ მზესუმზირის ჭამა არც ისე კარგი იდეა იყო. ჯერ ერთი მოუხალავი იყო და მერე მეორე არც ჩვენს უკან მომავალ ქალბატონებს მოსწონდათ...
მაღაზიასთან წარწერით "კოფთა 10 -15 ლარად" უცნობმა დეიდამ შემაჩერა, გამომკითხა როგორ ვიყავი, დედა როგორ იყო, მამა როგორ იყო, სად ვმუშაობდი, ბოლოს დის და დიშვილის ამბებზე რო გადავიდა შევაჩერე. ეგ გრაფა ჯერ ცარიელი მაქვს მეთქი. ბოდიში შემეშალეთო მითხრა და გზა განვარგრძე.

01.03.10

შეპირებისამებრ

შეპირებისამებრ ვდებ ქართული წარმართულ ღვთაებათა არასრულ ჩამონათვალს, რომელსაც მსურველი ადვილად იპოვის ინტერნეტში. მთავარია სურვილი. საერთოდ მიყვარს ერი და ის ადამიანები ვინც თავისას აფასებს, აღიარებს,უფრთხილდება. არ იბრალებენ სხვისას და კოპირებით გახარებულნი ევროპელებს არ აწონებენ თავს ვითომ და ჩვენც გვაქვს თქვენი წიგნები წანაკითხიო...
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...