ორი საათის განმავლობაში, კარების გაღების მოლოდინში მოსული სტუმრები შერატონის გაპრწკიალებულ დარბაზში დაეხეტებოდნენ და ფეხზე დგომისაგან დაღლილთ თვალი იქვე, ექსპო "ბათუმი ბრენდ"-ის გამოფენისთვის გამომზეურებული, საკმაოდ მიმზიდველი ლოგინისკენ გაურბოდათ. ყველაფერი ქართულად დაიწყო. 7 საათისთვის დაგეგმილი სილამაზის კონკურსი 9 საათისთვის ჯერ კიდევ დაწყებას აპირებდა. საკმაოდ კარგი რამაა სილამაზის კონკურსი. მართალი გითხრათ პირველად წავედი მასზე შეგნებულად. სამსახურთან ახლოს, შერატონში ტარდებოდა და თავისუფალი დროც მქონდა. ასეთ ღონიძიებებზე როგორც წესი საორგანიზაციო მხარე, მისი გამართულობა უფრო მაინტერესებს ვიდრე კონკურსის შედეგი. მოგეხსენებათ, ევროპელობისკენ გამალებულ ბრბოლაში ბევრ რღაცას ვაკოპირებთ, ზოგს შეგნებურად, ზოგსაც შეუგნებლად და ზოგსაც ისე რომ ვერც ვხდებით. მათ შორისაა წარმოსახვითი "უშუალობა, კომპეტენტურობა და უკომპლექსობა". რა და როდის გამოავლეს თავს აავინ არ იცის, სწორედ ამითაა საინტერესო ასეთი სახის კონკურსები.
"ღრმად პატივცემულო ჟიური". ეს ფრაზა სკოლის დროინდელ, სახელდახელოდ გამართულ საღამოებზე მესმოდა მხოლოდ და შესაბამისს დატვირთვასაც ატარებდა. მაგრამ სულ სხვა საქმეა როცა ანალოგიური "ტიტულით" სილამაზის კონკურსის ღრმად პატივცემული ჟიურის მოხსენიება გინდება. ჟიური და არა . ჩვენებებს შორის დიდ ეკრანზე უჩინარი ხელის მიერ მაუსის ისრით ჩართული სოფო ნიჟარაძის კლიპი. შემდეგ მიყოლებით ამონათებული სხვადასხვა პლეერების დამაბნეველი არჩევანი და ისედაც 2 საათიანი ლოდინის შემდეგ, მოშიებულ კუჭზე ნერწყვდენის გასამძაფრებლად ნაჩვენები თურქული რესტორნის დოვლათიანი სუფრა. ან საკონკურსოდ გამოწყობილი ლამაზმანების ზოგჯენ მოუქნელი, დაძაბული მიხვრა მოხვრა. არამედ თავად ჟიური იყო ამ კონკურსის მთავარი მშვენება. რომელიც სხვათაშორის არც მაყურებლების სიმღერებით გართობას თაკილობდა.
სილამაზის კონკურსი რა არის ყველას მოგეხსენებათ, მითუმეტეს საქართველოში. მაგრამ კომპეტენტური ჟიური სუულ სხვაა. ჩვენებამ ნორმალურად ჩაიარა. დნც-დნც-ს ფონზე პოდიუმზე ტემპში მოსიარულე გოგონებმა თავისი წილი საქმისა აღასრულეს. (ვინ როგორ, თუმცა ამიტომაც ქვია კონკურსი) მოვიდა დრო როცა ბარაბნის რუხის ჯერი დადგა. საჩვენებელიც ნაჩვენები იყო და რიგი უკვე კომპეტენტური საზოგადოების აზრის გამოთქმაზე მიდგა.
შეგახსენებთ რომ ყველაფერი "ქართულად" მიმდინარეობდა. აი ისე. ძალიან რომ გვინდა ვიყოთ ევროპელები. ეტყობა სიგარეტის კვამლში გახვეულ, კომპეტენტურ ჟიურის ზოგიერთ წევრსაც ამის მწვავე უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა და გადაწყვიტა, აი როგორც ეკრანზე ხდება ხოლმე. კონკურსანტი მოდელებისთვის კითხვები დაესვა. გახსოვთ ალბათ ეს საკმაოდ სასაცილო სანახაობა. როცა კონკურსატი, ვთქვათ მის მსოფლიოს კონკურსზე, მეზობლებსაც და დედასაც იფიცებს რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ის უდაოდ დაეხმარება ყველა გაჭირვებულს და საერთოდ მსოფლიოში არც ომი, არც შიმშილი და არცერთი აცრემლებული ბავშვი და არცერთი გაფუჭებული მანიკიურიანი ფრჩხილი არ იქნება... აი დაახლოებით ასეთი.
მაგრამ.ჰმ. ჩვენ ხომ უკეთ ვიცით... კითხვების ფორმულირებამ საკმოდ დააბნია როგორც კონკურსანტები, ასევე დარბაზიც. "შენი ხობი და საერთოდ რა არის თქვენი მიზანი ცხოვრებაში". "მეორე ნომერმა გამოვიდეს"."შენი იდეალი რაა?". "შენი იდეალი როგორია და შენი IQ?".
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისედაც დაძაბულ კონკურსანტს კი არა დარბაზში მსხდომთ გაუჭირდებოდათ.ჩამჭრელი კითხევის გამო არა...საპასუხოდ გაჩენილი კითხვის "რა გინდა ვერ გავიგე?'ს გამო. ბოლოს საღამოს წამყვანმა (ეტყობა მასაც გადაედო დარბაზის რეაქცია) თავად ჰკითხა "და თქვენი IQ და იდეალი რა არის"ო. ამ დაბნეულობაში სინათლის შუქის შეტანა თავად კომპეტენტური ჟიურის წევრმა სცადა. გაუკვირდა კიდეც რაა აქ დასაბნევიო. ჩემი IQ 93 იაო და მგონი საქართველოსთვის ეს საკმაოდ კარგი შედეგიაო. ( ეს ალბათ სადმე გამოქვეყნდა, საქართველოში IQ-ს მინიმალური ზღვარი რამდენი პროცენტია. არც იფიქროთ გადაჭარბება. ჯარიმაა ) შემდეგ გამოვრიცხეთ კოელიოზე, კანტზე და ფილოსოფიაზე საუბრის აუცილებლობა და შევთანხმდით იმაზე რომ სავსებით შესაძლებელია ამ კონკურსანტი გოგონებისთვის (ყველასთვის თუ არა ზოგიერთისთვის) ისიც იდეალი იყოს. მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი რუსულ ქართულად ააწყო.
ხოო... ერთხმად ჩაილაპარაკა ჩემს გვერდით მინიმუმ 4 ადამიანმა. ხოო ჩავფიქრდი მეც. კომპეტენტური ჟიური კარგი რამაა. მითუმეტეს სილამაზის კონკურსი, რომელზეც დასწრება საორჭოფო იყო მისი სტატუსის გამო, ამდენად საინტერესო თუ იქნებოდა არავის ეგონა. მაინც სანამდე შეგვიძლია მივიდეთ ევროპელობანას თამაშში? ზოგისთვის შეიძლება ეს ჩვეულებრივი "საკაიფო" სიტუაცია იყოს. თუმცა აქაც არის რაღაც რაზეც დაფიქრება შეიძლება. გამოცდილება ყველაზე კარგი მასწავლებელიაო და ვნახოთ რას გაიზიარებენ ორგანიზატორები და რას ვერ. მითუმეტეს რომ ამის გადასამოწმებლად დიდი დრო არ არის საჭირო. სულ მალე "მისტერ აჭარის" არანაკლებ საინტერესო კონკურსი მოეწყობა.
თუ დღევანდელ კონკურსზე დასმული შეკითხებიდან დავასკვით სავალდებულო მოთხოვნებში აუცილებლად შევა შემდეგი სახის კითხვარი:
1. რა უნდა ამ ცხოვრებაში!?
2. რა არის მისი ხობი!?
3. რა შეიცვლება მის ცხოვრებაში ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ!?
4. რაა მისი იდეალი!?
5. რომელია მისი საყვარელი მსახიობი!?
6. ზღვაში რომ იხრჩობოდნენ შეყვარებული და მეგობარი პირველად რომელს გადაარჩენდა!?
ყოველივე ამის შემდეგ კი ნამდვილად გაარკვევს კომპეტენტური ჟიური კონკურსანტებს რამდენი აქვთ IQ და საერთოდ რა უნდათ ამ ცხოვრებიდან!!!!
ჟიური ვინ იყო? გვარები დაიდოს!
ReplyDeleteნწ, საიდუმლოააა :))
ReplyDeletesircxvili jiuri :-))) 93 iani IQ ti sheuzlia ajobos maximum me 8 klasels!!! mivesalmebi!!!
ReplyDeletearachveulebrivi sanaxaoba iko. carmomidgenia mister adjaraze ra entuziazmit wava xalxi :)
ReplyDeleteხოო, ამ კონკურსმა მომავალი ღონისძიებისადმი მართლა გაამძაფრა ინტერესი :)
ReplyDeleteშენ თუ ინტრიგანი არახარ არტომ გვიმალავ ჟიურის წევრების ვინაობებს ??
ReplyDeleteხალხს აქვს უფლება იცოდეს ! ! ! !
აი ასე :)))) =)))))
რას კადრულობ? რას ქვია არ ვარ :))
ReplyDelete11-ისთვის ვინახავ ინტრიგას ;)
ვააახ, რა საცოდავები ვართ :-(
ReplyDeleteაი, ზუსტად აქ მიჩნდება სურვილი ვთქვა ფრაზა ”სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”...
uuuuuuuuf ra vixalise, mec gadmomces es ambavi, megeneishvili da siradzi iyvnen jiurshio xo?
ReplyDeletevisi organizebuli iyo is mainc gamagebina. . me rom ar dampatijes, axla gamixarda :)
შერატონია ბანძი ეგეთ ხალხს რომ აკეთებინებს რაღაცეებს ბლინ! ვოტ ტაკ ;) და მაგ ღონისძიების კადრებსაც ნახააავთ მალე :D მგონი იმ IQ ვიდეო მასალაც.... :)
ReplyDelete