Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნაცრისფერმობეზრებული პოსტი

ნაცრისფერმობეზრებული პოსტი
ასე მგონია მთელი თვეა წვიმს, წვიმს, წვიმს, წვიმს და ისევ წვიმს. მე კი უბრალოდ რელსებზე დადგმული საბავშო მატარებელივით ერთ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებ. გამოვდივარ ძლის გვირაბიდან, მერე სამსახური, მერე რაღაც უმნიშვნელო, მერე სახლი და მერე ისევ ძლის გვირაბი.(იმ პატარა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს თუ არ ცავთვლით რასაც ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა ქვია)
ხვალ კი ისევ თავიდან. სხლი, სამსახური, "რაღაც" სახლი... წვიმა კი ამ "ჩაკეტილი წრის" შეგრძნებას რაღაცნაირად ამძაფრებს.


წვიმა არ მიყვარს? არა! როგორ არ მიყვარს.. უბრალოდ ნაცრისფერი დღეები მძულს. უფრო სწორედ კი საკუთარი თავი, როცა არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის რომ ამ წვიმას ცისარტყელას მცირედი გაელვება მაინც მოყვეს ხოლმე. ხოდა საკმარისია. ახლა თუ არ გამოვერკვიე ამ დამყეყებულ, მომავალ და წარსულ გამქრალ, უზომოდ გაჭიმულ და ყოვლის მომცველ ნაცრისერ "ახლა"–ს და არ ვსცადე მაინც მისი შეღებვა, შეყანყალება ან კიდევ შესხვაფერება, მალე მეც ისეთივე "ნაცრისფერი" ვიქნები როგორც 50–იანი წლების უნივერსამში გამოკიდებული პიჯაკების მთელი წყება. (იმ დროს ხშირად დავდიოდი უნივერსამებში ;) )
ისეთ განწყობაზე ვარ მინდა დაფაზე მაგრად და ნეეეელა გავუსვა მოჭმუჭნული ფურცელი, პლინოპლსტი გავხეხო შუშაზე, ფაიფურის ფინჯანი კავაღრჭიალო ლამბაქზე.
დამყეყების ალერგია მეწყება.
უკვე გავანთავისუფლე ოთახი ყოველგვარი დამამძმებელი "ნაცრისფერისაგან", გავწმინდე კომპიუტერის შიგთავსიც, დაუფიქრებლად გადავიქნიე ურნაში ყველა ის ფაილი რომელიც ჩემს დროს უშედეგოდ ღეჭდა, ყველა უსარგებლო პროგრამა და თამაშიც კი. მიმოვასუთავე და ბოლოს ამ სურათსაც წავაწყდი...

იქ არ ვიცი როგორაა, მაგრამ :) დალაგება ყველაფერს სჭირდება!

რა კარგი იქნებოდა ცხოვრებაშიც ისევე ადვილად შლიდე არასასურველ და უხეირო ადამიანებს,  ჯგუფებს და მოვლენებს როგორც ეს სოციალურ ქსელში ხდება... ვოცნებობ არა?!
ხოდა მორჩა, არანაირი წუწუნი "აუ მომწყინდა ერთფეროვნება, აუ ეს რა უპონტობაა". აუ და ბაუ... მორჩა.

უნდა ვიპოვო გზა, გზა კი წინ მიმავალის ფეხქვეშ თავად ჩნდება!

6 comments:

  1. ჰეი, რა დღეში ხარ თურმე :)

    ბათუმელ ბლოღერებს დავურეკოთ და რამე მხიარული მოვიფიქროთ :)

    ReplyDelete
  2. "სიტყვა საქმიანი"- იცოდე :)

    ReplyDelete
  3. აჰა :)

    უკვე ვარიენტების დამუშავება დავიწყე. მწვანე კონცხი რომ ვახსენო ხომ სასაცილოა?? არადა რა ხრაშუნა ფოთლები იქნება ეხლა, თან ფოტოებსაც გადავიღებთ და ერთ საცოდავ პოსტს მაინც დავწერ :))

    ReplyDelete
  4. კი კაი იქნება... პოსტი აუცილებლად დაიწერება. ან ფითლებზე, ან კიდევ გაციებაზე :)))

    ReplyDelete
  5. :D :D უფრო გაციებაზე, მაგრამ რა უჭირს მერე :D

    ReplyDelete
  6. (თუმც არის ის რასაც და ვისაც არაფერზე არ გავცვლი რაც არ უნდა "წვიმდეს" )

    გამითბა გული.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]