Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გოგონა "ნაძვის ხე"

გოგონა "ნაძვის ხე"
ხშირად გამიგია გამოთქმა "ალვის ხესავით გოგოა"-ო, "მაყვალივით თვალები აქვს"-ო, "სუროსავით ყველას ეხვევა"-ო, "ვარდივით კეკლუცი და უკარებაა"-ო. ძალაუნებურად დრუიდული ჰოროსკოპი მახსენდება, დაბადების დღის მიხედვით რომ საზღვრავდნენ ვინ რომელ ხეს ჰგავდა. ზოგი "წაბლობით" იწონებდა თავს, ზოგიც "ნეკერჩხლობით", "მუხობით", "თხემლობითაც"... ერთი სიტყვით კაი უღრანი ტყე იყო. მაგრამ ღრმად პატიცვემულ დრუიდებს კიდევ ერთი სახეობა გამორჩათ. მისი ნიშნის ქვეშ იშვიათად თუ ვინმე იბადება, სამაგიეროდ ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს ამ ნიშნის მატარებელი... ეს "საახალწლო ნაძვის ხეა".


ბავშვობიდან მომადლებული სილამაზის და სიკეკლუცის წყალობით განებივრებულნი არიან ყურადღებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი თაყვანისმცემლთა რიცხვიც იზრდება და სულ უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს "ერთადერთისა და განუმეორებელის" ამპლუაში.
მაგრამ ამავდროულად იმასაც აცნობიერებენ რომ არც ერთი მათ გარშემო მისი ღირსი არ არი. ისინუ უბრალოდ "დედოფლის ამალას" შეადგენენ და მეტი არაფერი. ფიანდაზებად ფეხქვეშ გაგება, სერენადები, ლექსები, ყვავილების თაიგულები და საჩუქრები ჩვეულებრივ- რუტინულ საქმედ იქცევა. შემდეგ კი მოდის დრო ეგრედწოდებული "განათლების მიღებისა". დიდი ქალაქისკენ და ნათელი მომავლისკნ მიმავალი გზა საკმაოდ მომხიბვლელი და წარმოუდგენლად საინტერესოდ გამოიყურება. ახალი პერსპექტივების, თაყვანისმცემლების, გულშემატკივრების და თავგადასავლების იდეა გლამურული რეკლამის ბრჭყვიალა ბანერივით ციმციბებს და იზიდავს. მაგრამ ადგილზე ირკვევა "ნათელი მომავლის" მომლოდინე მისნაირი ვარდისფერ ჩემოდნიანი ლამაზმანი მის ირგვლივ ასობითა და თურმე იმისაგან განსხვავებით საიდანაც მოვიდა, აქ უნდა იბრძოლო ადგილისთვის.. მაგრამ როგორ... და რანაირად... ათასი გზაა... ათასი ხერხი... მაგრამ... რა ადვილია როცა ლამაზი ხარ და ქათქათა ღიმილიც კმარა რომ ჯეელმა ბარში ადგილი დაგითმოს. ყურაღება მოგაქციოს...
სწორად შერჩეული პომადა, მაღალი ქუსლი, მაინტრიგებელი სუნამო, ცოტაოდენი ქალური ეშმაკობა და ისევ ჩვეული ისტორია... ის კვლავ ყურადღების ცენტრშია... მართალია იმ ერთადერთი აღარ არის, მაგრამ ერთ-ერთია. დროკი გადის, მოთამაშეთა ლიგაც იცვლება. ახლა თამაშის სულ სხვა დონეა.უფრო მეტი გლამური, სვეცკობა, დონე, კლუბები, ტუსოვკები,ბრენდები,მარკები,ბრწინვალება..  ახლა ეს ყველაფერი თევზაობას უფრო ჰგავს, ლიფსიტები არად უღირს. იქნებ და შემდეგი ოქროს თევზი იყოს... ხდება ხოლმ და ოქროს თევზიც მოდის. მერე კი თუ ჭკვიანად მიუდგები სამ სურვილს მხოლოდ დღეში აასრულებს. და სწორედ აქედა იწყება
საახალწლო ნაძვის ხის ბოლო, გლამურულ-სტრაზულ-ბრილიანტურ-ოქროვერცხლეურ-სილიკონბოტექსური ეპოპეა. ისინი მორთულ მოკაზმულნი ბრჭინავენ და ახარებენ თვალს, მათ გარშემო სიმღერა და ცეკვაც ერთი სიამოვნებაა რიგითი თაყვანისმცემლისათვის.. მხოლოდ "რჩეულს" შეუძლია კიდევ ერთი ბრწყინავი სათამაშო შეაბას და სასურველი "საჩუქარიც" გახსნას. (მესმის, პირვლად რაც გაგიელვებთ ეგ ქალიშვილობის დაკარგვაა, მაგრამ ცდებით ბატონო დრუიდებო. ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობ ამ პოსტში, ამაზე მაიასთან ისაუბრეთ)

მერე კი... ახალი წელი მთავრდება.. უფრო სწორედ ის გრძელდება, უბრალოდ ნაძვის ხის ამწყობისთვის უფრო მომხიბვლელი სხვა ნაძვის ხეა ვიდრე უკვე ნაახალწლარი. მითუმეტეს რომ "ტყეში ნაძვს რა გამოლევს"...
 "ახალ წელის" მერე კი ზოგს უმართლებს და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს "ნაძვის სასიამო სურნელს"  მომავალ "ახალ წლამდე", ზოგის კი უბრალოდ გამოდგამენ ხოლმე დარბაზიდან გარეთ  ნაძვის ხის დამსხვერული სათამაშოსავით დალეწილ ბრჭყვიალა ოცნებებთან ერთად...სამწუხაროდ ბევრი მინახავს ასეთი... სამწუხაროდ.
 არა და რა მომხიბვლელია ეს "საახალწლო სიბრჭყვიალე-სილაპლაპე"...

ეჰ. ღრამდ პატიცვემულო დრუიდებო, ასეთი რამე არც მოგსვლიათ ხომ აზრად?
.

6 comments:

  1. Банальная история...Все красивые девушки ее проходят...Ничего нового!Красота меркнет,ковалеры исчезают и остаешся у разбитого карыта!Вдруг вспоминаешь про "одного" верного поклонника, из своей деревни,которому не важна была никогда твоя внешность и делаешь с ним семью...Будьте хитрее крассивые девушки! :)

    ReplyDelete
  2. არც არავის უთქვამს რომ ისტორია ახალია. ეს ისეთივე ძველია როგორც სამყარო.. უბრალოდ ყველა "ნაძვის ხე" თავიდან ფიქრობს რომ ის ერთად–ერთია...
    ერთგულ თაყვანისმცემელს რაც შეეხება... არც იმის მესმის ვინც "ჯანდაბა, ეს მაინც ხომ მუდამ მეყოლება"–ს გულისთვის მისთხოვდება და არც იმის "რაც გინდა ის ქენი. მე მაინც მეყვარები ჩემო სიხარულო"–ს რომ გაიძახის.
    ეშმაკობა კი ჯობია სხვის შეცდომებზე სწავლას მოახმარონ როგორც გოგონებმა, ასევე ბიჭუნებმაც. :)

    ReplyDelete
  3. უბრალოდ ყველა "ნაძვის ხე" თავიდან ფიქრობს რომ ის ერთად–ერთია...

    А тебе это откуда известно?И вообще рас уж на то пошло квела адамиани "эртад эртиа" на этой земле!

    ReplyDelete
  4. ვიცნობ რამოდენიმეს და იქედან.. გეთანხმები ყველა ადამიანი ერთადერთია და განუმეორებელი. მაგრამ მე მაგაზე არ ვსაუბრობ :)

    ReplyDelete
  5. მე მომეწონა პოსტი და გეთანხმები... ”Вдруг вспоминаешь про "одного" верного поклонника, из своей деревни”- რა მიდგომაა საერთოდ,არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, ფეხებზე რომ გკიდია და ერთ-ერთია მრავალთაგანია, სითბოს რომ ვერ ეღირსება და არც მთლად მოშორება გინდა, რა იცი რაში გამოგადგება... საშინელებაა!..

    ReplyDelete
  6. გვირილა- მართალი ხარ! ასეთი ვიგოდნიკური მიდგომა (სხვასთან თუ არაფერი გამომივა კიდევ ვცდი ვინმესთან, ეს მაინც დამელოდება)ძალიან გულქვა მიდგომა და ცუდი რამაა. საწყალი "ნაძვის ხეები" ძალიან გვიან ხვდებიან სიმართლეს. ან სულაც ვერ.
    დავიდ- გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში. ასეთებს სამწუხაროდ მეც ვიცნობ :(

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]