Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ძვირფასი

ძვირფასი
როცა წარადგინეს ფილმი, თან ისიც სთქვეს ოჯახურ ძალადობაზე იქნებაო , ჩემთან ერთად თითქმის ყველამ უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. " ეეე, ოჯახური ძალადობა და ნეგატივი გვინდა კიდევ!?". 


ნაცნობია არა ის შეგრძნება... ფილმი რო იწყება, დარბაზში ზიხარ და წინასწარვე ხვდები რომ ეს დრომ ფუჭად დაკარგე. შეგეძლო გასულიყავი, ყავა დაგელია, სუფთა ჰაერი ჩაგესუნთქა. ახლა კი ამერიკულ ფილმს უნდა უყურო სადაც ყველაზე ნაკლებად სასურველი რამ - ოჯახური ძალადობა იქნება ნაჩვენები. 


დარბაზი ჩაბნელდა. დაიწყო. პირველი კადრებიდან ის აზრი მიტრიალებდა ნეტავ ნორმალური მსახიობი მაინც იყოს მეთქი . ან მინიმუმ არა სპარსულად მოლაპარაკე. მაგრამ.. ამ უზომოდ მსუქანი , შავკანიანი დაკომპლექსებული გოგოს ხილვის შემდეგ საბოლოოდ ჩამიკვდა იმედის ნაპერწკალი... ისევ ის ისტორია.. გეტოზე, ნარკოტიკებზე, ციხეზე... რამდენჯერ??? 

მაგრამ... თურმე ყოფილა ისტორია რომლიც შეგიტყუებს. არა, არანაირი  ჰოლივუდური ინტრიგა... უბრალოდ გმირის მიმართ არსაიდან გაჩენილი თანაგრძნობა და იმის შეგრძნება თუ რაოდენ ადვილად შეიძლება უცხო ადამიანის ემოცია შენზე გადმოვიდეს, როცა გრძნობ რომ ის არ არის ყალბი. 

ზიხარ და გავიწყდება რომ წყალი გინდოდა, რომ წასვლას აპირებდი. იმასაც არ აქცევ დიდ ყურადღებას სცენაზე საწყალი მწყერი რომ დაფრინდა და წესიერად იჯდა სეანსის ბოლომდე. უბრალოდ გინდა გაიგო... მერე? რა ეშველება ამ ყველაფერს!? 

ეს არ იყო ღრმა წიაღსვლებით, ქვეტექსტებით, სიმბოლოებით და კალკულატორზე გასმოსათვლელი სცენებით გაჯერებული " დონე" ფილმი. ეს ერთი ძალიან სევდიანი ისტორია იყო რომელიც შიშველი რეალობით გამძიმებს, გაფიქრებს და გთრგუნავს . 

მე არ მოგიყვები იმის თაობაზე თუ რა ხდება ფილმში. ეგ უნდა ნახო. ვინ იცის რამდენი ასეთი სევდიანი ისტორია იწერება გაცვეთილი რვეულის ფურცლებზე. მე არ ვიცი მომინდება თუ არა ამ ფილმის მეორედ ხილვა. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ძალიან ვინანებდი წყლის დასალევად ან სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად რომ გავსულიყავი დარბაზიდან.


პ.ს. ნამდვილად არ ვაპირებდი კინოფესტივალზე რაიმე დამეწერა. ძალიან ბევრი და ძალიან კარგი პოსტები იწერება, ჩემი ჩაკვეტება აღარც იყო საჭირო. მაგრამ ეს ის ფილმია რომელიმაც მომანდომა რაიმე დამეწერა. თუნდაც უბრალოდ ის რომ... კარგი იყო.

9 comments:

  1. როგორც ფილმის შემდგომი გარჩევიდან გაირკვა მგონი ერთაფერთი ადამიანი ვიყავი დარბაზში ვისაც ფილმის ყურებისას თვალები აუცრემლიანდა.
    ფილმის ყურებას კი მეორედ ნამდვილად არ ვაპირებ, ძალიან მძიმე იყო :)

    ReplyDelete
  2. წინა რიგებში ეტყობა ისე კარგად არ მოდიოდა ეკრანიდან ემოცია და მხოლოდ შენ დაიმუხტე ასე :) (ვიცოდი ასეც იქნებოდა)
    ერთადერთი არ ყოფილხან საბედნიეროდ, იარუსზე, ჩემს გვერდითაც იცრემლებოდნენ და იფარებდნენ თვალებზე ხელს.
    გამიხარდა კიდეც ირგვლივ რომ იგივე მუხტი ვიგრძენი.

    ReplyDelete
  3. dato, ratom gagikvirda ar vici, imitom, rom 2009 clis shemdeg am filmze saubrobs mteli msoflio :))) zalian bevri jildo aqvs mighebuli da zalian gaxmaurebuli filmi iyo. ai chamonatvalic: Precious has received dozens of nominations in award categories ranging from the performance of the cast to the direction to the cinematography to the adaptation of the book into the screenplay to the film itself including six Academy Award nominations. Director Lee Daniels won the People's Choice Award, an award given by audience members at the 2009 Toronto International Film Festival.[59] Daniels won both awards for which he was nominated at the San Sebastián International Film Festival—the TVE Otra Mirada Award and the Audience Award. He was nominated in the category of Bronze Horse at the Stockholm Film Festival,[3] and was the recipient for Best Feature Film from the Hawaii International Film Festival.[3] Precious received five awards at the 2009 Independent Spirit Awards (ISA) in the categories for best film, first screenplay, direction, Actress and Supporting Actress.[60] Precious received nominations from the 67th Annual Golden Globes for the film and for the performances of Mo'Nique and Sidibe;[61] Mo'Nique won Best Supporting Actress. Precious was nominated in all three major categories at the 2009 Screen Actor Guild Awards; best cast, best actress, and best supporting actress; Mo'Nique won.[62] Precious was considered for the BAFTA awards in several categories, including Best Picture, Director, Adapted Screenplay, Editing, Leading Actress (Gabourey Sidibe), Supporting Actress (Mo'Nique).[63] On February 2, 2010, the film received Academy Award nominations at the 82nd Academy Awards, for Best Picture, Best Actress (Sidibe), Best Supporting Actress (Mo'Nique), Best Director (Daniels), Best Adapted Screenplay (Fletcher) and Best Film Editing (Klotz). On March 7, 2010, Mo'Nique (Best Supporting Actress) and Fletcher (Best Adapted Screenplay) won their respective Academy Awards. The film was also nominated for a GLAAD Media Award for "Outstanding Film - Wide Release" during the 21st GLAAD Media Awards.[6

    ReplyDelete
  4. me vnaxe filmi da martali gitxra raghac ver vikaife... mere amerikis gildiis dajildovebaze vnaxe filmis mteli shemadgenloba, ziritadad shavkanianebi da cota ar iyos shemeshinda - iseti agresia modioda tipebisgan, raghac pontshi shavi rasizmis shemeshinda... ar vici, ar vici...

    ReplyDelete
  5. ho ai zustad ase- zalian gadmomeca emociebi da ert-erti iseti filmia, sul rom memaxsovreba :)

    ReplyDelete
  6. @ბესო- ნამდვილად არ ჩავდგომივარ კვალში 2009 წლიდან ამ ფილმს. რომც წამეკითხა სადმე მის შესახებ ნამდვილად არც გადმოვწერდი და არც წავიდოდი სანახავად. იმან გამაკვირვა რომ ფილმა დამაინტერესა თორემ ჯილდოების სია დიდი ვერაფერი მოტოვია ჩემთვის.
    კაიფით ვერ მე ვერ ვიკაიფე. არ გამომივიდა :)
    აგრესიის მუხტი კი ნამდვილად ახლავს.

    ReplyDelete
  7. ეს ფილმი ოსკარების წინა დღეებსი ვნახე. მაშინ სხვა ფილმებმა უფრო მომხიბლა. გუშინ კიდევ ვნახე, ვიფიქრე, იქნებ სხვა თვალით შევხედოთქო. ისევ სხვა ფილმებმა უფრო მომხიბლა

    ReplyDelete
  8. Слышала пару раз про этот фильм...Но так никто мне его и не скачал,чтоб посмотреть :)

    П.С. Хорошо крассавицам, они всем нравятся.......................А остальным что делать..........?

    ReplyDelete
  9. ძალიან მომეწონა ეს ფილმი, არ ვიცოდი ესეთები თუ ხდებობოდა. :( ღირდა ამ ფილმის ყურება (თუნდაც გვერდიდან :D)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]