Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჭადრაკი და საკუთარ კარში გატანილი გოლები

ჭადრაკი და საკუთარ კარში გატანილი გოლები
როცა პაიკი დაფის ბოლოს გააღწევს, ის უკვე დედოფალია...

ალბათ ერთად ერთი თემაა რომელსაც ყველანაირად ვუვლიდი გვერდს. არ მინდოდა მასზე მესაუბრა, მემსჯელა და ამით გავსვრილიყავი. პოლიტიკა. დიახ, საკმაოდ კარგად ნაცნობი და მობეზრებამდე ყურსშეჩვეული სიტყვა. ქართველი მამაკაცი, როგორც წესი, დღეში დაახლოებით 45 ჯერ ფიქრობს სექსზე და 40 ჯერ პოლიტიკაზე. დიდი კავშირი ამ ორს შუა არ არის. უბრალოდ როგორც წესი სიამოვნებას ის უფრო ღებულობს ვინც ზემოდან არის.

ზემოდ მოქცევის მსურველები კი იცოცხლე. ბლომად არიან. მაგრამ მე არა კონკრეტულ პიროვნებაზე. არამედ უფრო დიდ თამაშზე მინდა ვისაუბრო რომელშიც საქართველო ჩათრეულია და ძალაუნებურად მისი ერთ-ერთი, მთავარი თუ არა აქტიური წევრი მაინცაა.
მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუქის სახეცვლილების მსურველებმა კარგა ხანია ისევ აჩეხეს ბანქო. ზოგს კარგი კარტი მოუვიდა, ზოგს უკეთესიც ახსოვს. თუმცა რა კარტი. ეგ ხო შახმატია. ყველაზე დიადი თამაში.
თამში მიდის. ყველაზე აქტიურად ( აგრესიულად) ამ შემთხვევაში ორთავიანი არწივი თამაშობს. მისი ფინტები ნაჯახით გათლილი და უხეშია. მაგრამ სამწუხაროდ ქმედ უნარიანი. რასაც ვერ ვიტყვით დიად დასავლეთზე. ყველაფერი იციან, მაგრამ მაგარი ბიჭები, ოპერატიულები, გამანადგურებლები და ქომაგები ასეთი დოზიდ მხოლოდ ჰოლივუდურ სცენარებში რჩებიან.
საქართველო? არც ერთისთვის დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა კავკასიის ამ ქედზე რომელი ერი დახვდებოდა. მათვის მთავარია მათი ინტერესის გატარება ამ სამაოდ კარგ, უფრო მეტიც , იდეალურ გეოგრაფიულ პოცდარმზე. გიპყრია საქართველო-გიპყრია კავკასია. ეგ ფორმულა ნებისმირმა დამპყრობელმა იცოდა.ველოსიპედი ახლა არ გამოუგონიათ. ეგ არ ახალია.
საქმე იმაშია თუ ვინ როგორ თამაშობს და როგორ ვთამაშობთ ჩვენ.
აფხაზეთი და ოსეთი შენელებული ნაღმები რომ იყვნენ თავიანთი ავტონომიებით ყველასათვის კარგად იყო ცნობილი. მაგრამ მათი დროულად დეტონირება ვერ მოვახერხეთ. დიპლომატიამ მოიკოჭლა. რუსეთი კი მოიწევდა და მოიწევდა. სანამ შევარდნაძე იყო, დიდად არც განიცდიდა. მისი წასვლით ,ვექტორის შეცვლით და ახალი მეზობლის გაჩენის ამბავმა კი ძალიან აფორიაქა. კარგავდა შავ ზღვას. კავკასიას. ეს კი წარმოუდგენელი იყო. თან ნატო ასე ახლოს.
სცადა ვექტორის შემცველის იგივე გზით შეცვლა. არ გამოუვიდა. აქ სხა სკოლამ აჯობა. აი უხეში ძალა კი მისი სავიზიტო ბარათია. ღიათ დაიწყო პასპორტების დარიგება. ვოიაჟები ავტონომიებში. წაქზებები. დეპორტაციები რუსეთიდან. ბაზრიდან განდევნა. ერთი სიტყვით ყური აგვიწია. შედეგი ვერ მიიღო. ყველანაირად შეეცადა ოლიმპიადაც სიჭში ჩაეტარებინა. ეს რუსეთის ბიუჯეტისთვის დიდი დარტყმა იყო. მაგრამ გაუძლო. მშვენიერო პლათფორმა შექმნდა. არავის ეპარებოდა ეჭვი რომ ასე ახლოს, სხვა ქვეყანასთან ის არ აივიატებდა ოლიმპიადას უფრო სხვა, შორს მიმავალი გეგმები რომ არ ქონოდა. ზოგიერთი ფიქრობდა რომ ეგ ჩვენთვის კარგიაო, არასტაბილური რეგიონი მათვისაც არასახეირო იქნებაო. მართალია. მაგრამ ამ რეგიონის სტაბილიზაცია უკვე მის ფარგლებში მოახერხა.შემოიღობა. სამისოდ კი ყველაფერს ჯიუტად და სწორად აკეთებდა. პასპორტები გასცა, დარჩენილი მოსახლეობა დაინტერესა, დააიმედა, შემოიგულა. ჩვენ კი ისევ და ისევ მისივე დაფინანსებული მესიებისტალღებით გონებადაფანტულები ერთი მიტინგიდან მეორეზე დავრბოდით, ხან ფქვილის ტომრებით, ხანაც ქუჩაში საკნებით. ჩვენ ხომ ეგ გვეხერხება ყველაზე მეტად.
ჩვენი მეგობრები კი მხრებზე ხელს გვიბრახუნებდნენ. ნუ გეშიანიათ.ჩვენ ვგმობთ და თქვენთან ერთად ვართო.
მერე ავბედითი აგვისტოს პროვოკაცია იყო. ომი რომელიც დაიწყეს და დაამთავრეს. უხეშად, სისხლიანად. მაგრამ კორპუსების ამფეთქებლების,ნორდ ოსტის, ბესლანის და თავად ჩეჩნეთის ავტორებისაგან სხვას რას უნდა ველოდოთ?! მათვის მიზანია მთავარი, გზას კი დიდი მნიშვნელობა არააქვს.
მიანიჭა სატელეფონო კოდი. გახსნა სავაჭრო გზები. მოახდინა მიწების 70% გადაფორმება რისეთის ფედერაციის მოქალაქეებზე. რაღა დარჩა იქ აფხაზური ან კიდევ ოსური? თუ ახლახან მიღებულ თავდასხმის დოქტრინასაც გავითვალისწინებთ. მიღებული არ ქონდა და მოიწევდა. ახლა ხო გაწითლდება სირცხვილისგან.
უკრაინაში ეგ ყველაფერი გაცილებით იოლად მოაგვარა. იქ ხომ ქართველები არ ყავდათ. დანიშნეს არჩევნები და წინასწარვე შესუსტბული და გათიშული მოწინააღმდეგე დაამარცხეს. უარი ათქმევინე ნატოზე და სულ მალე სევასტოპოლზეც გამოაცხადებენ პრეტენზიას. ეს რომ ცოტათი ადრე მომხდარიყო შესაძლოა აფხაზეთზე ნაკლებად აფორიაქებულიყო.ზღვა იქ უფრო ბლომად შერჩებოდა. თუმცა აქ ნავთობიც არის. ოსეთი? ოსეთიდან საქართველოს შუაზე გაწყვეტა ყველაზე ადვილია.

Divide et impera

მაგრამ უკრაინაში აჩევნებმა გაამართლა. ეგებ საქართველოშიც?
ფული გვაქვს! რამდენი გნებავთ? გძულთ ის? შემომიერთდით! მე მაქვს ფული, დაიკიდეთ თქვენი შეხედულებები. გინდათ მოდით... ხო მასე....ხალხს არ ვუყვარვარ? ფული ყველას უყვარს. რა ღირს შენი პოზიცია?

კალაძემაც რო ხმა ამოიღო?! თურმე კალა კაპიტალის გამო გაბრაზებული ყოფილა. ამ კაცმა, მთავრობაზე გაბრაზებულმა საკუთარ ქვეყანას გაუტანა ორი ბურთი კარებში. რა გასაკვირია რომ ვიღაცაზე გაბრაზებულმა კიდე რამოდენიმე "გოლი" შეტენოს?
თუმცა ის პაიკიც არ არის. უბრალოდ სარეკლამო სახეა.
პაიკი კი ნელი სვლით მიდის. რა ღირს შენი პოზიცია? მე მაქვს ფორმულა! გინდა?

საინტერესო თამაშია ჭადრაკი. საინტერესოა ჩვენ როდის ვისწავლით მინიმუმ 4 თვლით წინ გამოთვლას?!

არ მინდოდა ამი თაობაზე ბლოგზე დამეწერა. მაგრამ როგორც ისტორიკოსი ვერ დავრჩი ჩუმად.
მეტს აღარ დავწერ.

4 comments:

  1. შენც დათო ხომ? :)

    ReplyDelete
  2. ერთი გურული ვარ პოლიტიკაზე საუბარსრომ ვერიდები :)

    ReplyDelete
  3. გინდა გითხრა ქართველბისთვის რა არის მთვარი?

    საჭმელი და ქალები..

    აი, ამას ეძახიან კარგ ცხოვრებას..

    სხვა დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ..


    ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი ყველაფრის ღირსია.

    ReplyDelete
  4. ხოდა მანდ ვართ ზუსტად :)))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]