Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივი დღე
რა ვქნა? მიყვარს ეგ დიზაინერობანას თამაში ჩემს გვერდზე. მზემ დამანახა სხივები და მეც აი ასე მომინდა წამოგორება პლაჟზე, მუხლებზე ლეპტოპი და მიდი აფრქვიე აზრები (სანამ მზე დაგარტყამს). მაგრამ ეგ ჯერ ადრეა. ადრეა "ყინულივით ცივი პივა, ფანტა-კოკაკოლა, წყალი ნატურალური, ბორჯომი", ადრეა " ხაჭაპური არ გინდა ბებია?! რა მნიშვნელობა აქვს შენდა ოთკუთხედი იქნება თუ მრგვალი, ცომი და ყველია შიგ მაინც", ადრეა "გაი ტალღა იქეთ"..



 ბათუმის ბულვარს ბუნგალოები მოაშორეს. როგორც იქნა პლაჟზე "ჩერეზ" ვიღაცის ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის გავლით არ გადახვალ. სვეცკი კოკტეილების მოყვარულებო, ნუ აღშფოთდით. ეგ ყველაფერი "ახალი ბულვარის" ტერიტორიაზე გადავა. ყოველ შემთხვევაში ასე მაბობენ.
 ხო, მართლა! სკამებიც სადღაც გადამალეს. სული რო გაგძვრეს "დაბრძანდის" ჩამოსადებს ვერ ნახავ ზღვისპირა ბილიკზე. ეტყობა ჩვენს ფიზიკურ გაჯანსაღებაზე ზრუნავენ და ერთი ბოლოდან მეორემდე სირბილით უნდათ ვიაროთ. მაგიტომაც დაამონტაჟეს თავში და ბოლოში ტრენაჯორების მაგვარი რაღაცეები. მაგრამ მაგ რაღაცეებზე სავარჯიშოდ თუ გინდა მიაღწიო ჯერ შვილიშვილებს გამოყოლილი ბებიების წრე უნდა გაარღვიო, მერე შვილიშვილებს უნდა ებრძოლო და თუ არ დაგკაწრეს და არ დაგკბინეს მაგრად გაგიმართლებს. ( ამიტომაც ძირითადად მარტო ბავშვები ერთობიან )
 ხოოდა შენ ჩემი ბატონი ხარ... კიდევ რა მოხდა?!
რა და წუხელ მთელი ეზო პანიკაში ჩავარდა ( მათ შორის მეც ) გვეგონა მამონტების შემოტევა დაიწყო, ეზო საშინელმა საყვირისებრმა, გაბმულმა ყმუილ-ზმუილ-ჩხავილმა გამოაღვიძა. თურმე ჩვენი ერთი წლის წასული მეზობელი დაბრუნებულა და მის მეუღლეს, ღამის 4 საათზე სარეცხის ფაგენა მონდომებია. მოუწევია გაბმული სარეცხის ტროსი და ტროსსაც ისე გაჰხარებია მეღირსაო- სიამოვნების ყმილ-ყსიჟინა გაუბიაა.... ჩვენ კი ჩვენი დაგვემართა.
დღის მთავარი მოვლენა : დედაჩემი დამადგა თავზე. მორიგი ლექცია სემინარი, " ეგ აქ რატო გიყრია. ეს რატომ არ შეინახე.ის კიდევ ისეა" და ასე შემდეგ. შემდეგ როგორც იქნა გადავედით ამბების გაცვლა გამოცვლაზე. მივხვდი რომ კარგა ხანია გურიას არ ვწვევივარ და მომნატრებია. ჰაა. ჩამოვიდა ტყემლის და ლეღვის მურაბებიი....
ზაფხულს რაც შეეხება. მოცოცავს. მაგრამ მოდის. მოვა სად წავა. დედამიწის ღერძის გადახრა გადმოხრა არ მაინტერესებს მე. მოვიდეს უნდა. თავანი ჩასაბარებელიაა...
მერე კი ნამდვილად უშუალოდ პლაჟზე დავწერ მზით დაცხუნებულ ნააზრევს.

დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივი ამბები.

5 comments:

  1. mova aba sad wavaaaa:)))) sainteresod chauvlia dges :) eli

    ReplyDelete
  2. ზაფხულის სუნი მეცა..

    ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ მანდეთ, გაივლის ეს ოთხი თვეც და.. :)

    ReplyDelete
  3. ოოო, მალე გაივლის ეგ ოთხი თვე. ძალიან მალე

    ReplyDelete
  4. მე ზღვა არ მიყვარს მთა მირჩევნია :P
    მე ზაფხული არ მიყვარს ზამთარი მირჩევნია :P
    მე ბებო მადგება ხოლმე თავზე ის რატომ არ დაალაგე ის იქ რატომ დატოვე და ასე შემდეგ :D

    ReplyDelete
  5. ეჰ, მეც მადგებოდა ბებო თავის დროზე. ახლა ჩემს მტერს დაადგა...

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]