10.03.2010

კარგა ხანია ლექსი არ დამიწერია.

კარგა ხანია ლექსი არ დამიწერია.
დრეს ახალგაზრდა პოეტების შეკრება ვნახე. ჩქეფთა ემოცია და იკვარაჩხინდებოდა რთული სიტყვები რატომღაც ზირითადად რთულ წინადადებებში.
უფ, მართლა კარგა ხანია არ დამიწერია. გავიარე ნეტა ეს პერიოდები?!
პირველი პერიოდი ეს თავად ლექსის დაწერის მცდელობაა. ზოგს ეგ ადრეულ ასაკში "უღიტინებს" ზოგსაც მეორე პერიოდთან ერთად ერთად ეწვევა. ხო გახსოვთ?! ლექსები ახალ წელზე, ბაჭიებზე, საჩუქრებზე, ჯარიკაცებზე.



მეორე პერიოდი კაეშანის პირველ ყვავილობას ემთხვევა. მაშინ განსაკუთრებით მწვავედ გაწუხებს შენში მჩქეფარე ვნებების ფურცელზე გადატანის იდეა. ოო რამდენი ფურცელი გაფუჭებულა რითმთან, რიტმთან, წყობასთან და შინაარსთან ბრძოლაში... ბოლოს გადაწყვეტ რომ არ არის სავალდებულო წინადადებები ყველა ო-ზე ან ა-ზე მთავრდებოდეს... მერე ამ სიმწრით შობილს მალავ. თუ დასამალი იყო რაღას წერდი? მერე ვიღაც პოულობს სახლში და ოჯახური საბჭოს განხილვის საგანი ხდება :)"ცოტა ხმამაღლაა დაწერილი"..."უგრძვნია"... ეს ნამდვილად რეალური ფრაზებია. თუ კი ამ ინციდენტმა არ ჩაკლა თქვენში "პოეტი", იწყება მესამე ეტაპი.
მესამე ეტაპი როგორც პოეტის, გამორჩეული ინდივიდის თვითდამკვიდრების პერიოდია. შარფი, ჩაღამებული თვალები, სევდიანი თვალები და აუარება ფურცლები აუარება უკიდურესად ჩახლართულ, ახლართულ, ზეამაღლებულ, რთულ წყობილ, ქვეტექსტურ, სარგაზმულ, ფსევდოფილოსოფიურ და "პირველშობილ" წინადადებათა ფეიერვერკით. რაც უფრო უცნაურია შენი ლექსი, მით უფრო მიუწვდომელია. რაც უფრო მიუწვდომელია, მით უფრო არამიწიერია, რაც უფრო არამიწიერია მით უფრო ვერ ხვდებიან უბრალო მოკვდავნი და რჩემიან ბიწიერ მიწაზე. ხოლო შენ, შენს ორიგინალურობასთან ერთად დაფრინავ მეშვიდე ცაზე სანამ თვითონ არ დაინტერესდები ნეტა მართლა რა დავწერე, ეს რას ნიშნავსო...

მერე და ეგ მუზაც ხან მოდის, ხან არ მოდის. ხან მოვა და სახლში არ დახვდები. ხან შენს მეგობართან მივა და შენ დაგიკიდებს. ხან მთელი კვირა არ მიდის და მერე გასიებუ თავზე ხვდები რომ ჯობდა საერთოდ არ მოსულიყო...

რა უნდა ლექსის დაწერას?! არც არაფერი.

გიყვარს? წარმოიდგინე თუ როგორ მიდიხართ ნაწვიმარ ქუჩაზე, ღამით- ეგ აუცილებელია. მშრალი ქუჩა არაა რომანტიული. თუ როგორ გხიბლავს მისი ტალღოვანი თმა. -დიდი ამბავი თუ 15 ხინკალი ჩახეთქა. თუ როგორი მომაჯადოვებელი ღიმი აქვს- დიდი ამბავი თუ ამ საღამოს ერთი "პაჩკა სიგარეტი" დააქუხა. თუ როგორ წაგავს მისი ხმა ანკარა მთის წყაროს -მერე რა რო ისეთი რბილი "ლ" აქვს მისი შემყურე "საქართვე-ლ-ო" გძულს. თუ როგორი საამო ნიავი მოდის დასავლეთიდან.-მერე რა რო ეგ სანიაღვრე არხი ერთ კვირაზე მეტია რაც გაიჭედა და ყარს. თუ როგორ გიმძიმს მასთან დაშორება - მიუხედავად იმისა რომ გაურკვეველი ასაკის ჩებურეკმა, რომელიც მის ლოდინში შესანსლე თავი შეგახსენა და ძძძძალიან გეჩქარება... ნუ, ეს ერთი ლექსი.

თუ ამაღლებულ ფილოსოფიურ განწყობაზე ხარ გაიხსენე თუ როგორ ნახე სამყაროს დასაწყისი შენი თვალით. რომ ღმერთს რაღაც კითხე და იმანაც გიპასუხა, რომ შენ ფრთები გაქვს და სხვას არა. რომ სამყარო ამოაიებათა ორომტრიალია და რომ გრდელმლი, შეზარხოშება, უდრტვინველობა, აპოკალიფსი, მეფისტოფელი და რაღაც ამდაგვარი ფხიანი სიტყვები შენც იცი და გეხერხება ამათი იქ ჩასმა სადაც საერთოდ არაა მათი ადგილი. მაგალითად:
 ქუჩას სდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორეში.
 მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა იქრების ზედა...
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვერ მიგიხვდნენ? მრავალმნიშვნელოვნად გადახედე. სიგარეტს გაუკიდე და ისე რომ აწეული წარბი არ ჩამოუშვა განერიდე უვიცებს...
რამოდენიმე გოგონა მაინც გაღიარებს გენიოსად და შენი იმიჯის სადარაჯოზე იმორიგევებენ. სანამ ახალ "ტალანტს" არ აღმოაჩენენ.
ისე კარგახანია ლექსი არ დამიწერია...

Post a Comment

4 комментария:

  1. რათქმაუნდა არიან სასიამოვნო გამონაკლისები. მაგრამ ბევრს ვიცნობ ვინც ამაზე უარესად ცოდვილობს და სწორედ ამაზე მაქვს საუბარი :)

    ОтветитьУдалить
  2. მაშინ ეტყობა მე იმ გამონაკლსებს ვიცნობ :p

    ОтветитьУдалить
  3. გაგმართლებია და ეგაა :)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!