Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ღმერთების საჩუქარი. მისი აღმატებულება შოკოლადი

ღმერთების საჩუქარი. მისი აღმატებულება შოკოლადი
როცა ეთერში “მთვარის კლუბი” გადიოდა. ჩემს მსმენელებს ვირტუალურ ბართან ვეპატიჟებოდი და ლუდს ან ყავას ვთავაზობდი. ყველა იმას ირჩევდა რაც სურდა და შმდეგ საამოდაც ვსაუბრობდით. ჩემს ქსელურ კლუბში კი კიდე ერთი რამ მინდა შემოვიტანო მენიუს ნუსხაში. ეს რაღაც ლუდიდან საკმაოდ შორს დგას, მაგრამ ლუდის მოყვარულთა შორისაც არაერთი დამიფასებს ამ სიახლეს და მოხარულიც კი იქნება შეთავაზებისთვის.
ბატონებო და ქალბატონებო. ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ღმერთების  ნუგბარი. შოკოლადი



ეს ღვთაებრივი საჩუქარი აცტეკთა ქალღმერთმა, ნაყოფიერების გამგებელმა ხოჩიქუეტზამლა გვიბოძა ადამიანებს. თვით იმპერატორი მონტეზუმა დღის განმავლობაში დღეში 50 ჭიქა კაკაოს მიირთმევდა. ის პოპულარული იყო მეომრებსა და ქურუმებშიც. კაკაოს 100 მარცვალი კი ერთი მონის სიცოცხლეს უდრიდა. მისი პოპულარობა მალე გასცდა ქვეყნის ფარგლებს. ძლიერნი ამა სოფლისანი მალევე მიეძალნენ ღმერთების სასმელს და აქედან დაიწყო მისი ტრანსფორმაცია სხვადასხვა ტკბილეულად, სასმელად და სასუსნავად. მის დადებით თვისებებზე ერთხმად საუბრობდნენ ყველგან სადაც კი ის დააგემოვნეს. თვით კაზანოვა თავისი მორიგი მსხვერპლის დაპყრობამდე შოკოლადს მიირთმევდა. მის შემადგენლობაში პოლიფენოლის შემცველობას აბრალებენ მისი მოტრფიალეთა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს. ის ამცირებს ლიპოპროტეინების მჟავიანობას რის გამოც გულის დაავადებების ალბათობაც მცირდება.
შოკოლადი, ისეთი როგორიც დღესაა 1879 წლიდან გახდა. მას შემდეგ რაც შვეიცარიაში კონდიტერმა მას ტრიგლიცერიდის ზეთი დაუმატა. მას შემდეგ მსოფლიომ მისი ახალი სახეცვლილება იხილა. რაც არანაკლებ შეიყვარა და აღიარა. აი ეს პატარა ისტორია შოკოლადის შესახებ. ახლა კი აქეთ მობრძანდით.
ალბათ ყველას ლასე ჰალსთრემის ფილმი გაგახსენდათ. გეთანხმებით. მართლაც ძალიან კარგი ფილმია. მაგრამ არც თუ ისე კარგი, როგორც თავად შოკოლადი. მისი აღმატებულება შოკოლადი. აქეთ მობრძანდით. თქვენ ალბათ უბრალოდ შოკოლადის ფილას, ან კიდე მაქსიმუმ ლიქიორიან კანფეტს. არა. ცოტათი განსხვავებული მენიუ მაქვს. თქვენი ოცნების გასაღვიძებლად.

დაღლილი ხართ? გინდა გამოცოცხლედ? მაშინ ცხელი შოკოლადი ინებეთ ძემოდან მოყრილი ცოტაოდენი მუსკატით.


დასვენება გნებავთ? რძიანი შოკოლადის პუდინგი მთვრალი ალუბლით.


კეკლუცის ხასიათზე ხართ? კრემბრულე იგემეთ ვანილითა და შავი, ზემოდან მოხეხილი შოკოლადით.

ოცნება გნებავთ? კარამელიანი თეთრი შოკოლადი მუსკატით აქეთაა .


ვნების აღძვრა გნებავთ? სიჩუანის წიწაკიანი შოკოლადი გლით ყავის მარცვლებით, ან კიდე მლაშე კარამელი ენაზე რო დნება და სიტკბოს მერე უცნაურ სიწკლარტეს გიტოვებს. ესეც თუ არ გხიბლავთ იქნებ ცხელ, სქელ შოკოლადში ამოვლებული მარწყვი მოგეწონოთ.



იგრძენით არომატიო ჰაერში რო ტრიალებს? ეს ახლად გამომცხვარი შოკოლადის ტორტია სქელი მინანქრით.


აქეთ მობრძანდით. დანარჩენი თქვენს თავარ აირჩიეთ. თუ გნებავთ შოკოგოლიკად გაქცევთ. გახსოვდეთ რომ ის სიცოხლეს ახალგრლივებს. ამიტომაც მასზე გემრიელი და იმავდროულად სასარგბლო საჩუქარი არ არსებობს. მოგეწონათ? შემოგვიარეთ ისევ...


10 comments:

  1. ხვალ შოკოლადს ვიყიდი (ბევრს ) და მხოლოდ ამის მერე წავიკითხავ შენს პოსტს : )

    ReplyDelete
  2. :) კარგი აზრია. მომწონს

    ReplyDelete
  3. აუუუ, შოკოლადი მომინდა, ყველა !! :))))

    ReplyDelete
  4. ყველა? ოოო. მაშინ რეალურო შოკოგოლიკი ყოფილხარ

    ReplyDelete
  5. შოკოლადზე სიუჯეტი მქონდა 2 თვის წინ და დავამატებ ამ ყველა სიკეთესთან ერთად ბედიერების გრძნობას იწვევს და შოკოლადის მასაჟები ასევე ხელს უშლის კანის მოდუნებას...და სხვათაშორს"მწარე" შოკოლადი დიეტურია ...:) და კიდევ უამრავი დადებითი რამ...და ბოლოს რაც მთავარია გემრიელია და სტრესებზე საბრძოლველედაც ვიყენებ :)))))))

    ReplyDelete
  6. და კიდევ ბევრი რამაა დასამატებელი. მაგრამ საუბარს მისი დაგემოვნება ჯობია ყოველთვის. შენ რომელი უფრო მოგწონს?

    ReplyDelete
  7. კიიიი, შოკოგოლიკი ვარ :))) აშს-ს წევრი ვარ (ანონიმ შოკოგოლიკთა საზოგადოება) :P

    ReplyDelete
  8. მე ყველანაირ შოკოლადს ვეტრფი :) ყველანაირი შემადგენლობით და განურჩევლად ფერისა ...თუმცა ე.წ. "გრილიაჟი" მიყვარს ძალიან ...ხოო, ჩიტის რძეც :)

    ReplyDelete
  9. ოო, საინტერესოააა. ძილის წინ ეძალები ძირითადად თუ მანამდეც არ პასიურობ? :)

    ReplyDelete
  10. მგონი ერთადერთი ვარ ვისაც შოკოლადი არ უყვარს,მაგრამ ამ პოსტის მერე გასინჯავდა კაცი:):)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]