Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სოიოს კვერცხი.

სოიოს კვერცხი.
რატო ხატია კვერცხი? ამზე ცოტათი ქვემოდ ვისაუბრებ.თან აუცილებლად...
დღეს მანდილოსნებისგან საკმაოდ ბევრი მოსაზრება მოვისმინე იმის თაობაზე თუ როგორი უნდა იყოს კაცი, როგორები არ უნდა ვიყოთ და ათასი ისეთი ნიუანსი, აი დაახლოებით ონლაინ თამაშებში რო აწყობ ხოლმე პერსონაჟს... რას იზამ, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მაგრამ ამ თემამ... "ასეთები არ უნდა იყვეთ, აი ისეთები...ასე რო გააკეთოთ... ჩვენ ხომ მანდილოსნები ვართ..." და აი ამ ბოლო ფრაზამ ერთი საკმაოდ საინტერესო შემთხვევა ამომიტივტივა მოგონებიდან.
არც თუ ისე შორეული ზაფხულის ერთი მშვენიერი საღამო იყო. მეგობრებთან ერთად მოვდიოდით სარფიდან. კუჭმა ხინკლის ნოსტალგიაზე დაყრდნობით მშვენიერი იდეა მოგვაწოდა და სახინკლისაკენ გავეშურეთ. ერთმა თქვა "აუ,მოდი ჩემს მეგობრებს დავურეკავ. თბილისელი ორი გოგოა ჩამოსული.მაგარი ჯიგარი ბავშვები არიან და ძალიან მიხარია მათთან ურთიერთობაო" რატო მეთქი." მაგას რო გაგაცნობ მიხვდებიო".
დათქმულ ადგილზე დათქმულ დროს შევიკირიბეთ."ჯიგარი" ნაცნობებიც მოვიდნენ. მშვენიერი, ლამაზი გოგონები. გაცნობის ჩვეული რეტუალის შემდეგ ხინკალს ოდა აღვუვლინეთ და ცოტათი თვალში რომ გამოვიხედეთ დიალოგის სურვილი გაგვიღვივდა. კიდე ერთხელ დავსძენ რომ გოგონები მართლაც ლამაზები იყვნენ. კარგი მოსაუბრე და მხიარული ხალხი ერთი სიტყვით... რაღაც რაღაცებიის შემდეგ დავიწყეთ ოხუნჯობა. მეგობარი მეუბნება "ბიჯო, აი ოფიციანტი რა პიდარასტიაო. ისე რასტიმ რა დააშავა ორივე ერთად არ უნდა ვთქვათო. პი და რასტი ხო ორი ადამიანიაო.ეგ პია მაგარი ცუდი თორე რასტი კაი ტიპიაო.." მხარი ავუბით. ხო საერთოდ პი რასაც ერთვის ყველაფერს აფუჭებსთქო. პიდ-ბული... არადა ბული მაგარი ძაღლია. პი-რატი, არადა კანონმორჩილი მოქალაქეა რატი. პი-პეტკა.ეგეც კაი მასტია ეგ პი რო არ უფუჭებდესო... ნუ ერთი სიტყვით ვითომ ვოხუნჯობთ. მაგრამ ამ გოგონების ზედმეტად დაკვირვებულმა მზერამ გამაოცა. ბოლოს ერთმა ვერ მოითმინა და.. "ვაიი. მართლა ასეა? გიგი ნახეე?" მიუბრუნდა მეორეს. მეორემაც გაიკვირვა ასე ყოფილაო...( არადა არ ხუმრობდნენ ) მერე ვკითხეთ პი-ზე ასეა და მოდი შენ ფო-ზე დაწყებული ნებისმიერი სიტყვა გვითხარი და გაგიშიფრავთო.10 წუთი იწვალეს.ვერაფერი... ხინკალი შევთავაზე დაისვენე , ჭამე მეთქი. არაო მე ვმარხულობო.. სიგარეტს რო უქიშინებ მეთქი... (ღიმილი იყო არგუმენტი) მერე ერთმა უთხრა გოგოებო ეგსპეციალურად სოიოს სიგარეტები გამოვიდა პოპულშიო..გადაირივნენე არ გვინახავსო..ეგ რაა მეორე ბიჭი ეუბნება.აქაც ააქვთ სოიოს ხინკალიო.ეგ როგორიაო. რა როგორიო ღორს აჭმევენ სოიოს და მერე ის ღორიჩ სამარხო ხდებაო..აი კატლეტებს აბა როგორ აკეთებენო-ეგ არისო... ვაა მართლაო?- ხოო დავეთანხმეთ.თან ვგრძნობ რომ ეს უკვე კი არ მახალისებს.პირიქით, მძაბავს.
ასეა რძის ამბავიც.ძროხას აჭმევენ სოიოს და ისიც მერე იწველებაო... დედაოო გადაირივნენ და თვალები შუბლზე აუვიდათ. მგონი გაუხარდათ კიდეც საუკუნოვან საიდუმლოს ფარდა რომ ავხადეთ.მაგრამ ვცდებოდი. ეგ ჯერ ყვავილები იყო.
სოიოს კვერცხიც არისო. ახლა ეგ როგორო. რა როგორო..იყიდება კიდევაც პლეხანოვზე სუპერმარკეტშიო ვუთხარით. უძაანესი რამაა. მარა უნდა შეარჩიო.სპეციალური მამლები დებენო... ვაა მართლა და რომ მივალ რა ვუთხრაო (მამალი გავატარეთ-იცოდნენ უკვე თავიდანვე რომ მამალი დებს კვერცხს) რო მიხვალ უთხარი სოიოს კვერცხი გვინდა ოღონდ მამალიო.დედალი არ ვარგა... ეე ეგ როგორ მივხვდე მამალია თუ დედალიო. (ერთმა მეგობარმა ვეღარ მოითმინა-ამდენი ერუდიცია ერთად ვეღარ აიტანა და უპასუხა) როგორ და თუ დააკვირდებით ორი ცალი რო კიდია,ერთი ყოველთვის უფრო ჩამოგრძელებულიაო. აი სწორედ ის არის მამალიო... პაუზა ჩამოვარდა.რმოდენიმე წამის მერე კი ერთმა გახარებულმა იყვირა ( ასე ვესპუჩს არ გახარებია მგონი) არც ვამატებ და არც ვაკლებ.... შეძახილი ასეთი იყო...." ვაიმე ნაათ. მართლა მასეა. არ დაკვირვებულხააარ...მასეა მასეეე..მამალია"
ნუ რა გითხრათ. მე სუფრის ქვეშ ვიყავი. მეორე კუპიდან ხავილი ისმოდა. ვინც მამალი კვერცხი დაუხასიათა მას სახე გაეყინა...ესენი კი ბედნიერები იყვნენ და ალბათ პლეხანოვზე,იმ მაღაზიაში გასვლის სურვილი უხიცინებდათ... არადა ორთავე მართლაც ლამაზი გოგო იყო... ეჰ. და რაო რას ამბობდით?! როგორები არ უდა ვიყოთ ჩვენ??

4 comments:

  1. ვაი ვაი დათო


    :D :D :D

    ReplyDelete
  2. ყბა ჩამომვარდა და გავიგუდე.. :დ
    ეგ კი არა, უფრო მაგარი ამბავი ვიცი, ეგეც ზღვას უკავშირდება..

    დოჩანაშვილის სამოსელი პირველზე ლაპარაკობდნენ და ტიპი მოვიდა, რა ტანსაცმელზე ლაპარაკობთო.. მიხვდნენ რა როჟაც იყო და, რაზე და გურამი რომ არის, ძალიან მაგარი დიზაინერი, ვაკეში აქვს ბუტიკი გახსნილი, იმის ტანსაცმელზე ვლაპარაკობთო.. :დ

    ტიპმა დაიჯერა..

    ReplyDelete
  3. :D მჯერა მასეთებიც იქნებიან.. არიან კიდე მართმადიდებელი ათეისტები. პუნატკური აღზრდის და ჟიჟიეს სუნამოს მოყვარულები

    ReplyDelete
  4. xexexeeeee.... magariaaaa :D:D:D:D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]