საღამო იყო მშვენიერი. ისეთი სიჩქარით მივდიოდით რომ სიარული აღარ ერქვა. გვაგვიანდებოდა. მაგრამ ის დამავიწყდა რომ საქართვლოში ნებისმიერი ღონისძიება დაგვიანების დროის სავარაუდო მონაკვეთის გათვალისწინებით იწყება ხოლმე. დამავიწყდა მეთქვა. ისნემა ბიჩში მივიჩქაროდით, ანჟი ჟულავსკის "ფოტოგრაფით" უნდა აღვფრთოვანებულიყავით. ღია ცის ქვეშ კარგი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ხომ ბათუმში თითქმის ნულის ტოლია. შანსი გამოჩნდა და მივთოხარიკებდი. იდეით შეზლონგზე უნდა წამოვწოლილიყავი, ცივი ლუდი და კარგი ფილმი... ყოველ შემთხვევაში მთელი წინა კვირა ასეთი აზრი მიტრიალებდა თავში. პრინციპში სინემა ბიჩის ( უხ რა ხორციანად ჟღერს ეგ ბიჩი ... ლამისაა აპითეტადვყო ) ზღურბლამდე მიმყვა და იქვე გაქრა. შეზლნგებზე კი არა საზურგიან საკამებზეც უკვე იწვნენ. ნუ რას ვიზამდი. მივდექი მოვდექი, მოვატყუე ერთი, გავაკვირვე მეორე და ძლივს მონაპოვარი სავარძელი შემოვიდგი. მოვკალათდი და მივაშტერდით ჩამქრალ ეკრანს. ველოდე მაგრამ არ აენთო. არც 10 წუთის შემდეგ. მერე გარშემო მყოფთა თვალიერებით გავერთე და აღმოვაჩინე რომ დამსწრეთაგან 70% სრულიად შემთხვევით იყვნენ ამ ჩვენბაზე მოხვედრილნი. ლამაზი, ტუჩდაბერილი გოგჩოებისა და ლუდის ბოთლეს მინდობილი გადავარცხნილ ბიჭების რაოდენობა გაცილებით ჭარბობდა სავარძლებზე წყნარად მჯდარ მოაზროვნეთა ძველი თაობის წარმომადგენელთა რიცხვს. ბარს მართლაც რომ არაუშავდა. თუ არ ჩავთვლით იმას რომ სამჯერ შევუკვეთე ოფიციანთს და ორჯერ შევუთვალე რომ ეგებ ლუდი ან ლუდის ცარიელი ბოთლი მაინც მოეტანა. მაგრამ წუხარების თანამონაწილის ღიმილის მეტი ვერაფერი მარგუნა. რას იზამ..რაც არ არის არ არის... როგორც იქნა დივიდის ცენტრმა აღიარა და მიიღო დისკზე ჩაწერილი ფილმი და... დაიწყო... ნუ თავიდან მცირედი ექსკურსი მოგვიწყვეს რეჟისორის პერსონის უკეთ გასაცნობად.. კითხვაზე-ხელი აწიეთ ვინს ანჟის შემოქმედებას იცნობსო-ჩემი ლუდის მოთხოვნით აწეული ხელიც მიათვალეს ( არ შევიმჩნიე) და დაიწყო...
უკაცრავად ასანთი გააქვთ? არა არ ვეწევი
უკაცრავად აქ რო იჯდა ის სად წავიდა? აქეთ მგონი
დიდი ხნის დაწყებულია? ნახევარი საათია უკვე ვა და რაზეა? ....
უკაცრავად გოგონა.ეგ ქუსლიანი ფეხსაცმელი გიხდება მაგრამ..რაღა ჩემს ფეხზე დგეხართ?!
ფიმლი შავთეთრი იყო. მივარს შავ თეთრი ფილმები. მითუმეტეს ასეთი ჟანრის.. ფერთა სიჭრელე ზედმეტ ყურადღებას არ იქცევს... სამაგიეროთ ჩემს წინ მჯდომი მანდილოსნის სენდვიჩის მესამე პორციამ და მისმა არომატმა არამარტო ყურადღება მიიპყრი, კუჭის არსებობაც გამახსენა. ჩამოცხა... და რა ხდება საღამოს ბათუმში როცა ცხელა? რათქმაუნდა საშინელებათა ფილმის სცენარის მიხედვით ვითარდება მოვლენები...
ჭაობიდან. მზის ჩასვლის შემდეგ, ერთი მეორეს მიყოლებით მოძვრებიან და მოფრინავენ სისხლის მწოველთა უთვალავი და მოუშორებელი წარმომადგენლები. დიდი სიტკბოთი არასდოს გამოვირჩეოდი. მაგრამ იმ რიგში რომელშიც მე ვიჯექი რატომღაც მხოლოდ მე მეძალებოდნენ. ფილმის ჩვენება ჩემი ხელების ჩემსავე სხეულზე ტყაპა ტყუპით გაგრძელდა. განსაკუთრებით მარცხენა ყურს გაუგეს გემო. ის იყო ჩავწვდებოდი ფიმის გმირების დიალოგს...პზზზზზ. ან კდევ უკაცრავააად რა დროააა?? ამან კიდევ მეოთხე პორცია სენდვიჩი შეუკვეთა... უნამუსო..პზზზ...
უკაცრავად ფილმი მალე დამთავრდება? არ ვიცი გენაცვალე.დამთავრდება ალბათ!
ჰოთდოგი თქვენ შეუკვეთეთ? არა მაგამ... აექ გოგონა აქეთ, ჩვენ შეგიკვეთეთ! უი უკაცრავად :) პზზზზ...
ესეც ფილმის დასარულიი.აბა როგორ მოგეწონათ? კარგი იყო ძალიან. მართლა. თუ არ გჯერათ ყურით დაგიმოწმებთ.მარცხენათი. ის გაცილებით უფრო დიდი მაქვს უკვე. აზრი გამოვთქვა? ეგ აზრი უკვე ამომწოვეს კოღოებმა ბატონო… დასტროჩკილი ვარ. არა ანჯის დიდი მადლობა საინტერესო ფილმისთვის. მართლა. მაგრამ პზზზზზ… მშვენიერი საღამო იყო. სახლში ფილმით ნასიამოვნები. მოშიებული და კოღოების დევნაში საკუთარი ხელით ნაცემი დავბრუნდი… თუმცა აქაც მომესმა პზზზ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!