Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ახლო მომავალში

ძალიან საინტერესო სიტყვაა, საკმაოდ ხშირად რო გვესმის თითქმის ყველგან, ტელევიზიით, რადიოთი, ქუჩაში. ვკითხულობთ გაზეთებში... ერთი სიტყვით ასე იწყება ყველა ის დაპირება რომელიც ისეით მალე უნდა ასრულდეს - მაგრამ რატომღაც კოჭებშივე გვეპარება ეჭვი...
ეს შესავალი იყო
ახლა კი იმის თაობაზე თუ რა მოხდება ახლო მომავალში. არა, დიდი არაფერი. არც იაღოველები გაფრინდებიან და არც კომეტა მოენარცხება დედამიწას. უბრალოდ ბათუმის გადათელილ ბულვარში, კერძოდ კი იმ შემინული შენობის უკან სადაც ასაკში შესულები ალბათ ( ღმერთით ) ჩვენც ვითამაშებთ ჭადრაკს ან ნარდს. ( უფრო სავარაუდოა რომ რაიმეს ქსელსში ჩართულს ) გაიმართება გამოფენა გაყიდვა. ხო, არც მეტი არც ნაკლები. რისი და ნახატების. მაპატიეთ დამავიწყდა მეთქვა. იდეა მე დამებადა... მინდოდა გამოფენა მომეწყო, მერე ეს იდეა დატრიალდა, შემომიერთდნენ სხვებიც... მერე აღმოჩნდა რომ "ბარე გაგვეყიდა"-ო... მერე კიდევ აღმოჩნდა რომ დარბაზი ერთი სიტყვით - ფაფუ... არ ყოფილა... მერე კიდევ აღმოჩნდა რომ მუზეუმი თანხას ითხოვს ასეთ რაღაცეებში... მერე კიდევ ის რომ იქ არც არავინ დადის.. და კიდევ სანამ რამე აღმოჩნდებოდა გადავწყვიტეთ გარეთ, ღია გამოფენა გაგვეკეთებია.
მართალი გითხრათ დილა საღამოს ნახატების მისვენება მოსვენების იდეით დიდად არ ვარ მოხიბლული. არც უეცრად წვიმის მოსვლის იდეა მხიბლავს და მაიმედებს... და არც ის ვიცი "გაყიდვაში" როგორ და რა უნდა გავაკეთო. არასდროს არაფერი არ გამიყიდია, მითუმეტეს ჩემი ნახატი?! არა.. მაგრამ... თურმ ესეც საჭიროა... ხოდა ვზივარ და ვაკოწიწებ ნახატებს... ესეც დავიწყე ამ სიბერეში :) :) :)
როდის იქნება? ეგ არ ვიცი... ახლო მომავალში :) ოღონდ უფრო მალე.

2 comments:

  1. გამოფენაზე მოვალ და თუ ფინანსებმა არ გამჭედედა და მომეწონა, რამეს შევიძენ, იმედია ცეცხლის ფასს არ დაადება ახლა! kiss :) :)

    ReplyDelete
  2. კარგი ბატონო, მაშინ არ მივაწერ ჩემი რომელი იქნება :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]