ის რაც ჩემია


კი ბატონო, ნამდვილათ ააქვს ღამის ეთერს რაღაც გამორჩეული ხიბლი, ინტიმი და თავისებური სექსუალურობა. თან დამეთანხმებით. რადიო მაინც სულ სხვაა. ტელევიზია ყოველთვის "პაკაზუხა" იყო და დღესაც მაგ აზრზე ვარ. წიგნი მართლაც კარგია. მაგრამ მასთან ერთად სხვა რაიმეს ვერ გააკეთებ. აი რადიო კი სრულ თავისუფლებას გაძლევს. უსმინე, იოცნებე და თან ის აკეთე რაც მოგესურვება. ერთი იტყვით რადიო სულ სხვაა, ძალიან სხვაა...
დღეს ღამის ეთერი მაქვს. სტუდიაში მარტო მე ვარ. მე, პულტი, ღრმად პატივცემული ( ასაკის გამო ) კომპიუტერი და მისი აღმატებულება მიკროფონი.
მოდი შევქმნათ განწყობა. ეგ საქმე კერძის რეცეპტს ჰგავს. ვიღებთ მეტნაკლებად ხარისხიან პოპსას,(ნუ რაც ბაზარზე მოგვეპოვება. ,უფრო ახალი და ხარისხიანი ჯერ არ შემოუტანიათ) კარგად დავბეგვავთ. ცოტათი წვნიანი R&B - უხდება ღამის ეთერს. რათქმაუნდა კარგად შენახული ჯაზი, სოული ჰაეროვნებისთვის და როკი გემოვნებით, ნუ ვის როგორ მოსწონს. მთავარია ეს ყველაფერი ლამაზად აურიოთ, არ გადავამლაშოთ და მერე შეთავაზოთ მსენელს ისეთ ნაირად რომ ეს ყველაფერი მიიღოს როგორც მხოლოდ მისთვის შექმნილი კერძი. ასე თუ გამოვიდა, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ გამოგვივიდა.
არ ვიცით როგორ აგიხსნათ უფრო გარკვევით თუ რას ნიშნავს ჩემთვის ღამის ეთერი. ეს საყვარელ ქალთან პაემანს ჰგავს. ღამით არაჩვეულებრივი მუსიკა, ნახევრად ბნელი სტუდია და იდუმალი მსნელი ქალბატონი, რომელსაც მიკროფონის საშუალებით ჩუმად, ნაზად უნდა უჩურჩულო ყურში. აუხსნა სიყვარული და აგრძნობინო რომ ის ერთად ერთია. დააჯერე ეს და ის შენი იქნება. მელოდიიდან მელოდიაზე, სიმღერიდან სიმღერაზე და მათ შორის შენი ღამის აღსარება. ყოველ სიმღერაში იმ აზრის ნაწილი უნდა იყოს რისი თქმაც გსურთ. თუ ეს ასე არ არის მაშინ ეს ზედმეტია. მაგრამ გადაჭარბებაც არ ვარგა. ერთხელ გადავამლაშე რომანტიზმით და მეორე დღეს, დაცვაშთან პატარა ამანათები დამხვდა. შოკოლადის ფილები და ტკბილეული. დაცვამ მადლობა კი მიხადა მაგრამ მივხვდი რომ ზედმეტი ნამდვილად არ ვარგა.
რაც შეეხება ხმას?! მსენელთა უმეტესობას რატომღაც შავტუხა, ახოვანი და ძალძედ სერიოზული ადამიანი ვგონივარ. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამას. შავტუხა? რატომ?! ალბათ ეს მათი საირველი პიროვნების რაღაცნაირი სტერეოტიპია. ნუ რას იზამ. რადიოა და ფანტაზია გასაქანის საშუალებას აძლევს.
მოდი ახლა Nat King Cole-ს მოვუსმინოთ Unforgettable (1992 The Unforgettable Concert )ამ სიმღერას ის თავის შვილთან ერთად ასრულებს. უფრო სწორედ პირიქით. მამის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, მისივე იუბილეზე უკვე გაზრდილმა შვილმა თავისი ხმა დაადო მამის სიმღერას და საკმაოდ ლამაზი, სვდიანი და მომხიბვლელი დუეტი გამოვიდა.
ტელეფონი ციმციმებს:
-65 წლის გელამ დარეკა. ძველი მეზღვაური ვარო. მახსოვსო როგორ დამალულად ჩამოგვქონდაო რეისიდან ფირფიტები და ჩუმად ვუსმენდითო. ყველაფერზე დამშეულები ვიყავით და ეს მუსიკა ჩვენთვის სუფთა ჰაერის ნაკადივით იყოო. მთხოვა ბითლზების ყვითელი წყალქვეშა ნავი გამეშვა. ჩემს ბიჭებს მინდა მივუძღვნაო. დიდი სიამოვნებით. ლივერპულელები ჩემს ეთერშიც იმღერებენ ამ ღამით.
იფ, ახლა ყავა მაგრა გაასწორებდა. ისე რა დებილი სიტყვაა ეგ "გაასწორებდა", თითქოს მანამდე მოღუნული ყოფილიყო. არა, ახლა ყავა მართლაც რო დამიამებდა. სწორია? ოო, ყავა მინდა და მორჩა!!! გაიხაროს ელექტრო ჩაიდანმა, მემონტაჟე გოგოების გადამალულმა შაქრის ქილამ და ხსნადმა ყავამ. უჰ, კარგია.. ხოდა რაზე ვსაუბრობდით?! ოხ ეს რეკლამა რა უაზროდ ეჩრება ყოველთვის. ჩვენი დამლაგებელივითაა. როცა საჭირო არ არის მაშინ შემოგივარდება პოლისჯოხით.
ახლა სტინგს მივცეთ გასაქანი. საუკუნეა არ გამიშვია. Until. პატარა, ნაკლებად პრეტენზიული და ლამაზი სიმღერაა და ყავა მშვენიერია.ეგრევე განწყობა გიკეთდება. გინდათ გითხრათ კარგი განწყობის ფორმულა? ღიმილი! ხო ეს ძალიან უბრალოა, ამასთანავე რეალური. მოეშვით ნუ ხართ დაძაბული ოდნავ მოლულეთ თვალები, შემოუშვით მზის სითბო. არა, თვალის მომჭრელი და კაშკაშა კი არა, აი ისეთი. დღის ბოლოს, ღრუბლებიდან რომ გამოჟონავს ხოლმე და იგრძნობთ თუ როგორ გაკლდათ, აი ასეთი მზე. ხო მშვენიერია? ხოდა აი ეს გრძნობა დაიმახსოვრეთ. თვალს რომ გაახელთ თავად აღმოაჩენთ რომ იღიმებით. ეს ღიმილი კი ნამდვილად გიხდებათ. აი ასე, ახლა კი ყავა.
ტელფონი გამიდმებით რეკავს და ციმციმებს. ახლა ლიზი იყო, 19 წლის. ასაკი არ ვიცი მაგრამ ლიზი ნამდვილად არ იყო. ამდენ ხანს საკუთარი სახელის გახსენებაზე არავინ ფიქრობს. მარჯანჯა ,თხოვა. არ გვაქვს მათქი. მაშინ მუსტაფა სანდალიო. არც ეგ მეთქი. მაშინჯერონიმო გაუშვიო. რამე დაგიშავე მეთქი? კიო, მზე შემოვუშვი გამიღიმე და შენ განწყობას მიფუჭებ შენი უარითო. მოდი მითხარი რა განწყობა გინდა და იქნებ მე შეგირჩიო რაიმე სიმღერა მეთქი. მენატრება მაგრამ ვიცი რომ ვშორდებით ერთმანეთსო. მერე მარჯანჯა რად გინდა მეთქი. აბა ინგლისური არ ვიციო. მოდი მაშინ მე ზემფირას მოგასმენინებ და ეგებ მოგეწონოს მეთქი. კარგი ვსცადოთო. ზემფირამ იციცხლოს, "мы разбиваемся" მართლაც რომ ზედგამოჭრილია ასეთ შემთხვევაში. წავიდაა... ახლა კი ყავას მივუბრუნდეთ.
ისე გამოგიტყდებით და ძალიან ბევრი გოგონა რეკავს თავისი პრობლემებით. რატომ არ ვიცი, ან ვინ უთხრა რომ ჩემთან ასეთი აღსარებები შეიძლება?! მაგრამ მიყვებიან. ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარება რადიოში ვმუშაობ თუ დნობის ტელეფონზე. ამლბათ ეს მატარებლის თანამგზავრის სინდრომია.. გამოგიცდიათ ალბათ, ღამის მატარებელით მგზავრობისას კუპეში უცხო ადამიანი რომ შეგხვდებათ და გულს გადაგიშლით. გაგიზიარებთ საკუთარ დარდებს და გასაჭირს. თქვენც მოუსმენთ, შეძლებისდაგვარად რჩევას მისცემთ და ისიც გულს მოიოხებს. იცის რომ მეორედ შესაძლოა ცხოვრების მანძილზე ვერსად შეხვდეთ და ამიტომაც თამამდება. ალბათ აქაც ასეა, ესაუბრბიან წარმოსახვით ახოვან და შავტუხ წამყვანს და უფრო თამამები არიან. თან ნახევარზე მეტს საკუთარი სახელი არ ჰქვია. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არააქვს. მატვის მთავარი დარდის გაზიარებაა.. ოხ ეს სიყვარული...
Bruce Springsteen-ის ფილადელფიის ქუჩები გადის. ჩემი სტუდენტობის სიმღერაა. ვერ გეტყვით რატომ. მაგრამ ეგ სიმღერა პარკში გატარებულ ოქტომბრის თვეს, ახლად შემოსულ ჰოდ-დოგებს, ნალექიან ყავას და მწვანე ბარს მაგონებს.ხო იცის ხოლმე ასე აკიდება სიმღერის მელოდიამ, ხოდა ეგეც ესეა.
ისევ ტელეფონი, ისევ ლიზია. ზლუქუნებს შევურიგდიო. აგაშენა ღმერთმა. ძემფოს ყოჩაღ. სიმღერა განშორებაზეა და ესენი შერიგდნენ. აგაშენათ ღმერთმა...
საშამ დარეკა. ეს უსინათლო მოხუცია. სულ რადიოსთანაა მოკალათებული და სულ ყველაფრის საქმის ყურშია. ხვალ ვინ არისო იკითხა, ირმა თუ ძეინაბიო. ვუპასუხე. ბარბარა თუ გაქვსო, ბარბარაო. სტრეიზანდი მეთქი? ხო ეგო. ახლავე მეთქი. ძალიან უცნაური მოხუცია. მაგრამ გემოვნებაში არაუშავს. სხვათაშორის თანამედროვე ესტრადაც კარგად იცის. ემინმს ვერ იტანს. ბარბარა კი პირველად მთხოვა. ახლა ეს ჩემთან ერთად უსმეს ამ სიმღერას. ძალაუნებურად ავუწიე დინამიკებს.
ზოგ სიმღერას საოცარი ძალა აქვს. მოედინება და მიყავხარ. მიგაცურებს მის ტალღებში. მაშინ ვნანობ რომ ძირითადად ტრეკების ხანგრძლივობა 4 წუთია. მაგრამ რას იზამ, ყველაფერი თავის დროზე მთავრდება ხოლმე. როცა ასეთ სიმღერას ისმენ ხოლმე , სახეზე სწორედ ის მზით გამთბარი ღიმილი მოგეფინება. ღიმილი და მონატრების, მიი ხილვის სურვილი. ძალაუნებურად ტელფონს ეძებ მზერით. გისმენს ნეტავ?! მაგრამ სხები გისმენენ. ათასობით ურთიერთ შეყვარებული გული. ზოგი ახლა იწვის კაეშნის ალით. ზოგს ყოფითი რუტინით განელებია ეს გრძნობა და ახლა სძინავს. ზოგიც მარტოდ იწვის და იმედს ებღაუჭება. მაგრამ გისმენენ და სავსებით შესაძლებელია რომ მათაც ის, მძით გამთბარი ღიმილი აუთამაშდეთ სახეზე.
ვიღაც ვაკომ დარეკა. მე და ჩემი შეყვარებული გონიოში მანქანაში გისმენთო. ნონო ქათამაძე მინდაო- იებიო. მაგას დაგამადლოთ მე და ნინო? რაც იებია ყველა თქვენთვის გვიჩუქნია დღეს. მერე თუ გინდა რაიმე მოგვიძღვენიო. აი ისეთი, შენ რომ გაგიხარდებოდაო. მე რომ გამიხარდეოდა?მართალი გითხრათ ეს კითხვა მაბნვს ხოლმე. მაგრამ წამიერად. ვიცი რაც გმიხარდებოდა მე რომ ვყოფილიყავი საჭესთან, თან გარეთ წვიმს და ის ზის. ბიძია ბარი იყოს Just The Wey Yuo Are, ან ლაიონელ რიჩის Hello. მაგრმ რაკი არ ვზივარ საჭესთან და არც ის ზის გვედით. პირველი იყოს. მიჩუქნია.
ხოო, ბვრი მოგონება ამოტივტივდება ხოლმე. ბევრი კარგი მოგონება. კარგიაა..საჭე, ღამე, სველი ტრასა, ბიძია ბარის ხავერდოვანი ხმა დინამიკებიდან და გვერდით ის, ვისი თმების სურნელითაც ხარ გაბრუებული.
ბესომ დარეკა, რას მაბღავლებ. მე კიდებ ეგ მინდაო?! აბა რა გინდა მეთქი? ჩვენი ახალგაზრდობაო. DDT მეთქი? ხო ეგო, ოღონდ ეტა ვსიო გაუშვიო, აგიდელი ახლა არ მინდაო. რაზეა საუბარი მეთქი. კარგი იყო სტუდენტური წლები. პრინციპში რომელი ანდეგრაუნშიკები ჩვენ ვიყავით, მაგრამ მაინც ვნახულობდით რაღაც საჩვენოს ამ სიმღერებში. პირველკურსელები, უძილო ღამეები, გათელილი სცენა და კულისებში დაბრდღვნილი ფუნთუშები თაროზე შემოწყობილი ათასი ოცნება და უსაბელო ცხენები... მდაა... "Мы не знали, мы молодые что крутимы бывают лишь яйца"
ახლა უკვე გვიანი ღამეა. ეთერში ნინა სიმონი ღაღადებს მარტოობის სიმწარეზე. ტელეფონი ისევ ციმციმებს. მაგრამ დღეს უკვე მსმენელის ლიმიტი ამოწურულია. რამოდენიმე დამშვიდებული, რამოდენიმე "გასწორებული", ერთი, შესაძლოა მეტი შერიგებულიც და რამოდენიმე გაბრაზებულიც. რას იზამ. ყველას ვერ არგებ. ხო ვამბობ. გემოვნების ამბავია. მონიტორი ციმციმებს. თაგვი გმირულად იტანს საჩვენებელი თითის შემოტევას და მიკროფონი ისევ მზადაა მორიგი აღსარებისთვის. "ღამემშვიდობისა, ეს ისევ მე ვარ. ჩვენი საეთერო დრო იწურება და როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად თავისი დო და ჟამი აქვს, ახლა კი სწორედ ის დროა დაგემშვიდობოთ. მთელი საღამო ერთად ვისმენდით სიმღერებს. ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და იმ ზმის სხივის ის მცირედი ნაწილი მაინც შემომეტანა რაც ასე გვჭირდებოდა. თუ ეს ასე მოხდა მაშინ თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ რომ ჩემი მისია შესრულებულია. გიტოვებთ ღამეს, ოცნებას და მუსიკას, რმელიც დილის პირველ სხივამდე გაგყვებათ. ტკბილ და ლამაზ ღამეს გისურვებთ".