Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Robin Williams გადაცემა N 23

Robin Williams გადაცემა N 23

 


ვფიქრობ, ყველაზე სევდიანი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ გარშემო მყოფები გააბედნიერონ იმიტომ, რომ მათ იციან, რას ნიშნავს მოწყენილობა , სევდა და უბედურება  ამიტომ  არ სურთ მათ გარშემო, სხვებიც სევდიანები იყონ.“ ამბობდა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, კომიკოსი რობინ ვილიამსი. დიახ, დღეს ჩვენ მის შემოქმედებაზე ვისაუბრებთ, ეს კინობლოგია, მიკროფონთან კი დათო ტრაპაიძე - კარგია რომ აქ ხარ, გვისმინე რომ შემდეგ სიამოვნებით უყურო.

 

ბავშვობაში მუდმივ უყურადღებობას განიცდიდა. განსაკუთრებით, მშობლების მხრიდან, რაც შემდეგ მისი ანეკდოტების და ხუმრობების  რეალურ საფუძვლად იქცა. როგორც თავად ამბობს მშობლების ყურადღების მიქცევა მხოლოდ იუმორით მოახერხა.



მისი თქმით, მამა ზედმეტად სერიოზული ადამიანი იყო . გულიანად გაცინებული ის პირველად ჯონათან უინტერსის სთენდ-აფის დროს ნახა. ზუსტად მაგიტომ გახდა უინტერსი მისი საყვარელი კომიკოსი. მამისგან განსხვავებით დედა გაცილებით გახსნილი და ხალისიანი ადამიანი იყო. დედას  ახალი მეგობრების იოლად გაჩენის საოცარი უნარი ქონდა. როგორც თავად რობინი იხსენებს, არაერთხელ უნახავს თუ რა საოცარ ხუმრობებს თხზავდა დედა მეგობრების გარემოცვაში.

ხუმრობა კარგი განწყობის საწინდარია ესეიგი ის ამ ხელოვნებას უნდა დაუფლებოდა.

დედის ერთა იყო. ამიტომაც ხშირად უწევდა მარტო თამაში. რაკი მეგობრები გვერდით ხშირად არ ყავდა იმპროვიზაცია მისთვის ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის კარგი საშუალება იყო. ის ხშირად თავად ახმოვანებდა სათამაშოებს სახელდახელოდ შექმნილ არაჩვეულებრივ ისტორიებში და მშობლების მოსვლამდე ასე ირთობდა თავს.

აქედან დაწყებული, რობინ ვილიამსის ცხოვრების თითქმის ყველა ნიუანსი შემდგომში მისი სცენიური თუ ეკრანული ისტორიების შემადგენელი დეტალი გახდება.

დეტროიტის ვაჟთა სკოლა, რომელშიც ის სწავლობა და სწავლობდა მართლაც წარჩინებით. ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელი იყო. მკაცრი კანონებით, ფორმებით, დისციპლინით. სკოლის დივიზი ასე ჟღერდა - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. შესაბამისად მას არა მხოლოდ წიგნიერებას, სპორტულ მიღწევებსაც არანაკლებ სთხოვდნენ და ამასაც საკმაოდ კარგად ართმევდა თავს. ეს სკოლა, ძალიან გავდა სკოლას ფილმიდანგარდაცვლილ პოეტთა საზოგადოებასადაც რობინმა გენიალური, მეამბოხე მასწავლებლის როლი შეასრულა.

შემდეგ იყო სანფრანცისკო, შეშლილი რიტმით, თავისუფლებით, დეტრიტის მერე ეს ნამდვილი ფეიერვერკი იყო. სკოლა, რომელშიც ის გადავიდა რადიკალურად განსხვავდებოდა. აქ უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ ბიჭები, არც მასწავლებლები იყვნენ ისეთი მკაცრი და პირქუში. სრული თავისუფლება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას გავდა. რობი აქ მაქსიმალურად გაიხსნა. იმდენად კომფორტულად და თავისუფლად იგრძნო თავი რომ ერთ-ერთი მასწავლებლის - ტინო ლავენცოს პაროდიასაც კი აკეთებდა. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა აუდიტორიასთან. ყველას მოსწონდა, ყველა აღფრთოვანებული იყო. მას შემდეგ დაიწყო და დაიწყო. სცენა მის მოწოდება გახდა.

უზომოდ დიდი, ამოუწურავი იუმორი და გარდასახვი ნიჭი - ახალგაზრდა რობი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო მთელს სკოლაში. მისი საღი და სხარტი იუმორის გამო ის ყველას ძალიან უყვარდა. უყვარდა ასევე სამსახიობო დრამატურგიის მასწავლებელსაც, რომელთანაც ნიუ ორკში დადიოდა გარკვეული პერიოდი. ჩემთან შენ არაფერი გესაქმება. არც აქ, ამ ქალაქში ახალს  ვერაფერს ისწავლი,  უნდა წახვიდე. წადი ლოს ანჯელესში უთხრა მან. რობიმაც დაუჯერა და არც ინანა

სცენა და იუმორისტული სკეჩები. რობის იუმორი ახალ და ახალ მწვერვალებს იპყრობდა. მიუხედავად იმისა რომ მას არაჩვეულებრივი და უსწრაფესი სპონტანური იმპროვიზაციები ქონდა, ტექსტზე და როლებზე ძალიან დიდხანს და სერიოზულად მუშაობდა. შუა დღით წყნარი და მშვიდი რობინი საღამოს, სცენაზე ასული ნამდვილი ვულკანი იყო იუმორის და დაუცრომელი ენერგიის. ის არ აფრენს ის ფრინავს - ამბობდნენ მასზე.

მე მიყვარს იუმორი და მე მიყვარს პერსონაჟები. იომორი კარგია მაგრამ პერსონაჟების წყალობით გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია, უფრო ახლოს მივდივარ მაყურებელთან - ამბობდა ის. მისი პერსონაჟების მრავალფეროვნების კი წარმოუდგენელი იყო. მანს სდენდაპის აინშტაინიც კი შეარქვეს.

 

ამ დროს ტელევიზიით გადიოდა აერიკის ერთ-ერთი პოლულარული სიდკომიბედნიერი დღეებისადაც სცენარისტებს ეპიზოდური როლისთვის უცხოპლანეტელი დასჭირდათ. პროდიუსერს ურჩიეს რობინ უილიამსი - რაა?! ყველაზე პოპულარულ სიდკომში ავიყვანო ბიჭი რომელიც ქუჩაში დგას, ხუმრობს და დაგდებულ ქუდში მონეტებს აგროვებს?! იკითხა მან. მაგრამ სერ, ის ქუდი მას ყოველთვის სავსე აქვს. უპასუხეს პროდიუსერს. ასეც მოხდა,  ბედნიერი დღეების ერთ-ერთ ეპიზოდში წითელ კომბინიზონში გამოწყობილი რობინ ვილიამსი გამოჩნდა... რამდენიმე წუთიანი სცენის შემდეგ აუდიტორია ფეხზე იდგა და ოვაციებით აცილებდა მათვის ჯერ კიდევ უცნობ მსახიობს.


მალე სერიალი დაიხურა. პროდიუსერებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ ახალი სერიალი სატელევიზიო ბადის შესავსებად. ამიტომაც აიღეს პემ დოულბერგის პერსონაჟი და პარტნიორად ახლად გამომცხვარი უცხოპლანეტელი რობინ უილიამსი დაუსვეს. არავინ იცოდა რა სერიალი იქნებოდა, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად იყო გასაკეთებელი. ამ ბიჭმა კარგი რეიტინგები დადო, ხალხს ის მოეწონა. მოდი ის ისევ უცხო პლანეტელი იყოს და მონაზონთან ერთად იცხოვროს. ვნახოთ რა გამოვა, თქვეს პროდიუსერებმა და გამოვიდა სიდკომი როკი და მინდი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სიდკომების გადაღების სტანდარტი

რაც გულისხმობს მე-4 ოპერატორის დამატებას, რომელიც მარტო იმ მიზეზით დაემატა, რომ სეტებზე რობინის სამსახიობო ოსტატობას და შექმნილ იმპროვიზაციას სამი ოპერატორი ვერ აკმაყოფილებდა. მეოთხე ოპერატორი ხელის კამერით ლამის დასდევდა რობინს რომ მისი ელვისებური იომორი და იმპროვიზაცია არ დაგჩენილიყო კადრს მიღმა. გადაღებები სამ საათს გრძელდებოდა. მასზე ხალხი ისე დადიოდა როგორც სპეკტაკლზე. არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა შეშლილი ვილიამსი.




ის დაუოკებელი იყო. მიუხედავად ეკრანული წარმატებისა სცენაზე თავს მაინც ისე გრძნობდა როგორც თევზი წყალში. დარბაზი ფეტქდებოდა სიცილით. ერთი, ორო, ოთხი გამოსვლა კომედი კლუბების სცენაზე ერთი ღამის განმავლობაში  წარმოუდგენელი შედეგებით - ეს ნამდვილად სენსაცია იყო. გამოსვლის ბოლოს ის უბრალოდ ირჩევდა ერთ ლამაზმანს და ქრებოდა მასთან ერთად. მისი ცხოვრების სწორედ ამ ეტაპზე გამოჩნდა ნარკოტიკებიც. ეს მაშინ ბოჰემის და პოპულარობის თანმდევი ელემენტი იყო. ის თითქოს ალკოჰოლით და კოკაინით მომზადებულ დიდ ტორტში ჩავარდა და ამოსვლაც არ უნდოდა. ამას კი ძალიან ბევრი ენერგია მიჰქონდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა როცა ნარკოტიკების ზედოზირებით მისი ახლო მეგობარი, კინომსახიობი ჯეიმს ბელუში გარდაიცვალა.

ამ ფაქტმა მასზე ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია. მითიმეტეს რომ წინა საღამოს ის და ჯეიმსი ერთად იყვნენ ერთ-ერთ ბარში. მეგობრის გარდაცვალებამ თითქოს გამოაფხიზლა ვილიამსი. მან უარი განაცხადა ნარკოტიკებზე.

 

ამავდროულად დაიწყო ახალი ეტაპი. შოუ, რომელმაც წარმატება მოუტანა დაიხურა. მას შეეძინა პირველი შვილი, წყვილმა იყიდა რანჩო და დრობით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. მას ძალიან უყვარდა სახლში ყოფნა. ყოველი გასტროლის შემდეგ მიისწრაფოდა შინისკენ. სცენაზე დაუცხრომელი და დაუოკებელი სახლში წარმოუდგენლად მშვიდი და უტყვი იყო. ის აქ ემოციურად იმუხტებოდა.

თან ეს მას ძალიან სჭირდებოდა. ყოველი გამოსვლის წინ ის ოთახში გამოიკეტებოდა და ჩუმად იჯდა, გეგონებოდათ ჩაეძინაო. შემდეგ კი გადიოდა სცენაზე და ფეთქდებოდა. გამოსვლიდან გამოსვლამდე მისი პოპლარობა უკლებლივ იზრდებოდა. მალე ის მეტროპოლიტენის სცენაზეც გამოვიდა. სამი ათასიანი აუდიტორიის წინაშე. და მან ეს აქაც შესძლო. 90 წუთი მჩექაფრე იუმორი და აღტაცებული მაყურებლების ულევი ოვაცია

 


სცენა და ტელე ეკრანი დაპჯრობილი იყო, ახლა ჯერი კინოზე მიდგა. შემდეგ რობინმა გადაწყვიტა ენახა, შეეძლო თუ არა "სერიოზულ" ფილმში მუშაობა. მისი საეტაპო პროექტი იყო ფილმი სახელწოდებით "დილა მშვიდობისა ვიეტნამო". ვიეტნამის ომში სამხედროებისთვის გამამხნევებელი, მხიარული რადიოს წამყვანის როლი ერგო. იმპროვიზაციების და იუმორის გურუსთვის ამ როლის შესრულება ნამდვილარ არ წარმოადგენა სირთულეს. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა. როლის შესანიშნავად შესრულებისთვის კი ის ოსკარზეც იყო ნომინირებული. ჯართან მისი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა მსახიობი რობინ უილიამსი 5-ჯერ იყო ერაყშიავღანეთში  კი 6-ჯერ – ჯარისკაცების გასართობად.

ამ წარმატებული როლის შემდეგ იყო გარდაცვლილ პოეტთა საზოგადოება. სადაც მისი სამსახიობო ნიჭი სულ სხვა რაკურსით დაინახა მაყურებელმა. ხარხარა და ენამოსწრებული ადამიანის ნაცვლად რობინი აქ ლიტერატურის მეამბოხე მასწავლებლად გარდაისახა. ამ ორი როლის შემდეგ მას უკვე აღარ უყურებდნენ როგორც მხოლოდ კომედიანტს.


თითქოს  კომედიანტის სახებამ მის ისტორიაში დროებით, მაგრამ მაინც გადაინაცვლა მეორე პლანზე. მას იღებენ ისეთ ფილმებში როგორიცაა

საით მივყავართ ოცნებებს -

ჭკვიანი უილ ხანტინგი -  ფილმი რომელიც გენიოსი ბიჭის ისტორიასდ მოგვითხრობს. სხვათაშორის ამ ფილმა მოუტანა რობინს პირველი ოსკარი.

საბავშო სათავგადასავლო ფილმი ჯუმანჯი. ორას წლოვანი ადამიანი და სხვა

მან ასევე დაუვიწყარი სახე შექმნა დისნეის ანიმაციურ ფილმ ალადინში, სადაც ის ჯინს ახმოვანებდა. ჯინის გახმოვანებისთვის რობინ უილიამსს მხოლოდ 75 000 დოლარი გადაუხადეს 200მილიონიანი შემოსავლიდან და მადლობის 

გამოსახატავად პიკასოს ნახატი აჩუქეს.

ანიმაციის გარდა მას ძალიან უყვარდა ვიდეოთამაშები. ძალიან ხშირად თამაშობდა. იმდენად ხშირად რომ ზელდას ლეგენდებით შთაგონებულმა თავის ქალიშვილსაც ზელდა დაარქვა.

მართალია ზოგი ფილმი კომერციულად მომგებიანი ვერ გამოდგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა კრიტკოსებიც და მაყურებელიც მის გამოჩენას ეკრანზე საოცარი ლოიალობით და სიყვარულით ხვდებოდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ რობინს ქონდა მცდელობა ბოროტმოქმედები, უარყოფითი გმირები ეთამაშა. მართალია, ითამაშა. მაგრამ მაყურებლების მხრიდან მისი ასეთი გარდასახვა არ იყო სათანადოდ შეფასებული. ბოროტი ადამიანი ფილმიდან აუგუსტ რაში ამის საუკეთესო მაგალითია. ამიტომ ისევ იუმორს და კეთილ როლებს დაუბრუნდა როგორიცაა ქალად გადაცმული ძიძა დაუტფაირი, საუკეთესო მამა, ადამიანი კადილაკი, ფლაბერი, ექიმი ადამსი რომელიც სიკეთით ცდილობს სნეული ადამიანების განკურნებას და მრავალი სხვა ფილმი მთავარი, მეორე და მესამე ხარისხოვანი როლებით.

კომედიების გარდა იღებდნენ დრამებში, ჰამლეტი, უძილობა, ბულვარი, დაიჭირე წამი, ღამის მსმენელი , წლის ადამიანი, მოსამსახურე და სხვა...

 

მიუხედავად წარმატებისა იყო საკმაოდ სევდიანი კულისები და მისი შუქჩრდილებიც

 

მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დამოკიდებულებით. მეტწილად კი - ალკოჰოლით, რომელიც მისივე თქმით, საუკეთესო გამკლავების მექანიზმი იყო მის დემონებთან. ასაკთან ერთად ხშირად სტუმრობდა დეპრესიაც. რომელიც სულ უფრო და უფრო რთულად დასაძლევი ხდებოდა. მიუხედავად ამისა ის მაინც რჩებოდა ყველაზე მეგობრულ ადამიანად რომელიც თხოვნის გარეშე გამოგიწვდიდა ხელს.

ძალიან ხშირად ურეკავდა ხოლმე მეგობრებს და ცდილობდა მათ გამხიარულებას. მაგალითად, სტივენ სპილბერგს, რომელსაც საკმაოდ მძიმე პერიოდი ჰქონდაშინდლერის სიისგადაღებების პარალელურად. ყოველკვირა ურეკავდა და 15-წუთიან შოუებს დგამდა მის გასამხიარულებლად.

ასევე მისი საუკეთესო მეგობარი იყო კომიკოსი და მსახიობი ბილი კრისტალი, რომელსაც მუდმივად უტოვებდა სხვადასხვა პერსონაჟით ხმოვან შეტყობინებებს და ასევე ხშირად ურეკავდა იმავე პერსონაჟების იმიტაციით. ერთ-ერთი ასეთი ზარი კრისტალის ტელეფონზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ის რონალდ რეიგანის გასვენებას უყურებდა ტელევიზორში. რობინმა უთხრა, რომ რეიგანი იყო და სამოთხიდან დაურეკა ბილს



მისი ერთ-ერთი ბოლო როლი ფილმ ღამე მუზეუმში იყო. ამ პერიოდში მისი დეპრესია და ფსიქოლოგიურ-ემოციური ფონი მაქსიმალურად გამძაფრებული იყო.

რობინის მეუღლე სიუზანი დაავადების ერთ-ერთ პირველ ინციდენტს იგონებს. რობინმა ვანკუვერიდან დაურეკა, იქ ღამე მუზეუმში - 3- იღებდნენ, მის ბოლო ფილმს. რობინი პანიკაში იყო, ამბობდა, რომ ვერცერთ წინადადებას ვერ იმახსოვრებდა

მახსოვს მითხრა: არ ვიცი, რა ხდება. ეს მე აღარ ვარ - იგონებს შონ ლევი, რეჟისორი. რობინის ახლობლები, მეგობრები, კოლეგები  ყვებიან, თუ როგორ ჩაქრა რობინი თანდათან საკუთარ სხეულში.

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ობინ უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ისე დაასრულა, რომ არც კი იცოდა, რა სჭირდა. დიაგნოზი მას სიკვდილის შემდეგ დაუსვეს. ლუი სხეულების დემენციის წინააღმდეგ მედიცინა დღეს უძლურია, თუმცა მისი დროულად ამოცნობა და თანმხლები სტერეოტიპების დაძლევა აუცილებელია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფილმი რობინის სურვილი გადაიღეს. თუმცა, ფილმი გაცილებით მეტ რამეზეა, ვიდრე მხოლოდ ამ ერთ, ჯერ კიდევ კარგად შეუსწავლელ დაავადებაზე.


მაშინ ეს მთელი მსოფლიოსთვის შოკი იყო. მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის, რობინ უილიამსის სხეული, საკუთარ საძინებელში, კისერზე თოკშემოხვეული იპოვეს.

როცა მისი ფერფლი ანდერძის მიხედვით, სან-ფრანცისკოს ყურეში მოაბნიეს და კინომოყვარულები რობინს საბოლოოდ დაემშვიდობნენ, სუიციდის ნამდვილი მიზეზი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ყველაზე გავრცელებული ვერსია დეპრესია იყო.

სიუზან შნაიდერი, რობინ უილიამსის მეუღლე, დიაგნოზის შეტყობის დღეს იგონებს: გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად დამიძახეს. მთხოვეს, დავმჯდარიყავი. მითხრეს, რომ რობინის გარდაცვალების მიზეზი იყო დაავადება, სახელად: ლუი სხეულების დემენცია. თურმე, ეს სხეულები რობინის თავის ტვინის ყველა უბანში იპოვეს. ამით აიხსნებოდა ბოლო თვეებში გაჩენილი შიში, შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, სერიოზული უძილობა, პარანოია. მახსოვს, შენობიდან რომ გამოვედი, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კითხვებს, ამ ყველაფერს სახელი აქვს. დავიწყე იმის აღქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

მოგვიანებით, უილიამსის ქვრივმა, რეჟისორ ტეილორ ნორვუდს მიმართა, რათა დოკუმენტური კინოს ენით, მსოფლიოსთვის მისი ქმრის ცხოვრების ბოლო წლები გაეცნო. სიუზანს სურდა, რომ რობინის ისტორია მსგავს კოშმარში მცხოვრებ ბევრ სხვა ოჯახს დახმარებოდა და გაზრდილიყო ცნობადობა ამ ბევრისთვის უცნობ, თითქმის შეუსწავლელ პრობლემაზე - ლუი სხეულების დემენცია.

ეს დოკუმენტური ფილმი სახელად რობინის ოცნებები 2020 წელს გამოვიდა სადაც მსახიობის უახლოესი მეგობრები და კოლეგები იხსენებენ მსახიობის ცხოვრების ბოლო წლებს.

 აირჩიეთ სწორი ადამიანები: „ვფიქრობდი, რომ ყველაზე ცუდი ცხოვრების მარტო დასრულებაა, თუმცა ასე არ არის, ყველაზე ცუდი არის იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც თავს მარტო გაგრძნობინებენ.“„არასდროს თქვა, რომ ცუდი პერიოდი გაქვს, სინამდვილეში ეს გაკვეთილია, რომელიც უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას გაძლევს.“

რობინ უილიამსი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაყურებელს არასდროს ავიწყდება. მას ადამიანების გულებში შეღწევის მართლაც განსაკუთრებული უნარი ჰქონდა და თავისი როლებით ახერხებდა, რომ სამუდამოდ ჩაბეჭდილიყო ჩვენს მეხსიერებაში. მსახიობი მსოფლიომ 2014 წელს დაკარგა, თუმცა მისი ნიჭი და მის მიერ შესრულებული როლები სამუდამოდ დარჩება.

ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვისაუბრეთ ადამიანზე რომელმაც დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დატოვა კვალი თავისი განუზომლად ფერადი, ხალასი, მაგრამ მაინც სევდანარევი იუმორით. გადაცემას დავასრულებ რეკომენდაციით. მინდა გირჩიოთ ფილმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობას უთოდ ნანახი გექნებათ. თუმცა მისი ხელ მეორედ ან თუნდაც როგორც ჩემს შემთხვევაში მეასედ ნახვაც ზუსტად ისეთ ემოციებს აღძრავს როგორც პირველ ჯერზე ხილვისას. ეს ფილმი გარდაცვლილ პოეტთა საზოგადოება გახმავთ. ფილმი, რომელიც ნებისმიერ ასაკში აქტუალურია და მითუმეტეს საინტერესო იქნება თუ შენ თინეიჯერი ხარ. 

გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. თქვენ უსმენდით კინო ბლოგს. მიკროფონთან კი დათო ტრაპაიძე იყო. კარპე დიემ ბატონებო. კარპე დიემ


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]