Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

1967 წლის ბათუმის ხედები ფილმში "ჩემი მეგობარი სიბილა"

1967 წლის ბათუმის ხედები ფილმში "ჩემი მეგობარი სიბილა"



ეს ფილმი, ისევე როგორც ამ ფილმში ასახული ძველი ბათუმი და მისი ვიზუალი ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ. ჩემი თანატოლები კი ამ კადრებს მხოლოდ ალალ ბედზე ან ფოტოარქივებში ხეტიალით თუ გადააწყდებიან. ეს ფილმი, გარდა ძველი ბათუმის კადრებისა, ინახავს ასევე ძველი სოხუმის, რიწის ტბის და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილის კადრებს. ნამდვილად ღირს თუნდაც ამის სანახავად ამ ფილმის ხილვა. ამასთანავე აქ ბიძაჩემი, ნოდარი დევაძეც ცეკვავს ქართულს. ამიტომაც ეს კადრები ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.
მე უბრალოდ რამდენიმე დეტალს გაგიზიარებთ. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ჯერ კიდევ "ყმაწვილობაში" ჩვენი ბულვარი. ახალი ალეების გასწვრივ დარგული ხეების სიმაღლე ჯერ კიდევ დაბალია. საუბარია 1967 წელზე. საზაფხულო თეატრი, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჯებირიანი სანაპირო და შედარებით მცირე ზომის ნავსადგური. ნახეთ, თუ როგორ გამოიყურებოდა თამარის დასახლებიდან ბათუმის სილუეტი. 










 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]