Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დასჯილი ზარები

დასჯილი ზარები


არასაამო ამბისთვის შუა საუკინეებში ხშირად სჯიდნენ ამბის საჯაროდ მაცნეს - ზარს.

მნიშვნელობა არ ქონდა ამბავი სიმართლე იყო თუ არა, თუ ხელის უფალი ამ ინფორმაციას არასასურველად მიიჩნევდა სიჯებოდა მაცნე. ამ შემთხვევაში კი ზარი.

1592 წელს ივანე მრისხანეს შვილის გარდაცვალების გამო დარეკილი ზარი „მკაცრად დაისაჯა“ რადგან ამ ამბის გახმაურება მრისხანე ივანემ არ ჩათვალა საჭიროდ. ზარი ჩამოაგდეს, „ყური მოაჭრეს“ და „ენა ამოგლიჯეს“. ამბის მაცნეს ესეც არ აკმარეს, მას თორმეტჯერ გადაუჭირეს მათრახე და „გადასახლებაში“ გამწესებულს თითქმის ერთი წელი ათრევდნენ სხვადასხვა ქალაქებში.

1681 წელს მეფე ფედორის ღამით გაღვიძების გამო გაამწესეს და დასაჯეს კიდევ ერთი ზარი

1771 წელ, შავი ჭირის ამბოხის და კრემლის გაძარცვის შემდეგაც ეკატერინემ ისევ ზარი დასაჯა (არც მეამბოხეებს დააკლო მაგრამ) ზარი მაინც მაცნე იყო...

და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი მაგალითი იმისა თუ როგორ სჯიდნენ არასასიამოვნო ფაქტის გამო ზარს - როგორც მაცნეს.

ხო, მაგალითები რუსეთის ისტორიიდანაა აღებული - დიგინლენდიდან დღევანდელი 

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა როგორც ჩანს მაცნეების მიმართ დასჯისა და აგრესიის გამოვლენაში დიდად არც არაფერი

2021 წელი - 5 ივლისი. ისევ დასაჯეს ზარი, ზარები. რადგან მათი საშუალებით გებულობდნენ ძირითადად ამბებს. ეს ამბები კი, როგორც აღმოჩნდა არ იყო მოსაწონი, არც კითხვები, არც თემები, არც დისკომფორტი რომელსაც ეს საინფორმაციო ველი უქმნიდა მავანს.

უბრალოდ ზარი ტრანსფორმირდა და მედიასაშუალებად იქცა, უფრო სწორედ ჟურნალისტად, ოპერატორად. ხოდა, ყურის დაჭრის, ენის ამოძრობის, გადასახლების და კიდე ათასგვარი მექანიზმით განადგურების მსურველთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა ბლომად ვიხილეთ ამ დღეს ქალაქის ქუჩებში. თან დიდი ეჭვი მაქვს რომ ისევ ვიხილავთ, რადგან მათი სურვილი და მცდელობა არამც თუ აღკვეთილი, არამედ პირდაპირ და ირიბად წახალისებულიც იყო.

ზარის ფუნქცია რეკვაა, ინფორმაციის ადრესატამდე მიტანა. თუნდაც ეს ინფორმაცია არ იყოს სასიამოვნო, თუნდაც მამხილებელი იყოს,  ცვლილებებისკენ მომწოდებელი... 

"დავიღალეთ ამდენი აგრესიით, ცუდი ინფორმაციით, ნეგატივით, სულ ცუდს ეძებთ" - და ამის მიზეზი ის არის ვინც ამაზე გესაუბრება ?! ვცემოთ ზარი, იმიტომ რომ რეკს. 

"არ ვარ ძალადობის მომხრე - მაგრამ" ეს ფრაზა ყველაზე პოპულარულია მაშინ, როცა კანონი კომბლეს კომბალივით მხოლოდ თარო დევს და ხშირ შემთხვევაში არამც თუ ჩვეულებრივმა მოქალაქემ - თავად სამართალდამცავმაც არ იცის, ან იცი და არ ასრულებს მას. როცა კონსტიტუცია და კანონი არ კანონობს, მოქმედებაში მოდის მასის  კანონი. რომელიც ჯოგის პრინციპზეა დამყარებული და ადრე თუ გვიან უმართავი ხდება. 

ხოლო, როცა კანონი კანონობს - მაშინ ყველა ადამიანი სწორედ ისეა თავისუფალიც და დაცულიც როგორც სხვა. თანასწორად და ადამიანურად. რას ამბობს კანონი ?!

მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა 

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.

2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.  

მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები 

1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.

3. სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

" ევროპაშიც აპროტესტებენ - წამოდი, დავარბიოთ" დიახ, ევროპაშოც აპროტესტებენ. ოღონდ არავინ არ არბევს, თვალებს არ თხრის, დანას არ უყრის და არ ძალადობს - ისინიც აპროტესტებენ და ითხოვენ მათთვის სასურველ ცვლილებებს ან რომელიმე არასასურველი კანონის არ მიღებას. მაგრამ ამას აკეთებენ კანონის დაცვით და არა სხვა ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. 

გამოსავალი მარტივია?! კი, მარტივია - მარტივი იმ შემთხვევაშია როცა არსებობს სახელმწიფო, დაცულია კანონი, კონსტიტუცია და ადამიანის უფლება. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია - დროშის ჩამოხსნა, დაწვა. ადამიანის ცემა, იმიტომ რომ ის სხვაგვარად ფიქრობს, აცვია, იქცევა, ლოცულობს ან არ ლოცულობს. ადვილია ამ ყველაფრის გატარება, იმიტომ რომ ეს იიმას ეხება და არა შენ. ხოლო როცა შენ შეგეხება უკვე ის გაატარებს - აი ისე, ჯიგრულად. 

როცა ინფორმაცია არ გაქვს, ძალიან ადვილია ფსევდო მეცნიერებებით, მითებით, ფეიკ ნიუსებითა და სპამებით შექმნილ "ჭეშმარიტებაში" ცხოვრება. ისტორიას კი ახსოვს თუ როგორ სჯიდნენ ჟღალთმიანებს, ფერადკანიანებს, მეცნიერებს, სხვაგვარად მოაზროვნეებს. როგორ დევნიდნენ, წვავდნენ, ახრჩობდნენ, ხვრეტდნენ იდეალების გულისთვის. 

არ გსურს?! - გააპროტესტე კანონის ფარგლებში

გსურს?! - მოითხოვე კანონის ფარგლებში

არ მუშაობს?! - შეცვალე ხელისუფალი კანონიერი გზით

ზარმა კი უნდა რეკოს - რომ იცოდე რა ხდება

და კიდევ ერთხელ - გამოსავალი მარტივია - სახელმწიფო, კანონი, სამართალი, ადამიანის უფლება 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]