Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ასეა მაი 003

ასეა მაი 003

 


ტოტალური პანდემიის პერიოდში, როცა კინოთეატრები დაკეტილია და სრულმეტრაჟიანი ფილმებით ტკობის შანსი დიდ ეკრანზე აღარ გვაქვს. გართობის სურვილის დაოკების საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი სერიალებზე მოდის. ვნახოთ ამ სეგმენტში რა გველოდება და საერთოდ, ღირს თუ არა ლოდინი.

მთვარის ბაზა 8

სამი საკმაოდ ადლაბიჯა ასტრონავტი მთვარეზე გასამგზავრებლად ემზადება.  გამგზავრებამდე ისინი გარკვეული დროით არიზონას უდაბნოში მოწყობილ ბაზაზე გაამწესეს. სადაც რეალურთან მიახლოებული პირობებია შექმნილი. აქ მათ უნდა დაამტკიცონ რომ ნამდვილად ვარგისიანები არიან ესოდენ მნიშვნელოვანი მისიისთვის. ხოდა, სწორედ აქ იწყება მათი თავგადასავალი. დაძაბულობა, კონკურენცია და შეზღუდული არე თავისას შვება. ისინი ჩხუბობენ, სკანდალში ეხვევიან, აფუჭებენ საქმე, ერთი სიტყვით ყალთაბანდობენ. შეძლებენ თუ არა დაკისრებული მისიის შესრულებას და როგორ გაართმევენ ამ ყველაფერს თავს - ძალიან საინტერესო იქნება


ინდუსტრია

რა ხდება მას შემდეგ, როცა საბანკო საქმეს, ფინანსებს და ბუღალტერიას კარგად ისწავლი. სწორედ ამ საკმაოდ საინტერესო თემას ეძღვნება ეიჩბიოს ახალი სერიალი. კოლეჯისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  ახლად გამოჩეკილი კლერკები კონკურენციის ორომტრიალში და მუდმივ სტრესში იმყოფებიან.  როგორ ეგუებიან ისინი კორპორატიულ კულტურას, სადაც მეგობარი რამდენიმე დღეში შეიძლება შენი პირდაპირი კონკურენტი, ან სულაც მტერი გახდეს.  კარიერული წინსვლისთვის ისინი იყებენ ბინძური წესებით თამაშს. არ ერიდებიან არაფერს და არავის. ინდუსტრია მკაცრად აკრიტიკებს კორპორატიულ კულტურას, ცდილობს დაგვანახოს თუ როგორ შეუძლია მუდმივი კონკურენციის პირობებსა და სტრესს  რიგითი ადამიანების კომპრომენტირება.  სერიალი თანამედროვე კარიერისტების პორტრეტს ხატავს თავისი ნათელ  და რუხი შუქჩრდილებით. თუმცა აქ რუხი უფრო მეტი გამოდის.

მასწავლებელი

ინგლისურის მასწავლებელი კლერი ახალ სკოლაში იწყებს მუშაობას.  ახალგაზრდა მასწავლებელისადმი ინტერესს უფროსკლასელი ერიკი იჩენს.  ხო, მასწავლებლის და მოსწავლის ტაბუდადებული ურთიერთობების შესახებ ამერიკაში არა ერთი ფილმი გადაღებულა. თუმცა ეს სულ სხვა, უფრო სწორედ სხვაგვარად მოთხრობილი ამბავია.  მოსწავლისა და მასწავლებლის ფარული რომანი ნელნელა არც თუ ისე ფარული ხდება. სიტუაციას ისიც ამწვავებს რომ კლერს ქმარი ყავს, რომელმაც მას იმედები გაუცრუა. ამიტომ ფსონს ახალ ურთიერთობებზე ამყარებს. თუმცა არც ამ ურთიერთობებს უჩანს კარგი პირი.  შოუ უწყება როგორც მსუბუქი რომანტიული კომედია. თუმცა რამდენიმე ეპიზოდის მერე ის მელოდრამატულ ტრილერად იქცევა.

ლიბერატორი - განმათავისუფლებელი

ვისაც სიყვარული, სიკვდილი და რობოტები მოეწონა - სერიალში განხორციელებული ტექნიკური ექსპერიმენტებისთვის.  იცოდეთ რომ ასეთი რამ იქაც კი არ ყოფილა. ეს ახალი ეტაპია ანიმაციაში.  შოუ შექმნილია მსახიობებისა და ახალი ტექნოლოგიების საკმაოდ უცნაური კოლაბორაციის წყალობით.  როლებს აქ რეალური მსახიობები ასრულებენ, აი ფონი და გარემო კი ხელითაა დახატული, ანიმაციის საუკეთესო ტრადიციის მიხედვით . ოთხი ეპიზოდის შესაქმნელად წლები გახდა საჭირო. სამაგიეროდ ფანტაზიას მიეცა საკმაოდ დიდი გასაქანი.  მთავარი მოქმედი პირი ჯარისკაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბრძოლებშია ჩართული

გვირგვინი

მეოთხე სეზონი

ნეტფლიქსის სახელოვანი სერიალის ახალი სერიალი 1977 წლიდან 90 იანებამდე გავლილ ეპოქას ასახავს.  დროს, როცა ბრიტანული პოლიტიკაში მრავლად იყო წარმოდგენილი საინტერესო ფიგურები.  მთავარი მოქმედი პირები მარგარეტ ტეჩერი, პრინცესა დიანა და დედა დედოფალია.  სეზონი საკმაოდ საინტერესო იქნება, არსებულს რამდენიმე სიუჟეტური ხაზიც დაემატება. მაგალითად  რკინის  ქალბატონისა და დედა დედოფლის დაპირისპირება.  ჩარლზისა და დიანას რომანის ფარული ისტორიები, საქორწინო სამზადისი. ამასათანავე ეკრანული დრო სამეფო კარის სხვა წარმომადგენლებსაც დაეთმობა.

ბნელი საწყისი

პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამიტომ ეიჩბიომ არ დააყოვნა და მისი გაგრძელებაც შორეული მომავლისთვის არ შემოინახა.  მეორე სეზონისთვის თანხაც გაცილებით მეტი გამოიყო და ისტორიის მასშტაბებიც გაიზარდა.  ისტორია ტრილოგიის მეორე წიგნზე - საოცარ დანაზეა დაფიძნებული. მაყურებელი აქ არამხოლოდ საოცარ სამყაროს და არსებებს იხილავს. საკმაოდ სანახაობრივი და მაშტაბური ბრძოლებიც გველოდება.  ყველაფერი კი საოცარი დანის გამო ხდება, რომლითაც სამყაროთშორისი მატერიის გაჭრაა შესაძლებელი. ხოდა ასეთი საოცარი დანის ხელში ჩაგდება აბა ვის არ მოუნდებოდა, მით უმეტეს მაგისტერიუმს




ერთი სიტყვით, საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველოდება. ეს რა თქმა უნდა დეკემბრამდე. დეკემბერში უფრო მაშტაბურ პროექტებს გვპირდებიან. მანამდე კი არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ზანზალაკზე დაწკაპუნება.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]