ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული "მატარებლის შემოსვლა" უკვე კარგახანია იქცა კინემატოგრაფიის დაბადების სიმბოლოდ. შავთთეთრი, აცახცახებული კადრები, რომელიც პიანინოს აკომპანიმენტის თანხლებით ცოცხლდებოდა თეთრ ეკრანზე შორეულ 1896 წელს წარმოუდგენელი სანახაობა იყო. ზოგიერთი წყარო იმასაც კი ამტკიცებს რომ მოახლოებული მატარებლის შიშით ხალხი დარბაზიდანაც კი გაიქცაო.
მგონი არ არსებობს ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ არ ქონდეს ეს საოცარი კადრები ნანახი. დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევებით განებივრებული ვინმე იტყვის - დიდი ამბავი, რა არის აქ უსაშველო ან სასწაულიო. ნუ დაგავიწყდებათ, ეს კინომატოგრაფიის პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, ამ კადრებმა იმ დროინდელი ისტორიის, ყოფის, მოდის, დოროის მცირე ნაგლეჯი შემოგვინახა, თან ისე კარგად და ცხადად რომ...
თუმცა ამ "დროის ნაგლეჯის" სილამაზესა და სიზუსტეში უკეთ გასარკვევად აი ეს ვიდეორგოლები დაგვეხმარება. ხო, დღეს ვერავის აიძულებ უყუროს ვიდეოს თუ მისი რეზულუცია 720 ზე ნაკებია. ამაზე Denis Shiryaev - მ იზრუნა. ცოტაოდენი ციფრული ტექნოლოგიური მაგია და - ლუმიერებისეული ეპოქის ქალაქები, ქუჩები, ადამიანები, ისტორია, უკვე 4K ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ.
როგორ დადიან, რა აცვიათ, როგორ ჩქარობენ, აკვიდრებიან გადაღების უჩვეულო პროცესს, იღიმიან, კეკლუცობენ, დანარნარობენ...
ფართოდ გაშალეთ ვიდეო მონიტორზე, მაქსიმალურად გაზარდეთ მისი ხარისხი და ცოტა ხნით დაივიწყეთ რუ რა დროა, რა რიცხვია და რომელი საათია. თქვენს წინაშე "გუშინ" გადაღებული კადრები გაცოცხლდება
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!