Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქალაქი ხასიათით - შენი შანსი გამოუტყდე ქალაქს სიყვარულში

ქალაქი ხასიათით - შენი შანსი გამოუტყდე ქალაქს სიყვარულში

მინდა მოგითხრო საკმაოდ საინტერესო პროექტზე, რომელიც შანს გაძლევს, კიდევ ერთხელ გამოუტყდე სიყვარულში შენს საყვარელ ქალაქს. ხელთ გაქვს კამერა?! ხარ ფოტოგრაფი ან ვიდეოგრაფი?! ხო გიყვარს ეს ქალაქი - ხოდა შენთვის შექმნილა ეს ყველაფერი. გულდასმით წაიკითხე კონკურსის პირობები და ჩაები ამ საინტერესო ამბებში


ურბანული პროექტი - #ქალაქიხასიათით ემსახურება საქართველოს სხვადასხვა, ნაცნობი თუ უცნობი კუთხეების პოპულარიზაციას.
კონკურსი მოიცავს ვიდეო და ფოტოკოლაჟის შექმნას, სადაც კონკურსანტები თავიანთი ქალაქების ნამდვილ ხასიათს წარმოაჩენენ.
კონკურსანტებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს 2 კატეგორიაში - პროფესიონალი და მოყვარული.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა:
გადაიღოს ვიდეო/შექმნას ფოტოკოლაჟი
ატვირთოს იქ საკუთარ სოციალურ ქსელებში (საჯაროდ)
დაურთოს ჰეშთეგები #ქალაქიხასიათით #დაახასიათეშენიქალაქი #ბორჯომი
გამოაგზავნე შენი ნამუშევრები და განთავსებული ლინკი ელ.ფოსტაზე - qalaqikhasiatit@borjomi.com
მეტი თვალსაჩინოებისთვის აი ეს რგოლიც 


და ინსპირაციისთვის ეს ჩემი (ამ მიზნისთვის არა, უბრალოდ განწყობისთვის ) შექმნილი ვიდეო რგოლიც 


პერიოდულად შეგატყობინებ რა და როგო. აბა დავიწყეთ ;) 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]