1978 წელი, 23 მარტი
თათბირი საქართველოს სამმათველოს ცენტრალურ კომიტეტში
მიწვეულნი არიან: შემოქმედებითი კავშირის წევრები, კულტურის სხვადასხვა დაწესებულებათა დირექტორები და პარტიული მუშაკები. განიხილავენ საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის ცვლილებებს. ამოღებულია მიხლი რომ საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული.
პროპაგანდის განყოფილების გამგე ბედინეიშვილი - ამ პროექტს შენზე არანაკლებ განათლებული და საქმეში ჩახედული ადამიანები წერდნენ. არც შენზე ნაკლები პატრიოტია აქ ვინმე
რას იტყვით - მიმართავს საზოგადოებას ედუარდ შევარდნაძე
განათლების მინისტრი - განათლების სამინისტრო მზად არის კონსტიტუციის ცვლილების განსახილველად. ვფქრობ რომ მხარდაჭერაც ერთსულოვანი იქნება
უნივერსიტეტის ლექტორი - ყველაფერს გავაკეთებთ რომ კონსტიტუციის განხილვამ კარგად ჩაიაროს, თუმცა, გულწრფელად უნდა გითხრათ, უკვე შემატყობინეს რომ როგორც მასწავლებელთა ისე სტუდენტთა შორის უკვე არის უკმაყოფილება
შევარდნაძე - მაინც რითი?!
უნივერსიტეტის ლექტორი - განსაკუთრებით 75 მუხლით, სადაც ენაზეა საუბარი.
შევარდნაძე - პირადად თქვენ რა აზრის ხართ ?! მოგწონთ თუ არა 75-ე მუხლი.
ლექტორი დუმს
შევარდნაძე - კიდევ ვის სურს სიტყვა ?!
აკაკი ბაქრაძე - წეღან აქ რომ შეუგნებელი ახსენეს, რომელსაც არ ესმის ამ კონსტიტუციის მნიშვნელობა ეს მე ვარ.
შევარდნაძე - მაინც კონკრეტულად რა არ მოგწონს ?!
ბაქრაძე - მთელი მუხლი, პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე. ეს დამამცირებელი ქვეტექსტის მატარებელია.
ვიქტორია სირაძე - რატომ კითხულობთ კონსტიტუციას ქვეტექსტებით ?!
ბაქრაძე - ყველა შეგნებული მკითხველი მოვალეა წაიკითხოს ეს ქვეტექსტით.
შევარდნაძე - კრიტიკოსის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით
ბაქრაძე - ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.
კულტურის მინისტრის მოადგილე - უნდა მოგახსენოთ რომ ბაქრაძის აზრს არ იზიარებს კულტურის სამინისტრო. სამინისტროს სახელით პირობას გაძლევთ რომ ჩვენს უწყებებში მაღალ დონეზე ჩაივლის კონსტიტუციის პროექტის განხილვა და იქნება ერთსულოვანი მხარდაჭერა.
მხატვართა, კომპოზიტორთა და მწერალთა კავშირის მდივნებმა ერთხმად მოიწონეს პროექტი და ცენტრალურ კომიტეტს ერთსულოვანი მხარდაჭერა აღუთქვეს.
შევარდნაძე - რა შეეხება ბაქრაძეს, აქედან რომ გახვალთ, ნუ ჩაქოლავთ. მან აქ გულწრფელად ილაპარაკა და მოწვევითაც იმიტომ მოგიწვიეთ რომ აზრი გულახდილად გეთქვათ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!