Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Steampunk in Batumi

Steampunk in Batumi

თუ სამეცნიერო ფანტასტიკა გიყვარს - სიმპანკის მიმართაც არ უნდა იყო გულგრილი. ხოდა თუ ასეა. მაშინ შენდა გასახარად მინდა ვთქვა რომ ბათუმში არის ოსტატი რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ხო, სტიმპანკი ბათუმშია. ოთარ ბეჟანოვის ნამუშევრებს უკვე რამდენიმე წელია ვხდები ხან სოციალურ ქსელში, ხანაც გამოფენებზე, ხანაც გარე ვაჭრობებზე. ეს ადამიანი ლამის ფანატური სიყვარულით უდგება მის საყვარელ საქმეს. ყოველი ნივთი, ყოველი დეტალი მისხალ-მისახ აქვს დამუშავებული და ეტყობა კიდეც - უყვარს ის, რასაც აკეტებს


ხო, სტიმპანკი, ვინაც არ იცის - ეს მეცხრამეტე საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის მოდისთა და დიზაინით შთაგონებული, ორთქლის მანქანების სულით შთაბერილი, მექანიზმებით გაცოცხლებული სამყაროა. თუ გიყვარდათ ბავშვობაში ჟიულ ვერნი, ჰერბერტ უელსი და ედვარდ სილვესტერ ელისი - მათი სამყარო სწორედ სტიმპანკის აურითაა შეკაზმული. მართალია სტიმ პანკი ამ ეპოქაში არ დაბადებულა, მაგრამ სწორედ ამათ მიერ შექმნილმა სამყარომ წარმოშო შემდეგ გიბსონის, ჯეტერის, სტერლინგის და კიდე ძალიან ბევრი ავტორის სამყარო. მოკლედ. ეს ისე... საიდან და რატომ. ახლა კი წარმოიდგინეთ თქვენთვის ნაცნობი და საყვარელი რომანი და აი ეს ნივთები როგორ გაცოცხლდებოდნენ მასში...









ასე რომ  - ჟანრის თაყვანისმცემლებო - იცნობდეთ და იცოდეთ - სტიმპანკი ბათუმშია ;) მადლობა ოთარს


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]