ოცნება მომავალზე, წარმოუდგენელ მექანიზმებზე და მანქანებზე, რომლებიც კოსმოსის დაპყრობაში დაეხმარებოდა ადამიანს და იმ უცხო, თვალთუნახავ სამყაროზე რაც ხილულის და წარმოდგენილის ზღვარს მიღმა იმალება ყოველთვის აღელვებდა კაცობრიობას. ჩვენ ადრე ვნახეთ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს როგორ წარმოედგინათ "მომავალი". ახლა კი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი ვიხილოთ. სწორედ ამ პერიოდში შესხმა ფრთები სამეცნიერო ფანტასტიკამ და ფენტეზიმ. სწორედ ამ დროს დაინტერესდა უფრო მეტად ადამიანი კოსმოსით. ამას არა მხოლოდ გენიალური ავტორების წიგნები, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ფილმებიც უწყობდა ხელს. ხო, თუ იმ დროს დაწერილ წიგნებს ჯერ ისევ შეუძლიათ ჩვენი გაოცება, იმ ეპოქის ფილმები დღეს ხშირად ბავშვურ ოინებსაც კი გვახსენებენდა ღიმილს გგვრიან. მაგრამ წარმოიდგინეთ რა სანახაობა იყო ეს მაშინ... დიდ ეკრანზე, კონოთეატრებში. ან სულაც უელსის სკანდალური რადიო დადგმა "სამყაროთა ომი" გავიხსენოთ (ამაზეც გიამბობთ უფრო ვრცლად). თუმცა ფაქტია. ამ მიმართულებით მეოცნებე ადამიანთა გონი და ფანტაზია უფრო მძლავრად ამუშავდა. ისევ ილუსტრაციები მინდა გაჩვენოთ მეტ წილად კომიქსების და ჟურნალების. ნახეთ თუ როგორ ხედავდნენ ისინი მათ მომავალს და ჩვენს რეალობას. სამეცნიერო ფატასტიკაზე, კიბერპანკზე, სტიმპანკზე, პოსტაპოკალიფსურ და აპოკალიფსურ ჟანრებზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი ფუტურისტულ-კოსმიური საზღვრები გველის.
გაგრძელება იქნება ;)
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!