ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. წლების წინ, როცა მეგობრებთან ერთად საახალწლო დღესასწაულებისთვის საუნივერსიტეტო ინტერმედიას ვაკეთებდით , სწორედ ამ დროს შეიქნა ეს სიმღერა. ვმღეროდით ჩვენ, ყრმობის მეგობრები. ვმღეროდით და დიდი იმედებით ველოდით შობისა და ახალი წლის მობრძანებას. ბევრი რამ გადაგვხდა, ზოგი სად არის ახლა, ზოგიც სად. თუმცა სიშორეც და დროც არაფერია. ამაში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რაც დრო გადის. ხო და ეს სიმღერაც თქვენთვის გავაცოცხლე. სადაც არ უნდა იყოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ. წარმატება, სითბო, სიხარული და სიყვარული თქვენ.
წლების მერეც საოცრად ისმინება ჩვენი ნამღერი საშობაო სიმღერა. ეს ვიდეო რგოლიც გეძღვნებათ თქვენ - ჩემს მეგობრებს. იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!